თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია  

ამ წუთებში, თბილისში, კერძოდ კი წყნეთსა და „კაკლების“ დასახლების მიმდებარედ ხანძარს ებრძვიან. აღნიშნული ფოტო გადაღებულია წყნეთში, სადაც ტყის მასივი იწვის. ტყის მასივი იწვის ნაფეტვრებშიც.  ხანძარი ქარს სწრაფად გადააქვს და  თანდათან ძლიერდება.

მეტი...

კახეთში ქმარმა ცოლი დაჭრა

ბოდბეში, ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ქალს ტყვია თავის არეში მოხვდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დაჭრილი კახეთიდან თბილისში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.    

მეტი...

კაკლების დასახლებაში ხანძარია

თბილისში, კაკლების დასახლებაში ხანძარია, როგორც ადგილობრივები წერენ, ხანძარი დასახლებულ პუნქტს მოუახლოვდა. ამ წუთებში ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.

მეტი...

რუსეთი მზადაა, უკრაინას მოელაპარაკოს

ოფიციალური რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კრემლი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა. როგორც კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვი განმარტავს, ზელენსკისთან მოლაპარაკების თემა მხოლოდ და მხოლოდ კიევის მხრიდან მოსკოვის პირობების შესრულება იქნება. „მნიშნელოვანია, როგორ შესრულდება ჩვენი პირობები“, – განმარტავს პესკოვი. შეგახსენებთ, რომ ზელენსკი ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს.  

მეტი...

მედვედევი გერმანიას ჰიბრიდული ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ გერმანიამ რუსეთის ფედერაციას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. მედვედევმა  გერმანიის კანცლერის განცხადებას უპასუხა, რომლითაც მან აღნიშა, რომ  რუსეთი ენერგორესურსების სანდო მომწოდებლად არ ითვლება. „გერმანია: ა) არამეგობრული ქვეყანა, ბ) დააწესა სანქციები რუსეთის მთელი ეკონომიკისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, გ) აწვდის უკრაინას ლეტალურ იარაღს, რომელიც მიმართულია ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთს გამოუცხადა ჰიბრიდული ომი. მაშასადამე, გერმანია იქცევა, როგორც რუსეთის მტერი“, – წერს დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში, როთაც გერმანიას ჰიბრიდული ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს.    

მეტი...

ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან სავიზო შეზღუდვის საკითხი განიხილა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან  რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების საკითხზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, სანქციების ,ერვე პაკეტის საჭიროებაზეც ჰქონდათ საუბარი. „გავმართე სატელეფონო საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. განვიხილეთ ევროკავშირის შემდგომი მაკროფინანსური ტრანშის სწრაფი გამოყოფა. მივანიშნე სანქციების მერვე პაკეტის მომზადების აუცილებლობაზე, რომელიც ასევე უნდა შედიოდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას“, – წერს ზელენსკი.

მეტი...

„თქვენ ითვლით კაპიკებს თქვენ ჯიბეებში, ჩვენ ვითვლით გარდაცვლილებს“ – უკრაინის პირველი ლედი

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს.  როგორც პირველი ლედი აცხადებს, გასაგებია, რომ ფასები იზრდება და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობას უარესდება, თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უკრაინაში ხდება. „უკრაინის ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მისი მოკავშირეების ეკონომიკას, მაგრამ თუ დასავლელებს უწევთ „კაპიკების“ დათვლა გაზის გადასახადის გადასახდელად, უკრაინელები გარდაცვლილებსაც ითვლიან, – აღნიშნა პირველმა ლედიმ  BBC-სთან. ოლენა ზელენსკა მოკავშირეებს მიმართავს, ძალისხმევა გააძლიერონ უკრაინის და მსოფლიოს გადასარჩენად. „ევროპის ეკონომიკური კრიზისი არის არა მხარდაჭერის ბრალი, რომელსაც დასავლეთი უკრაინის მიმართ იჩენს, არამედ, რუსეთის ქმედებებით გამოწვეული პრობლემა. თუ მხარდაჭერა ძლიერი იქნება,  ეს…

მეტი...

„შენ გმირი ხარ“ – ჯონსონი ზელენსკის პასუხობს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს მადლობას უხდის და გმირს უწოდებს. „მადლობა მეგობრობისთვის ვოლოდიმირ, შენ გმირი ხარ, ყველას უყვარხარ“, – მიმართა ბორის ჯონსონმა ზელენსკის. როგორც ჯონსონი აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. “ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას პუტინის ომის წინააღმდეგ“, – აცხადებს ჯონსონი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში, ბრიტანეთს ახალი პრემიერი ეყოლება. დიდი ალბათობით, ბორის ჯონსონის შემცვლელი ლიზ ტრასი იქნება.  

მეტი...

„ჩვენი სიცოცხლე და მომავალი სასწორზეა“ –  პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, რადგანაც სხვა გამოსავალი არ არსებობს. როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინის და უკრაინელების სიცოცხლე და მომავალი ახლა სასწორზეა. „ჩვენ ვიბრძოლებთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი მომავალი სასწორზეა.  ჩვენ კვლავ გვჭირდება დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა და სოლიდერობა“, – აცხადებს პრეზიდენტი. ის ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ის განუმეორებელია. „ყოველი  შეხვედრისას,  ბორისს ჰქონდა ერთი ძალიან კარგი კითხვა: კიდევ რა? კიდევ რა გჭირდება? ეს გახდა ჩვენი ლოზუნგი, რომელიც ეფექტიან პროგრესს უზრუნველყოფდა. დამიჯერეთ, არც თუ ისე ბევრი პოლიტიკოსია…

მეტი...

„იმედი მაქვს, ბორისის მემკვიდრეობა რუსეთის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში შენარჩუნდება“ – ზელენსკი ბრიტანეთზე

უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონის გზას გაჰყვება უკრაინასთან მიმართებაში და ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელეს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, ქალი იქნება თუ კაცი, სულ ერთია. მთავარია, უკრაინის მხარდაჭერა და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს. „რამდენიმე დღეში დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. მოხარული ვიქნები, მჭიდრო ურთიერთობები ჩამოვაყალიბო ახალ პრემიერთან. როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, ნებისმიერ ბრიტანელ პრემიერ-მინისტრთან, მამაკაცთან, თუ ქალთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. იმედი მაქვს, ბორისის მემკვიდრეობა რუსეთის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში შენარჩუნებული იქნება“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მეტი...

მიკოლაევის დაბომბვას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მორიგ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. როგორც მიკოლაევის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს. „მიკოლაევის რაიონში, მტრული ქმედებების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სამწუხაროდ, არის დაღუპულიც – 8 წლის ბავშვი. ყველა დაზარალებული გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და უტარდებათ საჭირო დახმარება“ – აღნიშნა მან. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, მიკოლევის კლინიკაში 579 დაშავებული იმყოფება. რუსეთი მორიგი შეტევის შედეგად, მიკოლაევში სამოქალაქო ობიექტებიც დაზიანდა.

მეტი...

ტრამპი ბაიდენს სახელმწიფოს მტერს უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უპირისპირდება და სახელმწიფოს მტერს უწოდებს. აღნიშული განცხადება ტრამპმა პენსილვანიაში გამართულ მრავალათასიან აქციაზე გააკეთა. ყოფილი პრეზიდენტი მოქმედს მის წინააღმდეგ ფარულ მაქინაციებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისთვის ფედერალების მიგზავნის უკან სწორედ ბაიდენი დგას. აქციაზე, სადაც ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, ყოფილმა პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა, რომ მას არჩევნები მოპარეს და ბაიდენის შვილის სკანდალიც გაიხსენა.

მეტი...

„პუტინი მზად არ არის, ომი დაასრულოს“ – ჯონ კიბრი

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კიბრი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე  რუსულ ოპოზიციურ ტელეარხ „დოჟდთან“ საუბრობს. როგორც ჯონ კიბრი აცხადებს, ამ ეტაპისთვის, არანაირი საფუძველი არ ჩანს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება სურს. „პუტინმა გადაწყვიტა ომის დაწყება უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. სამწუხაროდ, არაფერი, რასაც დღეს ვხედავთ, არ გვაძლევს  იმედს, რომ ის მზადაა დაასრულოს ომი და შეაჩეროს მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობები… პრეზიდენტ პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ ის დათანხმდება ჯარების გაყვანას და შეუერთდება ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება”- აღნიშნა მან ინტერვიუში.  

მეტი...

„ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც პუტინს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ“ – ჯონ ჯიბრი  

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის განცხადებით, აშშ მხარს არ უჭერს, სავიზო შეზღუდვები რუსეთის ყველა მოქალაქეს დაუწესდეს. „ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები რუსების გარკვეული კატეგორიის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც პუტინს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ. პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მის ოლიგარქიას, რომლებიც გარეულნი არიან უკრაინის ომში, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ პუტინის გამო ყველა რუსზე პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიული ზომა იქნება. ვფიქრობთ, ომი არ უნდა გარდავქმნათ ყველა რუსი ხალხის წინააღმდეგ. რუსი ხალხი არ უნდა დავადანაშაულოთ ომში, პუტინი და მისი კაბინეტი აწარმოებენ ამ არაკანონიერ და უმიზეზო ომს უკრაინაში და რუსები არ უნდა ისჯებოდნენ ამისთვის“, – აცხადებს კირბი.  …

მეტი...

„პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ასე არ დაიმუქრებოდა ბირთვული იარაღით“ – ჯონ კიბრი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი რუსეთის უპასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბურთვული იარაღით დამუქრება პასუხისმგებლიანი ქმედება არ არის. „რიტორიკა, რომელიც გვესმის რუსეთისგან, სრულიად უპასუხისმგებლოა ბირთვული სახელმწიფოსთვის. ნებისმიერ პასუხისმგებლიანი ბირთვული სახელმწიფო ასე არ ისაუბრებდა და არ დაიმუქრებოდა ბირთვული იარაღის გამოყენებით. ვცდილობთ, გავიგოთ რუსეთის სტრატეგიული პოზიცია. მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები“, – განაცხადა განაცხადა ჯონ კირბიმ.

მეტი...

„არ ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ”- მიშელი ევროკავშირს მოუწოდებს , დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირს მოუწოდებს , დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი. მიშელის განცხადებით, ევროკომისია ვერ დაელოდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის 14 სექტემბრის გამოსვლას, რომელიც ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის საკითხებს შეეხება. „არ ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ. ეს სიახლე არ არის. ამ დებატებს დღეს არ ვიწყებთ. ამიტომ ჩვენ წარსულში რამდენჯერმე მოვიწვიეთ კომისია, რათა მოემზადებინა კონკრეტული წინადადებები, რათა დაეხმარონ წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილების მიღებაში“, – აღნიშნა მიშელმა. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები 9 სექტემბერს შეხვდებიან ერთმანეთს საგანგებო სამიტზე.

მეტი...