„ჩვენს ტერიტორიას სამხედრო გზით გავათავისუფლებთ”- მიხაილო პოდოლიაკი

„ჩვენს ტერიტორიას სამხედრო გზით გავათავისუფლებთ. ჩვენი ქმედებები დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რას ფიქრობს ან სურს რუსეთს, არამედ სამხედრო პოტენციალზე, რომელიც უკრაინას გააჩნია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცადა.

მისი თქმით, რუსეთი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს  დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას.

,,უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაიბრუნოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორია, მიუხედავად იქ ჩატარებული ფსევდორეფერენდუმებისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მუქარისა, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს,”- აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის განცხადებით,  ევროპაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი იგრძნობს, რომ აქვს უფლება დააშანტაჟოს მსოფლიო, აწიოს ფსონები, კონფლიქტის ესკალაცია და თავი გამარჯვებულად მიიჩნიოს ევროპის წინააღმდეგ სასტიკ ომში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები