ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა Nord Stream-ის მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად, ორშაბათს და სამშაბათს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიებთან ახლოს გასულ კვირას რუსული წყალქვეშა ნავებიც დააფიქსირეს.
ამასთან, ერთ-ერთი დანიელი სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ აღნიშნულ რეგიონში და შესაძლოა გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებდეს იმას, რომ მილსადენი რუსულმა მხარემ დააზიანა.