ბალტიის ქვეყნები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები უკრაინის ნატოს წევრობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინაში რაც შეიძლება დაჩქარებული წესით გაერთიანდეს. „უკრაინის ბალტიის მეგობრები სრულად უჭერენ მხარს ნატო-ში უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას. უკრაინის შთამაგონებელი სიმამაცე ჩვენს ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს”, – აცხადებენ,  ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებში.  

მეტი...

„უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება, თუ უკრაინა ბრძოლას არ შეწყვეტს“ – მედვედევის მუქარა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის მიმართ მუქარას აგრძელებს. მისი შეფასებით, უკრაინის ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უარეს შედეგს მოიტანს და მესამე მსოფლიო ომს დააჩქარებს. „ზელენსკის უნდა დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში. დიახ, გადასარევი იდეაა. უბრალოდ ემუდარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მესამე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქაროს“, – აცხადებს მედვედევი. მედვედევი ნატოს გენერალურ მდივანზეც ცინიკურად საუბრობს და ამბობს: „მან აღნიშნა, რომ თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს – გაქრება როგორც სახელმწიფო. რა ცინიკური ბიჭია – თუ არ შეწყვეტს, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება“, – ასეთია მედვედევის გზავნილი.  

მეტი...

„მზად ვართ, დავიცვათ ნატოს ყოველი მოკავშირე“ – იენს სტოლტენბერგი საგანგებო განცხადებას აკეთებს

რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში მოქცევასთან დაკავშირებით, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ წუთებში საგანგებო განცხადებას აკეთებს. „უკრაინის 15%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ყალბი რეფერენდუმი, რომელიც რუსეთში დაიგეგმა ყველა საერთაშორისო კანონის დარღვევა, უკანონო და არალეგალურია. ნატოს ქვეყნები არ სცნობენ არც ერთ ამ ტერიტორიას როგორც რუსეთის ნაწილს. ეს მიწები ეკუთვნის უკრაინას, დონეცკი უკრაინაა, ხერსონი უკრაინააა, ზაპოროჟიე უკრაინაა, ყირიმი უკრაინაა. უკვე მეორედ ხდება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ძალისმიერ დაპყრობა. ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავდაცვით ომში. ნატოს  ალიანსი…

მეტი...

„ეს არის საშიში ესკალაცია“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც შარლ მიშელი აცხადებს, ამ ფაქტს არავინ შეეგუება და არც არავინ და არასდროს აღიარებს. „პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო უკრაინის რეგიონების, დონეცკის ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიის გადაწყვეტილება. ეს ანექსია მოჰყვა ყალბ „რეფერენდუმებს“. ეს არის საშიში ესკალაცია. ეს ნაბიჯი დანარჩენი მსოფლიოს წინააღდეგ ბირთვული საფრთხეს აძლიერებს. ევროკავშირი ცალსახად უარყოფს და გმობს ამ უკანონო ანექსიას და არასდროს აღიარებს მას, ისევე, როგორც  აღიარა ყირიმის ანექსია 2014 წელს“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

მეტი...

რუსეთს მორგი სანქციები ბრიტანეთმაც დაუწესა

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის საგარეო უწყებაის ინფორმაციით, სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ ელვირა ნაბიულინას შეეხება. ასევე დიდმა ბრიტანეთმა გააფართოვა რუსეთში მომსახურებისა და საქონლის ექსპორტის აკრძალვა.როგორც უწყებაშ განმარტავენ, სწორედ ეს არის შედეგი იმ ანექსიის პოლიტიკისა, რასაც რუსეთი ახორციელებს.

მეტი...

აშშ-მ არ დააყოვნა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა

რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შემდეგ, აშშ-მ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა/ როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, სანქციების სამიზნე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი გახდა. კერძოდ, ორი საერთაშორისო მიმწოდებელი კომპანია, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების სამი ლიდერი, მათ შორის, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა. სანქცირებულთა სიაში ირიცხებიან რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, მათ შორის სერგეი შოიგუს, დმიტრი მედვედევის, მიხაილ მიშუსტინის, ვალენტინა მატვიენკოს და ასევე, რუსეთის დუმის 278-ვე დეპუტატი. „არ გავდგებით გვერდით, სანამ პუტინი თაღლითურად ცდილობს უკრაინის ნაწილების ანექსიას. სახაზინო დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობა მიმართავენ მტკიცე ზომებს, რათა კიდევ…

მეტი...

რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრაინამ სანქციები დაუწესა

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, უკრაინამ რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სანქციები დაუწესა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით,  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაუწესოს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. პრეზიდენტის შეფასებით, საუბარია მათზე,  რომლებმაც, საკუთარ თავში ვერ იპოვეს სიმამაცე, დაეცვათ კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ან რომლებიც ასე თუ ისე ჩართული არიან უკრაინის და დემოკრატიული ხალხების თანამეგობრობის წინააღმდეგ აგრესიულ ნაბიჯებში. პრეზიდენტმა  ასევე მოუწოდა უკრაინის რადას, შემდეგ სხდომაზე განიხილონ და შეყოვნების გარეშე დაამტკიცონ კანონპროექტი რუსული აქტივების ნაციონალიზაციის გამარტივების შესახებ.  

მეტი...

„მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა რუსეთის უკვე სხვა პრეზიდენტთან“, – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დღევანდელ ქმედებებთან და გზავნილებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და მოლაპარაკებაზე მზაობას აცხადებს, თუმცა, არა პუტინთან, არამედ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან. „მხოლოდ გაძლიერების და მთელი ჩვენი ტერიტორიიდან ოკუპანტების განდევნის გზა დააბრუნებს მშვიდობას. ჩვენ გავივლით ამ გზას. უკრაინა იყო და დარჩება მოლაპარაკებების ძალისხმევის ლიდერი. სწორედ ჩვენი სახელმწიფო, ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი პირობებით თანაარსებობის შესახებ შეთანხმებას. ეს კი რუსეთის ამ პრეზიდენტთან ეს შეუძლებელია. მან არ იცის, რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა რუსეთის უკვე სხვა პრეზიდენტთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და…

მეტი...

ევროკავშირის 27 ქვეყანა პუტინის გადაწყვეტილებას უკანონო ანექსიად აფასებს და განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის 27-ვე  ქვეყანა გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას. ევროპელი ლიდერები პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ უკანონო “რეფერენდუმს”, რომელიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევის საბაბად და არც მათ გაყალბებულ და უკანონო შედეგებს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ შეუძლიათ რაიმე იურიდიული შედეგის მოტანა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, ერთმნიშვნელოვნად უარყონ ეს უკანონო ანექსია”, – აღნიშნულია  განცხადებაში. ევროპელი ლიდერების შეფასებით, რუსეთი ლეგიტიმურად იცავს…

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი ნატო-ში შესვლას ითხოვს და განაცხადს აკეთებს

უკრაინის პრეზიდენტმა რადას თტავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად საგანგებო განცხადება გააკეთა და  ნატო-ში შესვლა მოითხოვა. ვიდეომასალა სადაც ზელენსკი განაცხადს აკეთებს, უკვე გავრცელდა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული წესით შესვლასთან დაკავშირებით. „დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ნატოში ჩვენი გზა. დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან ჩვენი თანხვედრა. ისინი რეალურები არიან უკრაინისთვის – რეალურებია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. დღეს უკრაინა განაცხადს აკეთებს, რომ ეს დე იურე გახდეს. პროცედურით, რომელიც შეესაბამება ჩვენს მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით. ჩვენ განმსაზღვრელ ნაბიჯს…

მეტი...

„პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, თბილად ჩაიცვან“ – პუტინის შეგონებები

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელი გზავნილების დიდი ნაწილი დასავლეთის კრიტიკას დაეთმო. როგორც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე აღნიშნა,  ევროპელ პოლიტიკოსებს ისრები გადააქვთ რუსეთზე, რომ რუსეთი ყველა უბედურების წყაროა. „ქაღალდით ვერავის გამოკვებავ, საჭიროა სურსათი. ვერც ამ გაბერილი კაპიტალიზაციით გაათბობ ვინმეს, ენერგომატარებლებია საჭირო. ამიტომ, პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, სახლში კი უფრო თბილად ჩაიცვან. ხოლო მათ, ვინც სამართლიანი კითხვების დასმას იწყებს, რატომ არის ასე, მყისიერად აცხადებენ მტრებად, ექსტრემისტებად და რადიკალებად. ისრები გადააქვთ რუსეთზე – აი, ვინ არის თქვენი ყველა უბედურების წყარო, ისევ იტყუებიან“…

მეტი...

,,ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ  ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებების“ ხელმოწერას ეხმიანება. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ,,ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს. ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას! ვგმობ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს, როგორც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი. პუტინმა და…

მეტი...

,,ვინც არ უნდა გვამუნათოს დღეს, რომ თავისუფლებას ჩვენ სიმშვიდეში ვცვლით, არაფერს არა ვცვლით”- კობა კობალაძე

,,ვინც არ უნდა გვამუნათოს დღეს, რომ თავისუფლებას ჩვენ სიმშვიდეში ვცვლით, არაფერს არა ვცვლით. უბრალოდ არის ჟამი,როდესაც უნდა იბრძოლო და არის ჟამი, როდესაც ამ ბრძოლისთვის უნდა მოემზადო…’’- ამის შესახებ  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ რადიო ‘’იმედის’’ ეთერში, გადაცემაში ‘’დღის არხი’’ განაცხადა. ,,ყველაზე მძიმე ვითარება ის არის, რომ სხვის რკინას მაგრად ვეპოტინებით და ჩვენსას ბაჯაღლოს ვერ ვხედავთ. როდესაც აფხაზეთზე ვსაუბრობთ, საომარი მოქმედებების დროს, 13 თვე და 13 დღის მიდიოდა საბრძოლო მოქმედებები. არც ერთი ძირითადი და მსხვილი შეტაკება წაგებული არ გვქონდა, მაგრამ, რატომღაც, ფაქტობრივი სურათი იმის მივიღეთ, რაც მივიღეთ. თავგანწირვის…

მეტი...

პუტინმა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლიდერებმა „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს

ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს. ”შეთანხმებას”  ხელი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ. ლიდერებმა, პუტინის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ მოაწერეს. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის უკიპირებულ რეგიონებში ე.წ. “რეფერენდუმები” ჩაატარა, კრემლი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ რუსეთთან გაერთიანებას  “მისცა ხმა”.

მეტი...

,,მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და ომი “რომელიც მათ დაიწყეს 2014 წელს”. ამის შესახებ პუტინმა კრემლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა. ,,მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება, ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ეს არაერთხელ ითქვა, თუმცა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიეში, ხერსონში ხალხის არჩევანს არ განვიხილავთ. ეს არჩევანი გაკეთდა და რუსეთი მას არ უღალატებს,”- განაცხადა პუტინმა. ,,ყველამ დაიმახსოვროს – ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი…

მეტი...

,,ყველამ დაიმახსოვროს – ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ”- პუტინი

,,ყველამ დაიმახსოვროს – ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში უკრაინის ოთხი რეგიონის – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსირების ოფიციალურად გამოცხადების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი მტკიცებით,  უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეერთება არის „მილიონობით ადამიანის არჩევანი“. „მინდა, მე მომისმინოს კიევის ხელისუფლებამ და მისმა რეალურმა პატრონებმა დასავლეთში. ყველამ დაიმახსოვროს – ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ. მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება, ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს…

მეტი...

,,სიმართლე ისაა, რომ რუსეთი აგებს უკრაინაში ომს”- დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინსიტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინსიტრის, ბენ უოლესის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას. ,,სიმართლე ისაა, რომ რუსეთი აგებს უკრაინაში და მისი არაკომპეტენტური გენერლები ათასობით ადამიანს აგზავნიან სასიკვდილოდ, რათა დააკმაყოფილონ პრეზიდენტი პუტინის იმპერიალისტური ფანტაზიები”,- წერს ბენ უოლესი. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინსიტრი,  საიდუმლო ვიზიტით კიევში იმყოფებოდა.

მეტი...

,,ახლა ევროპაში საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საუბარი მქონდა ბევრ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, მათი მოლოდინი ძალიან პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება, ამას ემატება კრიზისები და საუბარი მიდის არა  ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპაში არსებული კრიზისის და რეცესიის ფონზე საქართველომ არა თუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შეინარჩუნა, არამედ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია და ამას კარგი გააზრება სჭირდება. „მე ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპის…

მეტი...

,,ისეთ მორალურ ფსკერზეა, ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა”- მდინარაძე ვაშაძეზე

,,გიორგი ვაშაძეს ამ სიბინძურისთვის რაც ეკუთვნის, ამის თქმას ვერ ვიკადრებ, ისეთ მორალურ ფსკერზეა, ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ  განაცხადა. მდინარაძე ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე არის დაახლოებით რუსეთის 15 აგენტი-რეზიდენტი, მათ სათავეში უდგას ირაკლი კობახიძე“. „ვაშაძეს ამ სიბინძურისთვის რაც ეკუთვნის, თქვენ წინაშე ამის თქმას ვერ ვიკადრებ. პირდაპირ და მის გასაგონად ვამბობ. როგორ მორალურ ფსკერზეა ეს ადამიანი დაცემული უკვე, იცით?! ნებისმიერ რამეს იტყვის, რაც არ უნდა დასჭირდეს, ნებისმიერი რამის მთქმელია. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით და…

მეტი...

,,დირექტორმა მითხრა, ჩვენ ტოლერანტები ვართო და არ არის სწორი რუსეთის დროშა რომ ჩამოხსენიო”- მოსწავლე, რომელმაც რუსეთის დროშა ჩამოხია

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს მოსწავლე, რომელმაც პროტესტის ნიშნად რუსეთისა და აფხაზეთის დროშები ჩამოხია. მე-11 კლასის მოსწავლის განცხადებით, სტენდიდან რუსეთის დროშის ჩამოხევის შემდეგ კლასის დამრიგებელმა უთხრა, რომ მას სკოლა უნდა დაეტოვებინა, დირექტორმა კი აგრესორი უწოდა. ,,კლასელებთან ერთად ვიყავი და ვნახე, რომ იყო რუსეთის დროშა და აფხაზეთის დროშა გამოკრული. მივედი და , პირველ რიგში, ჩამოვაგდე რუსეთის დროშა, ჩამოვხიე. ცოტა მაგრად იყო მიწებებული და დრო დამჭირდა, რომ ჩამომეხსნა. ამასობაში დაირეკა ზარი, გამოვიდნენ მანდატურები და ავედით კლასში და კლასში შემდეგ გამოვთქვით პროტესტი, თუ რატომ იყო აფხაზეთის დროშა გამოკრული, რის…

მეტი...

,,მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენა“-ზე. „ასევე გეტყვით, რომ კულტურის ნაწილში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას. იგეგმება მაისის ბოლოდან ივნისი, ივლისი, აგვისტო,  მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა, თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენა“-ზე, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს. „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ. ვმუშაობთ 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე ვმუშაობთ ამჟამად, მაგრამ ამის თაობაზე მინდა, რომ მოგვიანებით ვუთხრა საზოგადოებას და მივაწოდო ინფორმაცია“,- აღნიშნა…

მეტი...

,,70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში გახდება 440 ლარამდე, სხვაგან 365 ლარი”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტით პენსიის ზრდა იგეგმება. ,,რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, თითქმის 440 ლარი იქნება. სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი. ასევე გარდა პენსიისა მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა სოციალურად გასაცემელის ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება,-…

მეტი...

,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა, მანდატურთა, საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასები გაიზრდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება, 2023 წლის იანვრიდან კი 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება,”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა საჯარო მოხელის ხელფასი 10%-ით გაიზრდება. „რაც შეეხება განათლებას, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა. საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე, მანდატურების ხელფასები გაიზრდება, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით. ეს 10%-იანი ზრდა შეეხება ყველა საჯარო მოხელეს. ჩვენ ასევე გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას,…

მეტი...

,,მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოიტანა ის, რომ 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოიტანა ის, რომ 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შევამცირეთ მშპ-ის 3,2%-მდე, მთავრობის ვალი კი მშპ-ის 40% მდე ჩამოვწიეთ” -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა ბიუჯეტში მეტი შემოსავალი გააჩინა, რამაც მთავრობას ბევრი კარგი და ახალი წამოწყების დაფინანსების საშუალება მისცა. „რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა, ამის თაობაზე შეიძლება ძალიან ბევრი მოქალაქე კითხულობდეს. როგორც მოგახსენეთ, ამან მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში, ამ მეტი შემოსავლით ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი კარგი, ახალი წამოწყების, პროგრამების დაფინანსება. 700 მილიონ…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის”- ელჩი რუსების შემოსვლაზე

,,საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები და იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში. „ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა იღებს სხვადასხვა ზომას საკუთარი გარემოებებიდან გამომდინარე და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, რაც არის უმთავრესი, აგრეთვე იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში“, –…

მეტი...

,,რუსეთიდან გაქცეულებს დეზერტირებს მხოლოდ პუტინი და რადიკალური ოპოზიცია ეძახის”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს დეზერტირებს მხოლოდ პუტინის ხელისუფლება და ქართული “რადიკალური ოპოზიცია” ეძახის. მისივე თქმით, ეს ოპოზიციის პოლიტიკური და მორალური ქვეცნობიერია. ,,მსოფლიოში დღეს, ცივილიზებულ სამყაროში, დეზერტირები რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ უკრაინაში ბავშვების და ქალების დახოცვა უწოდებს მხოლოდ დეზერტირებს პუტინი და მისი ხელისუფლება და ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დახვდა პლაკატებით იქ. ხომ გახსოვთ? ხომ გაქვთ ნანახი ფოტოები? პუტინი ამბობს. რომ დეზერტირები არიანო და ქართული რადიკალური ოპოზიცია, პლაკატებზე წერს წარმოიდგინეთ, ეს ქვეცნობიერია მათი, პოლიტიკური და მორალური ქვეცნობიერი”, – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

,,უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, აგვისტოში 10,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენს მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, აგვისტოში 10,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა რამაც 8 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მისცა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. „მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ წელს ჩვენ, მოგეხსენებათ, ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად დავგეგმეთ.  ბიუჯეტში ჩადებული იყო 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, 2022 წლის ბიუჯეტში და ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო დაახლოებით 65 მილიარდ ლარამდე, 64,8 მილიარდი ლარი. გახსოვთ, რომ ასევე მაღალი იყო ნაერთი ბიუჯეტის…

მეტი...

,,ჩვენს მიერ გადადგმულმა გონივრულმა ნაბიჯებმა გამოიწვია ეკონომიკის გამოცოცხლება და ძალიან ძლიერი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ”- ღარიბაშვილი

,,მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ დაახლოებით, როცა პანდემია მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ, რა დროსაც ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით და გაიზარდა მთავრობის ვალი. „მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ…

მეტი...

,,აშშ მკაცრად გმობს ბატონ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოკუპირებ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ეხმიანება. დეგნანის თქმით, აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ. „მინდა ხაზი გავუსვა ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ გზავნილს, რომელიც მკაცრად გმობს ბატონ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავის მეორე დღეს, როდესაც…

მეტი...

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“  ₾65.1 მლნ-ად იყიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, სოსო ფხაკაძემ დაუდასტურა. სოსო ფხაკაძის განცხადებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სწორედ ამ მიზეზით შეისყიდა მაუწყებლის შენობა. „მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა. ვაპირებთ, ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად აქ განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ. ​

მეტი...

,,აფხაზები გადმოსვლას და აქ დაბინავებას ითხოვენ, ვალდებულები ვართ, ჩვენი მოქალაქეები მივიღოთ და დავეხმაროთ”- ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,აფხაზები გადმოსვლას და აქ დაბინავებას ითხოვენ, ვალდებულები ვართ, ჩვენი მოქალაქეები მივიღოთ და გადავარჩინოთ იმ სასაკლაოზე გაგზავნას,”- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ  ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელია, ნაწილობრივი მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით, ლეგალური თუ არალეგალური გზებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან არ წყდება ზარები. აფხაზები რეკავენ თავიანთ ნაცნობებთან, მეგობრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ითხოვენ გადმოსვლასა და დაბინავებაში დახმარებას. ჩვენ აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ველოდებით აფხაზეთიდან მოსახლეობის გადმოსვლას. თუმცა აფხაზურმა მხარემ უკვე მიიღო ზომები და…

მეტი...

ბოლო 24 საათში საქართველოს საზღვარი რუსეთის 6 109 მოქალაქემ გადმოკვეთა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეების შესახებს მონაცემებს, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პროაქტიულად აქვეყნებს. სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. კერძოდ, 29 სექტემბერს 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6 109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ, 28 სექტემბერს…

მეტი...

,,ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინმა ეს უკანონო ომი წააგოს“- ლიზ ტრასი

,,პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები უხეში ძალის გამოყენებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მან ეს უკანონო ომი წააგოს“,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასმა განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიად აღიარებს. ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინაში ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარებით პუტინმა კიდევ დაარღვია საერთაშორისო სამართალი.  

მეტი...

,,ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი”- ღუდუშაური ნინო ლომჯარიას ანგარიშზე

,,ეს არის უბრალოდ მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი,”- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაურმა  სახალხო დამცველის ანგარიშს. მისი თქმით, საქართველოს კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი ჰყავს. „სამწუხაროა, რომ მოქმედი სახალხო დამცველი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოგვევლინა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი წარმომადგენლების დამცველად. მას ვეღარ ვუწოდებთ სახალხო დამცველს ანუ ყველას დამცველს. მან ვერ მოიცალა რიგითი ადამიანების უფლებების გადახედვისთვის და დაკავებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებით, ვერ შეძლო მიუკერძოებლობის ტესტის ჩაბარება. ანგარიში, რომელიც წარმოადგინა, დაცლილია კვალიფიკაციის კუთხით და სავსეა პოლიტიკური ხაზით,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

მეტი...

,,პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით, 15 რუსეთის აგენტია”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე დაახლოებით, 15 რუსი აგენტია. მისი თქმით, მათ სათავეში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დგას. ,,ჩვენი ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობის პირებზე, დაახლოებით არის მათ შორის 15 რუსეთის აგენტი რეზიდენტი, მათ შორის არის ის ოთხეული, რომელიც ასე გავეშებული გამოდის, ესენი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან. მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი, ირაკლი კობახიძე. დიახ, ის გახლავთ რუსეთის აგენტი, რომელმაც გუშინ, პირდაპირ ეთერში ისიც კი გაბედა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტიც კი გააპრავა. დიახ, მათ სათავეში…

მეტი...

,,ჩვენ და აფხაზებს ერთად მოგვიწევს გლოვა 27 სექტემბერს, რადგანაც გაიმარჯვა რუსეთმა”- ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტრ მთავარში”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიამ  ,,მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ ისაუბრა. ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე ე.წ. შეთანხმებას, ჯემალ გამახარია რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანიქსიის გზაზე გადადგმულ ყველაზე მთავარი ნაბიჯად აფასებს. ,,ვლადიმერ პუტინმა 9 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ხელი მოაწეროს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. რუსეთი ამისთვის წლებია იბრძვის, ეს ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა, აფხაზები ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. ხელშეკრულების თანახმად, შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ეხება ორივე მხარეს. ,,ერთი მხარის მოქალაქეები უფლებამოსილნი…

მეტი...