,,უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რეფორმები”- ხავიერ კოლომინა

,,უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება,- ამის შესახებ, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებული შესაძლებლობის გამოყენება უნდა შეძლოს.

,,ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა აპრილის შეთანხმება. უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. არ ვიცით რა მოხდება, თუ არ მოემზადებით და ვერ დაეწევით ამ მატარებელს. შესაძლებლობები ახლაა და თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი”, – აღნიშნა კოლომინამ.

ხავიერ კოლომინას  განცხადებას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

მსგავსი თემები