რუსეთი ბელარუსში 20 000 მობილიზებულის გაგზავნას აპირებს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსში 20 000 მობილიზებული სამხედროს გაგზავნას გეგმავს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, პერსონალის გაზრდის შემდეგ, რუსები გამოიყენებენ სამხედრო ტექნიკას ბელარუსის საწყობებიდან.

,,ისინი გეგმავენ გამოიყენონ სამხედრო და სამოქალაქო შენობები რუსი სამხედროების განსათავსებლად. ასევე მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საწყობები, ანგარები და ფართები” – განაცხადა მალიარმა.

ამასთან,  რუსეთი გეგმავს სამხედრო ტრანსპორტისთვის სამოქალაქო სატვირთო მანქანების მობილიზებას.

მსგავსი თემები