„ლუკაშენკო წარმოადგენს პუტინს“ – ბელორუსი ოპოზიციონერი

ბელორუსის პრეზიდენტის – ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ბელარუსის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვეტლანა ციხანოვსკაიას ეხმიანება და ფაქტს აღმაშფოთებელს და მიუღებელს უწოდებს.

„ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აცხადებს ბელორუსელი პოლიტიკოსი სვეტლანა ციხანოვსკაია.

 

მსგავსი თემები