პუტინი და ერდოღანი ე.წ. რეფერენდუმს განიხილავენ

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტთან არაერთ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას გეგმავს. ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი იქნება. განხილვა დღეს არის ჩანიშნული.

„იმედი მაქვს, ბატონ პუტინთან განვიხილავ უკრაინის კრიზისის მოგვარების პრობლემას. პესიმისტურად განწყობილი არ ვარ, თუმცა,   გულუბრყვილობა იქნება, რომ  დადებითი შედეგის დაუყოვნებლივი მოლოდინი არსებობდეს. ერთ-ერთი თემა უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში „რეფერენდუმი“ იქნება. უკრაინის ოთხ რეგიონში რეფერენდუმი პრობლემებს ქმნის. ვისურვებდი, რომ ასეთი რეფერენდუმი არ ჩატარებულიყო“, – აღნიშნა ერდოღანმა თურქულ არხთან ინტერვიუში.

მსგავსი თემები