,,სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა”- ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირებისთვის საზღვრების დაკეტვის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ვოლოდინის განცხადებით, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე.

„ყურადღებას გავამახვილებ, რომ „რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ“ ფედერალური კანონის თანახმად, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა სამხედრო კომისარიატების ნებართვის გარეშე. კანონის ასეთი ნორმა არსებობს და ამით უნდა იხელმძღვანელოს სამხედრო სამსახურს ყველა დაქვემდებარებულმა პირმა“, -წერს ვოლოდინი.

 

მსგავსი თემები