თეა წულუკიანის განცხადებით, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა მისკენ დასარტყმელად გაიწია

კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანი, ვინც მასზე დასარტყმელად გაიწია, კრივის ფედერაციის პრეზიდენტია. როგორც მინისტრი განმარტავს, მიუხედავად ამ ფაქტისა, ფედერაციისთვის მას დახმარება არ შეუწყვეტია.

„კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისაგან რომ იყო ჩემდამი რამე წინააღმდეგობა, ეს არის სიცრუეა. ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ და სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, მაგრამ ეს არის ასე, ეს არის ფაქტი. როგორც მეუბნებიან, მას აქვს განცდა, რომ უნდა, ჩაებღაუჭოს ამ ფედერაციას, მაგრამ მე ქართულ კრივს ამ ადამიანს, რომელიც, ამ ფაქტის მერე არავინ არ არის და არის ცარიელი ადგილი, ვერ დავაღუპინებ“ – განაცხადა „იმედში“.

 

მსგავსი თემები