,,არ გვაღელვებს საქართველოს რეაქცია“- ინალ არძინბა ლუკაშენკოს ,,ვიზიტზე”

,,არ გვაღელვებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს, რეაქცია“,- ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში “ვიზიტთან” დაკავშირებით.

“ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენ არ გვაღელვებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს, რეაქცია“, – აღნიშნა არძინბამ.

მისი თქმით, აფხაზეთი “დამოუკიდებელი სახელმწიფოა” და  ბელარუსს განიხილავენ „ქვეყნის შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად“.

მსგავსი თემები