„გინდათ იცოცხლოთ? – გაიქეცით“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც პუტინის რეჟიმი უკრაინაში საომრად აგზავნის. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, თუ მათ სოცოცხლე უნდათ, თავს უნდა უშველონ.

„გინდათ იცოცხლოთ – გაიქეცით. გინდათ იცოცხლოთ – ტყვედ ჩაბარდით. გინდათ იცოცხლოთ – იბრძოლეთ თქვენს ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის. თქვენ ისედაც ყველაფერი წაგართვეს. თუ რომელიმე თქვენგანს ნავთობის ჭაბურღილები აქვს, ან სასახლეები, ან ვენახები, იქნებ იახტები გაქვთ ან რომელიმე ბანკი? საერთოდ რისთვის იბრძვით? თქვენ მხოლოდ კრედიტები გაქვთ, საღამოს რამე სახეთქი და ახლა – მობილიზაცია. თქვენთვის იბრძოლეთ. ნუ ძვრებით ჩვენს მიწაზე, ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში”, – ასე მიმართავს პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთის მოქალქეებს, რომლებსაც უკრაინაში საბრძოლველად ამზადებენ.

 

მსგავსი თემები