,,მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ამას შეუმჩნევლად ვერ გაატარებს”- თეა წულუკიანი

,,მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს შეუმჩნევლად ვერ გაატარებს”,– ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სახელმწიფო ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ვერ შეიწყნარებს.

„მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს ვერ შეიწყნარებს, ვერც შეუმჩნევლად  გაატარებს. ვინც არის საგარეო ურთიერთობების პასუხისმგებელი, აკეთებს ყველაფერს, იქნებიან ესენი, ქვეყნის გარეთ მყოფი დიპლომატები თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი მთავრობა და შესაბამისი უწყებები. ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოირკვეს ეს არის ერთჯერადი, დაუშვებელი და დასაგმობი ვიზიტი, თუ სხვა რაღაც არის დაგეგმილი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებროებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შესაძლოა, იყოს მიმართული. რასაკვირველია, ეს ასე ვერ დარჩება და კიდევ ერთხელ ყველამ ერთად, აქ ალბათ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდაგავართ, უნდა ვიყოთ ერთსულოვნები. ღიად ვთქვათ, რომ ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი, გარდა იმისა, რომ ეს უკანონოა, პირდაპირ არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები