,,რუსეთის მიერ მობილიზებული პირები ფრონტის ხაზზე არიან”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის მიერ მობილიზებული პირები ფრონტის ხაზზე არიან.

არესტოვიჩის თქმით, მობილიზაციის ფარგლებში საბრძოლო მოქმედებებში, დამატებით 90 000 რუსი ჯარისკაცი ჩაერთვება.

„მობილიზებულების ძირითადი მასა ფრონტის ხაზზე ორ კვირაში ჩააღწევს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისივე ინფორმაციით, მობილიზაციის შემდეგ გაწვეული ჯარისკაცები ლუგანსკის და ხარკოვის ოლქში გააგზავნეს, სადა აუცილებელია „დანაკლისის აღმოფხვრა“.

მსგავსი თემები