„თუ გინდათ იცოცხლოთ, დანებდით“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ოკუპაციას და ჩაგვრას არ შეეგუოს.

მისივე განცხადებით, უკრაინული მიწის დათმობა ვერავისთვის მოხდება.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. რუსეთში ვინმე თუ თვლის, რომ შეუძლია „გაათავისუფლოს“ ყველაფერი, რასაც აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთში ვინმეს თუ იმედი აქვს, რომ მსოფლიო უღალატებს საკუთარ ღირებულებებს, ისინი ცდებიან. ოკუპანტის მხრიდან ესკალაციის ყოველი შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსოფლიომ კიდევ უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – თუ გინდათ იცოცხლოთ, დანებდით“ – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი თემები