„დიდი შვიდეული“ ოკუპირებულ უკრაინაში „რეფერენდუმს“ გმობს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები გმობენ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე „რეფერენდუმსა“ და მოსახლეობის მობილიზაციას უკრაინაში გასაგზავნად. G7-ის ლიდერებმა ერთობლივი წერილი გაავრცელეს, სადაც აღნიშნულ საკითხზე საუბრობენ. „აღნიშნული ქმედებები აშკარად არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს. ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას სახელმწიფოთა ურთიერთობებში. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ „რეფერენდუმებს“, რომლებიც როგორც ჩანს, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ დადასტურებულ ანექსიას, თუ ეს მოხდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მეტი...

„50 წლით უმცროსი რომ ვიყო უკრაინულ ჯარს შევუერთდებოდი,”- ალენ დელონი

“ხშირად ამბობენ, რომ თანამებრძოლები ვართ, რადგან ორივემ დავიწყეთ როგორც მსახიობებმა, მაგრამ მის კარიერას უკეთესი ბოლო ჰქონდა, ის პრეზიდენტია, მე არაფერი,” – აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტი ალენ დელონთან ინტერვიუში, რომელიც ფრანგულ ტელეარხზე გავიდა. პრეზიდენტმა ცნობილი მსახიობი უკრაინაში დაპატიჟა. პასუხად კი თანხმობა მიიღო, თუმცა, ალენ დელონი უკრაინაში ჩასვლას მაშინ შეძლებს, როცა ნორმალურად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. „თქვენ არაფერი დაგიშავებიათ ამ ომის პროვოცირებისთვის. არის რაღაცები, რაც არ მესმის და ომი არის ასეთი,  არ შემიძლია იმის მიღება და გაგება, როდესაც ვხედავ, როგორ კვდებიან ადამიანები, კვდებიან ბავშვები, კვდებიან ცხოველები, მეზიზღება ომი,” – აღნიშნა მსახიობმა პრეზიდენტთან. მისივე თქმით, პუტინს ალბათ…

მეტი...

პუტინის გადაწყვეტილებით, ვინც ომში არ წავა, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

რუსეთიდან მამაკაცების მასობრივად გადინებისა თუ გაქცევიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საუბარია საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმაზე. რუსული მედიიის ინფორმაციით,  კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. ანალოგიური სასჯელია მათზე, ვინც საომარი მოქმედებების დროს ხელქვეითის მიერ უფროსის ბრძანებას არ დაემორჩილება. კანონის მიხედვით,  მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში მყოფი უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პუტინმა აღნიშნულ კანონს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც ქვეყანაში ნაწილობრივი…

მეტი...

ტყვეობაში მყოფ უკრაინელ სამხედროებთან „წითელი ჯვარი“ არც ერთხელ შესულა

ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროები, „აზოვსტალელების“ ინფორმაციით, ტყვეობისას, მათთან „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები არც ყოფილან. როგორც  უკრაინის რადას ადამიანის  უფლებათა კომისარი, დმიტრი ლუბინეცი აცხადებს ეს არის საერთაშორისო წესების უხეში დარღვევა. “სამხედრო ტყვეებიდან, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ, არცერთს საერთაშორისო კომიტეტის წითელი ჯვრის წარმომადგენელი არ უნახავს. ეს არის დარღვევა, ეს არის „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის მანდატის შეუსრულებლობა… არადა, ისინი მარიუპოლში ჩვენი გმირების „აზოვსტალიდან“ გამოსვლის დროს ადგილზე  იმყოფებოდნენ და იღებდნენ ფაქტებისა და არსებული ვითარების მონიტორინგის ვალდებულებას. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს საერთოდ არ განხორციელებულა,” – აცხადებს დმიტრი ლუბინეცი.  

მეტი...

გეგუთში მანქანა გზიდან გადავარდა

წყალტუბოს სოფელ გეგუთში ავტომობილი გზიდან გადავარდა. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან. მანქანაში 2 მგზავრი და მძღოლი იმყოფებოდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მსხვერპლი არ არის.

მეტი...

„მარიუპოლის ჯალათი“ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დააწინაურეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით თავდაცვის უწყება ძლიერდება საკადრო ცვლილებების თავდასცვის უწყების მაღალი თანამდებობის პირებს შეეხო. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი დაინიშნა, რომელიც „მარიუპოლის ჯალათის“ სახელითაა ცნობილი. ‘ მიზინცევი პუტინის ერთ-ერთი ფავორიტ გენერალია. ის ხელმძღვანელობდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას.

მეტი...

ლიეტუვა რუსეთიდან გაქცეულებს არ მიიღებს

ლიეტუვა ოფიციალურად ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყნიდან გარბიან, არ მიიღებს. საგარეო მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის ინფორმაციით, ქვეყანა რუსეთიდან გაქცეულ მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს. „ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას. რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ, იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. შეგახსენებთ, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან მასიურად გარბიან. მიდიან იქ, სადაც სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს.  

მეტი...

ევროპის საბჭომ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება მიიღო

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ – ასე ჰქვია საქმეს, რომელზეც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. როგორც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საბჭო რუსეთს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების აღსრულების  სამოქმედო გეგმა. „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (ე.წ. „ომის საქმე“). გადაწყვეტილება ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ, რომელიც ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. მინისტრთა კომიტეტის მიმდინარე წლის სექტემბრის სხდომაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა გადაწყვეტილების…

მეტი...

,,საცობები ყოველთვის იყო, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია საშვილიშვილო სამუშაოებით”- კახა კალაძე

,,საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერის განმარტებით, თბილისში საცობები ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით არის განპირობებული. „ეს სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მხედველობაში მაქვს ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის გამზირი. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი, რომელიც დღეს გადაკეტილია, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მთლიანად მოწესრიგება და შემდეგი ეტაპი იქნება უკვე წერეთლის გამზირი და მომავალი…

მეტი...

,,ნუ ინერვიულებთ ივანიშვილზე, სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ”- კალაძე ჟურნალისტს

,,თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ,”- ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტის კითხვას, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით. კალაძე  აღნიშნულ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს. ,,საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია? გაქვთ სხვა შეკითხვები? სერიოზული შეკითხვები გაქვთ? თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ, თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ და ნახოთ, სად და რა მდგომარეობაში იმყოფებით, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს თუ გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი გაქვთ სანერვიულო,”- განაცხადა კალაძემ.

მეტი...

,,უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მოჩვენებითია”- ჯო ბაიდენი

,,უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მოჩვენებითია და ამერიკის შეერთებული შტატები მას არასდროს აღიარებს,” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, აშშ აქტიურად იმუშავებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმისთვის, რომ რუსეთს დამატებითი სერიოზული სანქციები დაუწესდეს. შეგახსნებთ, ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი გუშინ დაიწყო.

მეტი...

,,გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და დაგვეხმარეთ ოკუპანტების განადგურებაში”- ზელენსკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს

,,მე მაქვს მარტივი თხოვნა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ყველა ჩვენი ხალხის მიმართ: გააკეთეთ მთავარი – გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და დაგვეხმარეთ ოკუპანტების დასუსტებასა და განადგურებაში,”- ამ სიტყვებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მიმართა. ზელენსკი მათ მოუწოდებს ყველაფერი გააკეთონ უკრაინის გასათავისუფლებლად. ,,რუსულ მობილიზაციას ნებისმიერი გზით დაემალეთ. მოერიდეთ გამოძახებებს. შეეცადეთ, მოხვდეთ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე. და თუ მაინც მოგიწევთ შესვლა რუსულ ჯარში, მაშინ მოწინააღმდეგეების ნებისმიერ აქტივობაში  მოახდინეთ საბოტაჟი, ჩაერიეთ რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაში, მოგვაწოდე ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოკუპანტების შესახებ – მათი ბაზების, შტაბების, საბრძოლო მასალების საცავებზე. და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, გადადით ჩვენს…

მეტი...

,,​ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც გაურბის პასუხისმგებლობას”- გაბრილიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრილიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” წერს. მისი თქმით, რუსები უნდა დარჩნენ ქვეყანაში და იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ. ,,​ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას. რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ,”- წერს ლანდსბერგისი.

მეტი...

პუტინი იმუქრება და აცხადებს, რომ უკან არ დაიხევს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის გზავნილებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მათი მუქარა რუსეთის მიზნებს ვერ შეცვლის. „ევროკავშირის ან სხვა დასავლური ქვეყნების მხრიდან არავითარი მუქარა არ შეცვლის რუსეთის გადაწყვეტილებას, განახორციელოს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ყველა მიზანი და ამოცანები“ – აცხადებს პრეზიდენტი. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში მიმდინარე „რეფერენდუმი“ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას და წარმოადგენს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ლეგიტიმური უფლებების რეალიზებას თვითგამორკვევის საკითხში.  

მეტი...

ჯოზეფ ბორელი არ გამორიცხავს, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენების უგულებელყოფა არ შეიძლება. ბორელი პუტინის მუქარას რეალურ საფრთხედ განიხილავს. „ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსული არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი და ცუდია“, – აცხადებს ბორელი. უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად. „ყველა, ვინც წავიდა მოსკოვში, კრემლში პუტინთან სასაუბროდ, დაბრუნდნენ ერთი და იმავე პასუხით: „მე (პრეზიდენტ პუტინს) მაქვს სამხედრო მიზნები და თუ არ მივაღწევ ამ სამხედრო მიზნებს, გავაგრძელებ ბრძოლას“. აღნიშნული ლოგიკა შემაშფოთებელი მიმართულებაა. მაგრამ ჩვენ…

მეტი...

უკრაინულმა მხარემ რუსული საფრენი აპარატები ჩამოაგდო

8 ერთეული დრონი, 1 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი – ეს ის ტექნიკაა, რომელიც რუსეთმა ერთი ღამის განმავლობაში დაკარგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა, ჩამოთვლილი ტექნიკა გასული დღის განმავლობაში გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო ქვედანაყოფებმა და არტილერიამ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის 4 საცავსა და 6 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.  

მეტი...

სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლებს

26-28 ოქტომბერს, ქ. თბილისში განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს.  კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები. კონფერენციის მესამე დღე…

მეტი...

აშშ ჩინეთს აფრთხილებს

უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთის საგარეო მინისტრს ესაუბრა. ენტონი ბლინკენმა ვან ისთან შეხვედრაზე იმ საშიშ  და მძიმე შედეგებზე ისაუბრა, რაც რუსეთის წახალისებასა და ომის პროპაგანდას მოჰყვება. „სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და ხაზი გაუსვა შედეგებს, თუკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხარს დაუჭერს მოსკოვის შეჭრას სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი რუსეთს სხვადასხვა საშუალებებით ეხმარება.  

მეტი...

ლარსთან, რუსეთიდან მომავალი 2 000-მდე მანქანა ფიქსირდება

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების ლარსის საბაჟო პუნქტზე კილომეტობით რიგში დგანან, რომ საქართველოს საზღვარი გადმოლახონ და ქვეყანაში შემოაღწონ. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთა 2 ათასამდე მსუბუქი ავტომობილი შეინიშნება. ასეთია სააგენტო TASS- ის ინფორმაცია, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება. „ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის 2000-მდე ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკაში ჩამოვიდნენ და ზემო ლარსის საგუშაგოს გასავლელად თავის რიგს ელოდებიან“, – აცხადებენ პრესსამსახურში. შეგახსენებთ, რომ რუსეთში გამოცხადებული ე.წ. ნაწილობრივი სამხედრო მობილიაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან ყველა გარბის, ვინც შესაძლოა უკრაინაში საომრად „გადაისროლონ“.  

მეტი...

მამაომ საცვლებიანი ქალების ბანერი გადაღება (ვიდეო)

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, ანაფორაში ჩაცმულმა სასულიერო პირმა ბილბორდი, რომელზეც საცვლებიანი ქალები იყო გამოსახული, წითელი საღებავით გადაღება. შემთხვევა გვიან, ღამით მოხდა, რომელსაც ერთ-ერთი მოქალაქე შეესწრო. მამაოს გრძელი ჯოხი ჰქონდა, რომელსაც თავზე საღებავი ჰქონდა წასმული.  “სამუშაო” შეასრულა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.

მეტი...

10 846 მასწავლებლიდან გამოცდა 8 206-მა ვერ ჩააბარა

2022 წელს,  პროფესიული უნარების გამოცდაზე 10 846 მასწავლებელი მონაწილეობდა, რომელიც უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის პირველად ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, გამოცდაზე დაწესებული ბარიერი მხოლოდ 2 640-მა მასწავლებელმა გადალახა. მთლიანობაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 628 მონაწილე დარეგისტრირდა. აქედან, უფროსის სტატუსის 9 315 პედაგოგი იყო, ხოლო 3 313 წამყვანის სტატუსის. რეგისტრირებული უფროსი პედაგოგებიდან გამოცდაზე მონაწილეობა 8102 მასწავლებელი მიიღო და ბარიერი მხოლოდ  456-მა გადალახა. რაც შეეხება წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს, 2 744 მასწავლებლებიდან ბარიერი მხოლოდ184-მა გადალახა.  

მეტი...

პოლონეთის მოსახლეობას იოდის აბებით ამარაგებენ

​ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ საფრთხეშია, მის სიახლოვეს რუსულმა ძალებმა  ცეცხლი ისევ გახსნეს, რაც მასობრივ საფრთხესთან ასოცირდება. შექმნილი მდგომარებობიდან გამომდინარე, პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო და საპრევენციოდ, მოსალხეობისთვის იოდის აბების დარიგება დაიწყო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის შინაგან საქმეთა უწყებაში განმარტავენ, რომ იოდის აბების დარიგება მიზნად ისახავს პრევენციასა და მოსახლეობის დაცვას. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას ითხოვს.  

მეტი...

შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი არ უნდა იყოს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ  რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი არ უნდა იყოს და ეს სტატუსი უნდა შეუჩერდეს. განცხადებს შარლ მიშელმა  ნიუ-იორკში, საჯარო ტრიბუნიდან, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს იწყებს, იმ ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება, ჩემი აზრით, ავტომატური უნდა მოხდეს”, – ასეთია შარლ მიშელის გზავნილი. პრეზიდენტი რეფორმას გადაუდებელს და საჭიროს უწოდებს.  

მეტი...

უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა

უკრაინამ ირანის ელჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და მას ქვეყნიდან აძევებენ. ელჩს აკრედიტაცია უკვე გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება კავშირშია ირანის პოლიტიკასთან, რომ დაეხმაროს რუსეთს. კერძოდ, ირანის მხრიდან რუსეთისთვის უპილოტო საფრები აპარატების მიწოდებასთან დაკავშირებით. როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში განმარტავენ, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ ღიად დაფიქსირებულ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. „რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს, არამეგობრულ ქმედებას წარმოადგენს და ირანისა და უკრაინის ურთიერთობებს სერიოზულ დარტყმას აყენებს“, – ვკითხულობთ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

მეტი...

ევროკავშირი რუსეთიდან გაქცეულებს კარს გაუღებს

პუტინის რეჟიმისგან გაქცეულებისთვის ევროკავშირი კარის დაკეტვას არ აპირებს. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთიდან გაქცეულებისთვის  ევროკავშირის კარი უნდა გაიღოს. მისი შეფასებით, საუბარია ადამიანებზე,  ვისაც არ სურს, იყოს ინსტრუმენტი კრემლის ხელში. „ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური შეხედულებების გამო რუსეთში ხალხი თუ საფრთხეშია,  რადგან მათ არ სურთ, დაემორჩილონ კრემლის შეშლილ იდეას, წამოიწყოს ომი უკრაინაში, მაშინ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა. შეგახსენებთ, რომ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც მობილიზაციასა და უკრაინაში საომრად გაგზავნას გულისხმობს, რუსეთის მოქალაქეები რუსეთს კატასტროფული სისწრაფით ტოვებენ და გარბიან.

მეტი...

ერთ თვეში, უკრაინამ  9 000 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის მორიგი ვიდეომიმართვა ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ და ქვეყნისთვის დაბრუნებულ ტერიტორიებს ეხება. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, სექტემბერში უკრაინა, 9 000 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა. „სექტემბერში გათავისუფლდა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია. დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი. ეს შედეგი მიღწეულია, რადგან ჩვენი ხალხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვეხმარება. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ასეთი დახმარება მეტი იყოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.  

მეტი...