უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 58 580 ჯარისკაცი დაკარგეს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 58 580; ტანკი – 2 325; ჯავშანტექნიკა – 4 909; საარტილერიო სისტემა – 1 385; სარაკეტო სისტემა – 331; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 175; თვითმფრინავები – 262; ვერტმფრენი – 224; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 995; საკრუიზო რაკეტები – 246; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 751; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 131.