კამალა ჰარისი კორეაში იმყოფება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი  სამხრეთ კორეაში ჩავიდა. კამალა ჰარისი დემილიტარიზებულ ზონასაც მოინახულებს, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ორ ნაწილად ყოფს.

„როიტერის“  ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსანი გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ სარაკეტო გამოცდას.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, რომლის ფარგლებშიც განიხილავს აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის სამმხრივ ურთიერთობასა და ჩინეთის ქმედებებს ტაივანის სრუტეში.

მსგავსი თემები