,,დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა”- შალვა პაპუაშვილი

„დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. შემოსულია 19 განცხადება. პროცედურა მიდის ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად და ახლა უკვე დაველოდებით შეფასებებს.  ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესაძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი კანდიდატი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა სია წარადგინა. მისი განცხადებით, შემფასებელთა ჯგუფი  13 ოქტომბრამდე  წარადგენს კანდიდატების  შეფასებას, იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც  რეგლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია გაწერილი. „ვიცით რომ არის შეფასების  4 კრიტერიუმი, ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განთლება და გამოცდილება.   13 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოადგენენ შეფასებებს და შემდეგ უკვე პოლიტიკურ…

მეტი...

,,უკვე დაიწყო მუშაობა უკრაინის ომში აფხაზეთის მოსახლეობის გასაგზავნად, აფხაზი ვალდებული იქნება, წავიდეს ამ ომში”- ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტრ მთავარში”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2014 წელს დაიდო ხელშეკრულება ,,თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ”, რომლის თანახმადაც, ერთ მხარეზე თავდასხმა ნიშნავს მეორე მხარეზე თავდასხმას. ჯემალ გამახარიას თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, აფხაზები ვალდებულები არიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ომში და მხარში ამოუდგნენ ”სტრატეგიულ მოკავშირეს”. ,,რუსეთსა და აფხაზეთს შორის არის დადებული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ ერთ მხარეზე თავდასხმა ნიშნავს მეორე მხარეზე თავდასხმას. როდესაც ვლადიმერ პუტინი ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოლქის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებას და იტყვის, რომ უკრაინელები რუსულ ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს და ხერსონს ბომბავენ, იმ წუთიდან…

მეტი...

,,დღეს იგეგმება უკრაინის 4 ოლქის მიერთება რუსეთის ფედერაციასთან”- ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, დღეს იგეგმება, უკრაინის ოთხი ოლქის –  ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთება. მისივე თქმით, რუსეთის აღნიშნული გადაწყვეტილება, უკიდურესად დაძაბულ საერთაშორისო ვითარებას, კიდევ უფროს ძაბავს და ბირთვულ საფრთხეს ზრდის. ,,უკიდურესად დაძაბული საერთაშორისო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ცრუ რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა გუშინ ხელი მოაწერა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების აღიარებას. დღეს 15:00 საათზე იგეგმება, უკრაინის ოთხი ოლქის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთება. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს როგორ ცვლის ეს, უკიდურესად დაძაბულ ვითარებას და რამდენად ზრდის ბირთვულ…

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა – არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, დღეს დილით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს. მისი ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. „ადამიანები რიგში იდგნენ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ“, – წერს სტარუხი. მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, დაშავებულებს შორის მელიტოპოლის მცხოვრებლებიც არიან. „ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის დათვლა“, – წერს ფედოროვი.

მეტი...

უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 59 080; ​ტანკი – 2 338; ჯავშანტექნიკა – ​4 932; საარტილერიო სისტემა – 1 391; სარაკეტო სისტემა – 333; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 176; თვითმფრინავები – 264; ვერტმფრენი – 225; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 003; საკრუიზო რაკეტები – 246; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 768; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 131. აღნიშნული მონაცემები 24 თებერვლიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

მეტი...

,,დასავლეთი ცდილობს აღადგინოს ძველი კონფლიქტები, შექმნას ახალი პრობლემები და კრიზისები”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ძველი კონფლიქტების აღდგენასა და  ახალი კრიზისების შექმნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე  განაცხადა. მისივე თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. ,,ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ჩვენი ოპონენტები, როგორც ახლახანს ვთქვით, თავიანთი მიზნების შესაბამისად, მზად არიან დარტყმა მიაყენონ ყველას, ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანას, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად, მოაწყონ ფერადი რევოლუცია და გააჩაღონ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს, ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. დასავლეთი ცდილობს აღადგინოს ძველი კონფლიქტები, შექმნას…

მეტი...

,,საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველო”- კინზინგერი

კონგრესმენი ადამ კინზინგერი ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიო მესიჯები გააჟღეროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. „მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა. მისივე თქმით, ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში უკრაინაში კრემლის წარუმატებლობებთანაც არის კავშირში. „ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ,…

მეტი...

პუტინი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარ აფეთქებას  საერთაშორისო ტერორისტულ აქტს უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ,,ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენის მილებზე მომხდარ აფეთქებას  საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა. ამის შესახებ  მან თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას განაცხადა. „რუსეთის პრეზიდენტმა მწვავე შეფასება მისცა უპრეცედენტო დივერსიას, ფაქტობრივად, საერთაშორისო ტერორიზმის აქტს Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენების წინააღმდეგ. აღინიშნა, რომ რუსეთი ამ საკითხს გაეროში სასწრაფოდ განსახილველად წარადგენს“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. შეგახსენეთ, „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის გაზსადენებზე გაჟონვასთან დაკავშირებით ინფორმაცია 27 სექტემბერს გავრცელდა.

მეტი...

ირანში საპროტესტო აქციებზე 83 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. არსებული ინფორმაციით აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, უსაფრთხოების ძალებმა ათეულობით დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის შორის 28 მედიის წარმომადგენელიც არის. შეგახსენებთ, მასობრივი პროტესტი ირანის ქალაქ საყეზში, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის, პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. საპროტესტო აქციები მთელ ირანს მოედო. ქუჩებში ქალები თავსაბურავს იხსნიან წვავენ და  თმას იჭრიან.    

მეტი...

უკრაინის ვიცე-პრემიერი საქართველოს, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობებს თხოვნით მიმართავს

უკრაინის ვიცე-პრემიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკი პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს მთავრობებს თხოვნით მიმართავს, ყირიმელ თათრებს ქვეყანაში შესვლაზე უარი არ უთხრან. ,,მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს მთავრობებს, მიაქციონ ყურადღება ამ პრობლემებს. ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების უკრაინული ყირიმის ტერიტორიიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში გადასვლას. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს!“ – განაცხადა ვერეშჩუკმა. მისი თქმით, ყირიმელი თათრები მესამე ქვეყნებში გადასვლით,  ცდილობენ, თავი აარიდონ მტრის არმიაში მობილიზებას, მაგრამ რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ…

მეტი...

„კავკასიელო ხალხო, უკრაინაში არ უნდა დაიღუპოთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,დაიცავით თქვენი თავისუფლება ქუჩებსა და მოედნებზე, რათა მოგვიანებით არ მოგიწიოთ ბრძოლა მთებსა და ტყეებში უბრალოდ თქვენი სიცოცხლის უფლების დასაცავად,”- ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტი კავკასიაში, ციმბირსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ერებს მიმართავს. ზელენსკის თქმით, მათ არ აქვთ ვალდებულება ემსახურონ პუტინს. „კავკასიელო ხალხო, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებო ყველა ერო – თქვენ არ გაქვთ მიზეზი, იყოთ იმ მრავალთა შორის, ვინც ჯერ კიდევ ემსახურება მას, ერთადერთს, ვისაც ეს ომი უნდა. უკრაინაში არ უნდა დაიღუპოთ. თქვენი ვაჟები არ უნდა დაიღუპონ უკრაინაში. თქვენ არ გაქვთ ასეთი ვალდებულება, არც თქვენი მამების წინაშე, არც თქვენი შვილების წინაშე,…

მეტი...

„შეერთებული შტატები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“ – პრეზიდენტი ბაიდენი  

აშშ-ის პრეზიდენტი პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიებში „რეფერენდუმის“ ჩატადებას და შემდეგ დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარებას გმობს და აცხადებს, რომ აშშ უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის პრეტენზიებს არასდროს აღიარებს. „მსურს, ვიყო ძალიან მკაფიო აღნიშნული საკითხის მიმართ. ჩვენ  არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ჩატარებული „რეფერენდუმი“ იყო ყალბი, ტყუილი. შედეგები მომზადდა მოსკოვში. უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი ნება ვლინდება ყოველდღიურად, რამდენადაც ისინი სიცოცხლეს სწირავენ თავიანთი ხალხის გადასარჩენად და ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ასევე თავისუფლების დასაცავად. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, პუტინის იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად, არის გაერო-ს წესდების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა“, – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.…

მეტი...

გაერო რუსეთს აფრთხილებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს. როგორც  ანტონიო გუტერეში აცხადებს, უკრაინის რეგიონების ანექსია „საშიში ესკალაცია” იქნება. “უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობას იმსახურებს”, – აღნიშნა გუტერეშმა. მისივე თქმით, ანექსია ხელს შეუშლის შესაძლებლობას, მიაწოდონ  სიცოცხლის გადამრჩენი დახმარება უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ. ინფორმაციისთვის, პუტინმა „რეფერემდუმის“ შედეგები ოფიციალურად აღიარა და ოკუპირებული რეგიონები დამოუიდებლად გამოაცხადა. პუტინმა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარა

მეტი...

პუტინმა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა  ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებელ“ ტერიტორიებად აღიარებასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებითა და დადასტურებით, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ, „რეფერენდუმზე“ გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში. ანალოგიური დოკუმენტი გამოქვეყნდა ზაპოროჟიეს ოლქის „დამოუკიდებლად“ აღიარებასთან დაკავშირებითაც.  

მეტი...

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა მობილიზაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოითხოვა

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს დავალება მისცა, ის ხარვეზები გამოასწორონ, რაც ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა. საუბარია ტექნიკურ ნაწილზე, გაწვეულთა პირობებზე, აღჭურვასა და სხვა საკითხებზე. „ჩვენი მოქალაქეებისგან არაერთი ინფორმაცია შემოდის გაწვევის ორგანიზებაზე, აღჭურვის ხარისხზე, გაწვეულთა საცხოვრებელ პირობებსა  და სხვა საკითხებზე. ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და თავიდან ავიცილოთ სამომავალოდ“, – აღნიშნა პუტინმა უშიშროების საბჭოს  წევრებთან შეხვედრაზე. მისი შეფასებით, აუცილებელია თითოეულ საკითხის ინდივიდუალურად განხილვა და თუ შეცდომა დაფიქსირდება, უნდა მოგვარდეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ნაწილობრივ გაწვევას ექვემდებარებიან მხოლოდ ის რუსები, ვისაც საბრძოლო გამოცდილება გააჩნია.  

მეტი...

იტალია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დატოვონ

იტალიის საელჩო რუსეთში მცხოვრებ იტალიელებს  მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ რუსეთის ტერიტორია. განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს, საუბარია, რომ შექმნილი დაძაბული მდგომარეობისა და გართულებული ავია და საგზაო მიმოსვლის გამო, იტალიის მოქალაქეები რუსეთიდან უნდა გავიდნენ. საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ავიაბილეთები კატასტროფულად ძვირდება. აქედან გამომდინარე, ურჩევს, დროულად მოახერხონ ბილეთის შეძენა.  

მეტი...

ევროპის მოედნის მიმდებარედ, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ევროპის მოედნის მიმდებარედ, 30 სექტემბრის 00:00 საათიდან 3 ოქტომბრის 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მეტეხის ხიდზე და ევროპის მოედანზე. ასევე, გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან  ევროპის მოედნის მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ასევე, გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმართულებით. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნოე…

მეტი...

პოლონეთი არ გამორიცხავს, ნატომ უკრაინაში ჯარი შეიყვანოს

რუსეთის მხრიდან, კერძოდ კი ყოფილი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევისგან არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თუ საჭირო გახდება და რუსეთს საფრთხე დაემუქრება, ატომურ იარაღსაც გამოიყენებენ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ატომურ იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, შესაძლოა, ნატომ  უკრაინაში ჯარი შეიყვანოს. „რუსეთისგან მოსალოდნელი ატომური შეტევის შემთხვევაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პასუხი იქნება უკრაინაში ჯარების შეყვანა“ – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ.  

მეტი...

ბატალიონ „პიატნაშკის“ მეთაური აფხაზეთში ჩავიდა

ახრა ავიძბა აფხაზეთში იმყოფება. ბატალიონ „პიატნაშკის“ მეთაური რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას დაუბრუნდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, როგორც ავიძბამ განაცხადა, მისი აფხაზეთში ყოფნა აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უკავშირდება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვალ, 30 სექტემბერსა აღინიშნება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში ბატალიონის სხვა მებრძოლებიც იმყოფებიან.

მეტი...

საქართველოს საზღვარზე გადმოსვლას 4,8 ათასამდე მანქანა ელოდება

რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რუსეთიდან გამოქცეულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „ტასის“ ინფორმაციით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სიტუაციის დარეგულირება  მოხდა და ფეხით საზღვრის გადაკვეთის მსურველების რიგი არ არის. ასევე საუბარია, რომ მანქანები ერთ რიგში დგანან და ერთმანეთს მიყვებიან. რიგის სიგრძე კი დაახლოებით 2 კილომეტრია. აქვე საუბარია იმაზე, რომ  რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას 4,8 ათასამდე ავტომობილი ელოდება.  

მეტი...

უკრაინული მხარე ფიქრობს, რომ ბელორუსი მათთან საომრად მოტივირებული არ არის  

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განაცხადებით, ბელარუსები უკრაინასთან საომრად მოტივაია არ გააჩნია. მისი შეფასებით,  უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება. „ჩვენ თვალს ვადევნებთ მანევრებს ბელარუსში და ყველაფრისთვის მზად ვართ. თუმცა მე ოპტიმისტი დავრჩები, რადგან მეჩვენება, რომ ბელარუსები უკრაინასთან საომრად ძალიან მოტივირებულები არ არიან ”, – აცხადებს რეზნიკოვი. მისი ვე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებიან და წვრთნას ევროკავშირის ტერიტორიაზე გადიან.  

მეტი...

ევროკავშირმა უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევრო გადასცა

უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 500 მილიონი ევრო მიიღო. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხა განათლების სფეროს, სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. ,,ევროკავშირის საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზეწოლის გაზრდის გარეშე“, – განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა. ცნობისთგვის, აგვისტოში ევროკავშირმა უკრაინას ომისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად 9 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო.

მეტი...

,,თუ აფხაზეთს აღიარებ და შენი ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის ახალი მცდელობა განხორციელდება – უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრულია”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს  ეხმიანება და ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართავს. ,,ჩემი მიმართვა ლუკაშენკოს ახლა კიდევ გაქვთ შანსი გამოხვიდეთ სიტუაციიდან. თუ აფხაზეთს აღიარებ და მით უმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება – მაშინ შენ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია! ნიკოლაშკას სურათები ვნახე უბრალოდ სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!,”- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

მეტი...

რუსეთმა დნიპრო დაბომბა – დაიღუპა ორი ბავშვი

ქალაქ დნიპროზე რუსეთის მიერ, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშს 2 ბავშვი –  8 წლის ბიჭი, 9 წლის გოგონა და ორი ზრდასრული მოქალაქე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 12 წლის მოზარდი. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 60-ზე მეტი კერძო სახლი, რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – 6 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – გლდანში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არ ფასდება.  

მეტი...

,,თუ მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შეიძლება მოყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი”- სამხარაძე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი დაგმო და აღნიშნა, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოყვეს.  „ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი არის არამეგობრული ჟესტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ასევე, ძირს უთხრის საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ბელარუსულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შეიძლება მოყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი.…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის სერგეი ნიკიფოროვის ინფორმაციით,  ვოლოდიმირ ზელენსკი 30 სექტემბერს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს. ,,პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს. დღის წესრიგს და სხვა დეტალებს მოგვიანებით გამოვაცხადებთ”,- წერს ნიკიფოროვი.  

მეტი...

რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 20-მდე ქალი დააკავა

ტუვაში, ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 20-მდე ქალი დააკავა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ სამართალდამცველები ქალებს ძალის გამოყენებით აკავებენ. ქალაქის მოედანზე გამართულ აქციაზე შეკრებილი ქალები, ლოზუნგით “არა გენოციდის” და “არა მობილიზაციას” პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.  პოლიციამ აქციის დაშლა დაწყებიდან 5 წუთში დაიწყო.

მეტი...

ლარსის სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან აქცია იმართება

ამ წუთებში თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან ლარსის სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, დაუყოვნებლივ ჩაიკეტოს ლარსის საზღვარი, აიკრძალოს რუსებისთვის ბინადრობის მოწმობის გაცემა, ბიზნესის რეგისტრაცია და დაწესდეს სავიზო რეჟიმი ადგილზე მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

მეტი...

,,ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში”- პიტერ სტანო

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გმობს. მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. „ევროკავშირი მკაცრად ვგმობთ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს აფხაზეთში, სეპარატისტულ რეგიონში იმ ფაქტის მიუხედავად, რომ პიროვნებას, ლუკაშენკოს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა. ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელიც არის აფხაზეთის რეგიონის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ერთადერთი, რაც შემიძლია, დავამატო,…

მეტი...

მობილიზაციის გამოცხადების შემდეეგ, პუტინის რეიტინგმა იკლო

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა იკლო. კვლევის თანახმად, 6 პროცენტით შემცირდა ვლადიმერ პუტინის საქმიანობის დადებითი შეფასებაც. გამოკითხულთა 77% პუტინის საქმიანობას დადებითად, ხოლო 21 % – უარყოფითად აფასებს. გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის – აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი – 24% იყო.

მეტი...

,,ოპოზიციურ კოლეგებს ღიად მოვუწოდებ, თქვენი შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით”- გიორგი ვაშაძე

,,ოპოზიციურ კოლეგებს ღიად და დაუფარავად მოვუწოდებ, თქვენი შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას ნუ ახდენთ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ეროვნული ინტერესების მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადავყავართ მეორეხარისხოვანზე,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, მას მეორეხარისხოვნად მიაჩნია ვინ, ვის სად ეხმარება. მისთვის პირველხარისხოვანი პრორუსული „ქართული ოცნების“ ჩამოშორებაა. „ნომერ პირველი პრობლემა დღეს გვაქვს რუსების მასიური შემოდინება, ნომერ პირველ პრობლემასთან ერთად ასევე არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მართავს უმრავლესობას საქართველოში. შესაბამისად, მე მეორეხარისხოვნად მიმაჩნია ამ თემებზე მსჯელობა, მეორეხარისხოვნად მიმაჩნია, ვინ, ვის სად ეხმარება, ასე თუ ისე ეხმარება. ჩემთვის პირველხარისხოვანი არის…

მეტი...

,,ჩემი თვალით მაქვს რუკა ნანახი, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ხელს, რომ საზღვრის გავლების სადაო საკითხზე არის მსჯელობა”- მიქაელ ბოტკოველი

,,საპატრიარქოში ჩემი თვალით მაქვს ნანახი რუკა, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ხელს, რომ საზღვრის გავლების სადაო საკითხზე არის მსჯელობა, რატომ მოხდა ეს, სწორედ ამას ედავება გამოძიება,”– ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. მიქაელ ბოტკოველი საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაიკითხა. მას კითხვები  საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ნინო კალანდაძის განცხადების შემდეგ საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ შეფასებაზე დაუსვეს. „ვიმყოფებოდი სხდომათა დარბაზში ქალბატონი ნინო კალანდაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რა იყო ამ განცხადების გაკეთების მიზეზი და რატომ ჰქონდა ეკლესიას მძაფრი რეაქცია. ქალბატონ ნინო კალანდაძის განცხადებას თუ ნახავთ, საუბრობს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის…

მეტი...

,,პუტინს და ლუკაშენკოს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ. მისივე თქმით, საუბარი არ ყოფილა არც ყირიმის აღიარებაზე. „ეს არის აბსოლუტურად შიდა საქმე, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ბელარუსი ამხანაგები დამოუკიდებლად და მათთვის სათანადო დროს მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა.

მეტი...

,,ორ ირაკლის ვეკითხები: აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლაზე რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებთ თუ არა?!”- გიორგი ვაშაძე

,,ვეკითხები ორ ირაკლის: აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით ხმამაღალი განცხადებების გარდა, რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებთ თუ არა ?! თუ არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებთ, ნიშნავს, რომ მოსკოვიდან დაგირეკეს და გითხრეს, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ!,” – ამ სიტყვებით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. ვაშაძე ხელისუფლება კითხვით მიმართავს, თუ რა ქმედების განხორციელებას გეგმავენ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,ვიზიტის” საპასუხოდ. ,,ჩვენ “ქართული ოცნების” ლიდერთა მხრიდან გულზე მჯიღის ცემის და მკაცრი განცხადებების კასკადი ვნახეთ. ახლა თუ აპირებთ რაიმეს გაკეთებას, მაშინ გამოდით და გვითხარით, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლებაში მყოფი “ქართული ოცნება”,…

მეტი...