,,ყველანაირ კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ”- ნიკა გოგაშვილი

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, შვილი, ნიკა გოგაშვილი მივიდა. ნიკა გოგაშვილს უწყება ორ ეპიზოდზე გამოკითხავს. პირველი ეპიზოდი გოგაშვილის დაკავების დროს ჩატარებულ სპეცოპერაციას, ხოლო მეორე რუსთავის ციხეში შეხვედრას ეხება. ,,პირველ რიგში, რაც დღეს აქ ხდება, ეს მხოლოდ ფორმალობაა. ჩვენ ყველანაირ კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. დღევანდელი ჩემი აქ მოსვლა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ უბრალოდ ფურცლები დაიხარჯება წერით. სავარაუდოდ, იქნება ორ ეპიზოდზე, ჩვენთან სახლში შემოვარდნასა და უკანონოდ ციხეში რომ შეგვიყვანეს. მე მინდა, ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომ 7 დღე რომ გამორთულია კამერები, ეს…

მეტი...

,,უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ვგეგმავთ”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს. მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის. ,,დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება იქნება, სამწუხაროდ, გაუმჯობესება არ გვაქვს, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას, სამხედრო ტყვეების დისკრიმინაციას, ატომური ბომბით და ატომური ენერგოსადგურით მანიპულაციას, ვითარება ძალიან რთულია უკრაინას ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას. დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრი შემოგვიერთდება, რაც მნიშვნელოვანია, უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ვგეგმავთ, რაც ამ არმიას…

მეტი...

,,შესაძლოა, ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში“

,,ბოლო 2 კვირის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი დადებითობის მაჩვენებელი, რაც უპრეცედენტოდ მაღალია,”- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიური ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. „თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს…

მეტი...

,,დადებითობის მაჩვენებელი უპრეცედენტოთ მაღალია”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში“

,,17 პროცენტიანი დადებითობის მაჩვენებელი არის უპრეცედენტოთ მაღალი,”- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული  მაჩვენებელი შიდა საზოგადოებრივი გავრცელების, საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს. ,,გასული ორი კვირის მონაცემებს თუ გადავხედავთ, დადასტურებული შემთხვევების 90%-ზე მეტი ანტიგენ ტესტებზე მოდის, 10% პისიარზე. საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში დახლოებით, 80 ათასი ადამიანი იტესტება. დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს საკმაოდ მაღალი. ბოლო 7 და 14 დღიანი მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი არის თითქმის 17%. ეს არის უპრეცედენტოთ მაღალი მაჩვენებელი, რაც შიდა საზოგადოებრივი გავრცელების, საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“. იმუნოლოგის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გარკვეულწილად დამშვიდების…

მეტი...

ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (21.08-28.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ ერთ კვირაში, ქვეყანაში კორონავირუსისგან 14 486 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. ერთი კვირის მონაცემებით,  ქვეყანაში ჩატარდა 76 704 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.91%.  

მეტი...

საქართველოში 5 თვეში 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

საქართველოში 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე 7 459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 4-ის საქმიანობის სფეროა ცნობილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, დარეგისტრირებული რუსული ბიზნესიდან 544 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), 6 913 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 2 უცხოური საწარმოს ფილიალია. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირებული 544 რუსული შპს-დან 542-ს საქმიანობა უცნობია, 1 კომპანიის საქმიანობის სფერო ყავის გადამუშავება, კიდევ 1-ის კი რესტორნების გარეშე სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებებია. რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ 6913 რუს ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ შემთხვევაშიც ცნობილია მხოლოდ 2-ის საქმიანობა, 6911-ის საქმიანობის სფერო კი, „საქსტატის“ ცნობით, მათთვის უცნობია.…

მეტი...

დღეს, 12 საათზე ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება

დღეს 12:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე ინფორმაცია ნაეკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. „დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე). საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ტურისტული გზამკვლევები გამოსცა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და USAID-ის მხარდაჭერით ახალი ბროშურები შეიქმნა. ინფორმაციას ტურისტული ადმინისტრაცია ავრცელებს. „დამუშავდა ექვსი მიმართულება, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, სამთო კურორტების, კულტურის, ღვინის და კულინარიის შესახებ. ახალი ტურისტული გზამკვლევებით მოგზაურები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლების,  მუზეუმების, მონასტრების, იმერეთის ტურისტულ ადგილებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ მიიღებენ ცნობებს. ბროშურებში წარმოდგენილია რუკები, მარშრუტები, სავიზო ინფორმაცია, ტურისტებისთვის საჭირო ონლაინ ბმულები და QR კოდები. ახალი საპრომოციო ბროშურები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთის ტრასების სააგენტოსთან, ქუთაისის აეროპორტთან, საქართველოს ეროვნულ პარკებთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მოამზადა. ახალი…

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 47 550 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში  დაახლოებით 47 550 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: 1954 ტანკი, 4294 ჯავშანმანქანა, 1079 საარტილერიო სისტემა, 282 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 151 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 234 თვითმფრინავი, 204 ვერტმფრენი, 3217 ავტომობილი და საწვავის ავზი,  847 უპილოტო საფრენ აპარატი, 103 ერთეული სპეცტექნიკა, 196 ფრთოსან რაკეტა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

არეულობა ერაყში – ევროკავშირი მხარეებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებებისას სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირება ბაღდადის ქუჩებში ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულია 350 ადამიანი. არეულობის ფონზე, ევროკავშირი ყველა მხარეს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. „ევროკავშირის ყველა მხარეს მოუწოდებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება და შეინარჩუნონ სიმშვიდე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტორმა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ყველა კანონი უნდა იყოს პატივცემული და ინსტიტუტების ერთიანობა დაცული. ყველა მხარემ უნდა იმუშაოს დაძაბულობის დეესკალაციისთვის და ჩაერთოს პოლიტიკურ დიალოგში კონსტიტუციის ფარგლებში, რაც აზრთა სხვადასხვაობის გადაჭრის ერთადერთი საშუალებაა. ევროკავშირის ადასტურებს…

მეტი...

პოლონეთის პრემიერმა მაკრონს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების დაჩქარებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მატეუშ მორავეცკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. პოლონეთის პრემიერმა მაკრონს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ​ მისი თქმით, ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყდრნობოდეს. ,,ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში არსებულ ვითარებას დაეთმო. მე ვისაუბრე იმაზე, რასაც ჩვენი მხრიდან ვხედავთ და ასევე ვთხოვე პრეზიდენტს უზრუნველყოს იარაღის სწრაფი მიწოდება, გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა. ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყრდნობოდეს“, –  განაცხადა მორავეცკიმ. შეგახსენებთ, მატეუშ მორავეცკი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში 29 აგვისტოს იმყოფებოდა.

მეტი...

„ამ დიდი სახელმწიფოებრიობის შესახებ ლეგენდა უნდა დავივიწყოთ”- ზელენსკი რუსეთზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის და არც სურვილი აქვს. მისივე თქმით, უკრაინას თავისი ტერიტორიების დაბრუნება სურს. „თუმცა ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარეს სურდეს. ეს არის რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი საჯარო ტყუილი. ისინი არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის, მათ ეს არ სურთ. მათი გაგებით, მოლაპარაკებები – ეს არის ულტიმატუმი, რომელშიც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთის ტერიტორიებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ძლევამოსილობაზე ლედენდა უნდა დავივიწყოთ. „ამ დიდი სახელმწიფოებრიობის შესახებ ლეგენდა უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ამას ბრძოლის ველზე ვაჩვენებთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

საბერძნეთში ორი ქართველი  ბინის ძარცვის დროს დააკავეს

საბერძნეთში ორი ქართველი  ბინის ძარცვის დროს დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძარცველები გუშინ აღმოსავლეთ თესალონიკში, კალამარიას რაიონში დააკავეს. 30 და 28 წლის ქართველებმა ცენტრალური სადარბაზოს საკეტები ჩაამტვრიეს და სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეაღწიეს. მძარცველებმა ბინიდან 120 ევრო და ძვირფასეულობა წაიღეს. ამასთან, დაკავებისას ერთ-ერთმა მძარცველმა   წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდა.

მეტი...

,,გადავდივართ სასტიკი ომის ახალ ეტაპზე – დროა, უკრაინის პარტნიორებმა გადადგან მტკიცე ნაბიჯები”- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციების დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს. „ჩვენ გადავდივართ ამ სასტიკი ომის ახალ ეტაპზე. ჩვენს ფრონტებზე განვითარებული მოვლენების ფონზე, დროა, უკრაინის პარტნიორებმა გადადგან ახალი მტკიცე ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას. ამ გარანტიებმა უნდა ჩამოაყალიბონ ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი წესრიგი და შეუძლებელი გახადონ ახალი ომი ევროპის ცენტრში“, – განაცხადა ერმაკმა. ერმაკის თქმით, ორ თვეზე ნაკლებ დროში შემუშავდა რეკომენდაციების ხარისხიანი, კომპლექსური პროექტი.

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონთან მდებარე 4 სოფელი გაათავისუფლეს

„სიენენის“ ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტებისგან ოთხი სოფელი გაათავისუფლეს. სამხედროებმა ახალი დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის ქვეითებზე, რომლებიც გაიქცნენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების თავდაცვის ხაზი სამ ადგილას გაარღვიეს. გამოცემის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების სამხედრო მანქანებიც გაანადგურეს, ზოგი მათგანი კი ტყვედ აიყვანეს.    

მეტი...

„ეს არის მასიური თაღლითობა” – ტრამპი 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. შესაბამისად, ან პრეზიდენტად აღიარებას, ან ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საქმე ეხება მარკ ცუკერბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სოციალურმა ქსელმა 2020 წლის საარჩევნო პერიოდში, ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება FBI-დან მიღებული გაფრთხილების შემდეგ აკრძალა. ტრამპი კი აცხადებს, რომ ეს არჩევნებში ჩარევაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაიმარჯვებდა. „გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დამარხა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის შესახებ ისტორია არჩევნების წინ, რადგან იცოდნენ, რომ თუ ამას არ გააკეთებდნენ, ტრამპი მარტივად გაიმარჯვებდა. ეს არის მასიური თაღლითობა. გამოსავალი: გამოცხადდეს კანონიერი გამარჯვებული ან/და ეს იქნება მინიმალური გამოსავალი –…

მეტი...

“მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” – მარათონი თბილისში

თბილისში, ლისის ტბის გარშემო, უკრაინის საელჩოს, ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად მარათონი – “მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” გაიმართა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარათონში 37 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, ომისა და თავდაცვის ვეტერანებმა, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა. გამარჯვებულები გამოვლიდნენ მამაკაცების, ქალბატონების და ბავშვების კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა კატეგორიაში გაიმარჯვა, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის, დიმიტრი მსხალაძის შვილმა, ვანო მსხალაძემ. გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, თასები…

მეტი...

„თუ გადარჩენა სურთ, დროა რუსი სამხედროები გაიქცნენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულ მხარეს, პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გათვლილი აქვს და გეგმას მიჰყვება. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, არავინ აპირებს ამ გეგმების გასაჯაროებას. მთავარი გეგმა კი საკუთარის დაბრუნება და მტრის განდევნაა. „ვის სურს გაიგოს, როგორი გეგმები გვაქვს? კონკრეტიკას ვერ გაიგებთ. რადგან ეს ომია.  ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ საზღვართან განვდევნით, ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზი არ შეცვლილა. ოკუპანტებმა ეს კარგად იციან. თუ მათ გადარჩენა სურთ,  დროა რუსი სამხედროები გაიქცნენ. წადით სახლში. თუ რუსეთში, სახლში დაბრუნების გეშინიათ, მაშინ ასეთი ოკუპანტები ტყვედ ჩაბარდნენ და ჩვენ უზრუნველვყოფთ ჟენევის კონვენციის ყველა ნორმის შესრულებას“, – აცხადებს პრეზიდენტი.  

მეტი...

„უკრაინა იბრუნებს საკუთარს, ზმეინიდან ქერჩის სრუტემდე“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, ჩვენი თავდაცვის ძალები თავის საქმეს აკეთებენ“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და რუს ჯარისკაცებს ურჩევს, თუ გადარჩენა უნდათ, გაიქცნენ. „ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენი მეომრების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ჩვენის სახელმწიფოსთვის და დამოუკიდებლობისთვის. ხსოვნის ეს დღე ზაფხულის ბოლოს, 29 აგვისტოს აღინიშნება. ეს ომი, რომელიც რუსეთის მიერ ჩვენი ყირიმის ოკუპაციით, დონბასის დაპყრობის მცდელობით დაიწყო, უნდა დასრულდეს სწორედ იქ – გათავისუფლებულ ყირიმში, დონბასის გათავისუფლებულ ქალაქებში, ჩვენი სამხედროების უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე გასვლით. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ეს მიზანი. ჩვენ ის არ გვავიწყდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, ჩვენი თავდაცვის ძალები თავის საქმეს…

მეტი...

„მტერმა 8 რაშისტი და აღჭურვილობა დაკარგა“ – უკრაინული მხარე

გასული ღამე უკრაინელებისთვის საკმაოდ დაძაბული და „შედეგიანიც“ იყო. უკრაინულმა ძალებმა, ქვეყნის სამხრეთით 80-ზე მეტი რუსი სამხედრო და მათი 30 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალები ძირითადად ავიაციას იყენებდნენ. ოკუპანტებმა უკრაინას არაერთხელ შეუტიეს, თუმცა, ყველა შეტევა წარუმატებლად დასრულდა. უკრაინულმა ძალებმა კი რუსების 13 სამეთაურო პუნქტს დაარტყა  ხერსონის, ბერისლავისა და კახოვკის ტერიტორიებზე. რუსმა სამხედროებმა კი შეტევა განახორციელეს ნიკოპოლისა და კრივოი-როგის მიმართულებით. დაზიანდა სახლები, სამოქალაქო ობიექტები, ეკლესია. როგორც უკრაინული მხარე იუწყება, მტერმა სერიოზული დანაკარგი განიცადა. კერძოდ, „მტრის ზარალი შეადგენს 82 რაშისტსა და 30 ერთეულ აღჭურვილობას, მათ შორის S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემას,…

მეტი...

„ბანდიტებისთვის არანაირი დათმობა არ უნდა იყოს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებასთან და არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ საუბრობს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, პასუხისმგებლობა თავად „როსატომის“ ხელმძღვანელობასაც ეკისრება. „ნორმალური არაა, როდესაც „როსატომის” წინააღმდეგ დღემდე არ მოქმედებს დამბლოკავი სანქციები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული შანტაჟის გამო, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრებათ სადგურზე მყოფ “როსატომის” კონკრეტულ თანამშრომლებს. არც ისაა  ნორმალური, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროპულ ქვეყნებში ვიზის მიღება თავისუფლად შეუძლიათ როგორც დასასვენებლად, ისე “შოპინგისთვის“ – აცხადებს პრეზიდენტი. მისივე შეფასებით, ევროპული კომპანიებიც არ იქცევიან სწორად, რადგანაც, დღემდე ვერ ჩამოყალიბებულან, დატოვონ თუ არა რუსული ბაზარი. „ბანდიტებისთვის არანაირი დათმობა არ უნდა იყოს. მათთვის საჭიროა მხოლოდ…

მეტი...

ISFED-ი სენაკში შუალედური არჩევნების გაუქმებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ შუალედური არჩევნების გაუქმებასა და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.  ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მიმართავს, გამოსცეს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. „2022 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად შუალედური არჩევნები დანიშნა, რადგან მაისის ბოლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეულმა მაჟორიტარმა საკრებულო დატოვა. ცესკო-ს განკარგულებით, 1 არჩევნები №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე უნდა ჩატარდეს. “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება აცდენილია სენაკის საკრებულოს ირგვლივ არსებულ გამოწვევებს და არ არის მიმართული იქ არსებული სისტემური კრიზისის მოგვარებისკენ. კანონმდებლობის თანახმად,…

მეტი...

განზრახ მკვლელობისთვის 33 წლის მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ იმერეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. საუბარია ვანში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ერთ ადამიანს 11 ადამიანი გაუსწორდა.  დაკავებული, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ვანში მდებარე ერთ-ერთი კვების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ობიექტის მეპატრონეს – 1982 წელს დაბადებულ დ.ჩ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ გ.ზ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ვანის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა…

მეტი...

სასტიკი მკვლელობისთვის 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დაკავებულია 17 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1985 წელს დაბადებულ მ.მ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს.…

მეტი...

,,დაიწყება ღირებულების ჯაჭვის შესწავლა”- ოთარ შამუგიამ  პურის ფასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პურის ფასთან დაკავშირებით მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფოს მიზანია, პირველ რიგში, ადგილობრივ წარმოებას შეუწყოს ხელი და გაზარდოს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. „ჩვენ გვქონდა შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში. ველოდებით, რომ, პირველ ეტაპზე, დაიწყება, ღირებულების ჯაჭვის შესწავლა ჩვენი ამერიკელი კოლეგების დახმარებით. შემდგომ გამოიკვეთება ის საჭიროებები, რომელი კუთხითაც იქნება მხარდაჭერა საჭირო. კვლევების შედეგების საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არის კარგი ტენდენცია როგორც ხორბლის,…

მეტი...

,,არ გამოვრიცხავთ ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა”- რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაზე მიხეილ სააკაშვილისთვის დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ყველაფერი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის კეთდება. „ჩვენ დაინტერესებული ვართ, როგორც კონკრეტულად ამ ადამიანის, ასევე, ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი მცირე კითხვის ნიშანიც კი, საავადმყოფოს პარალელურად არ გამოვრიცხავთ ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მოგვიანებით გაიგებთ ამის შესახებ. კონკრეტულ ვადას რაც შეეხება, ამას ვერ გიპასუხებთ. მისი ჯანმრთელობისთვის კეთდება ყველაფერი. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური აკეთებდა, და მომავალშიც გააგრძელებს მაქსიმუმის…

მეტი...

,,ახალი პროგრამა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს არასტანდარტული ვაშლის სრულად ჩაბარება“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ შესახებ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განმარტება გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს ვაშლის უხვი მოსავალია, დაახლოებით, 120 000 ტონის ფარგლებში და მნიშვნელოვანია, რომ აღება-დაბინავების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ორგანიზებულად ფერმერებმა უნდა შეძლონ მოსავალი სრულად დააბინაონ. „სახელმწიფო ახორციელებს არაერთ პროგრამას, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის დაფინანსებისთვის და ხელშეწყობისთვის, მათ შორის არის „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 1700 ჰა ახალი ვაშლის ბაღია გაშენებული ქვეყანაში. ეს არის ინტენსიური ბაღები, რომელშიც მოწყობილია წვეთოვანი…

მეტი...

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში კონტრიერიშზე გადავიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში კონტრიერიშზე გადავიდნენ. კახოვკას შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფის ინფორმაციით, უკრაინას დროებით ოკუპირებული დაბრუნების ბრწყინვალე შანსი აქვს. „ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. დიდმა და საშინელმა HIMARS-მა გაანადგურა თითქმის ყველა დიდი ხიდი (ანტონოვსკის რკინიგზა, გზა და ნოვოკახოვკა). დარჩა მხოლოდ საფეხმავლო გადასასვლელები. რუსეთის არმია მოწყვეტილია იარაღის მიწოდების არხებს ყირიმის ტერიტორიიდან. უკრაინისთვის ეს ტერიტორიების დაბრუნების ბრწყინვალე შანსია”- აღნიშნავენ ოპერატიულ ჯგუფში. ქალაქში ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსი ოკუპანტები ტერიტორიიდან გარბიან. აფეთქებების ხმა ისმის მიკოლაევშიც. ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მეტი...

სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტის – „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ ფარგლებში სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტის მხარეები, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გახსნა. მე-4 დაძმობილების პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ხანგრძლივობაა 27 თვე და ხორციელდება ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების (E-Control) მიერ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია სემეკი. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა სატარიფო სისტემის…

მეტი...

ვანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს

ვანში,  გვიან ღამით 39 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული საკუთარ კაფეში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. 39 წლის მამაკაცმა სტუმრებს ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ერთ-ერთი სტუმრის გაღიზიანება მოყვა.  აღნიშნული პიროვნება ახალგაზრდა კაცს ზურგიდან მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

,,საქართველოში ხორბლის მოსავალი დაახლოებით 130 ათასი ტონაა, თუმცა 5-ჯერ მეტი შემოგვაქვს”- ლევან სილაგავა ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,დღეს ფქვილის შემოტანა უფრო რისკიანია, ვიდრე ხორბლის, გაეროსგან ბევრი გაფრთხილება მიიღო მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთთან დამოკიდებულებასთან მიმართებაში და თვითუზრუნველყოფის გაზრდაზე,”- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა,  ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა თვითუზრუნველყოფის გაზრდა. ,,საქართველოში ხორბლის მოსავალი დაახლოებით 130 ათასი ტონაა, თუმცა 5-ჯერ მეტი შემოგვაქვს, ამიტომ საჭიროა თვითუზრუნველყოფის გაზრდა. ჩვენს ასოციაციას დაუკავშირდა ამერიკული მხარე, ინფორმაციის და ტენდენციების გარკვეული მიმოცვლა მოხდა. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოში ხორბლის წარმოების გაზრდის მიზნით საქართველოში ვიზიტს აპირებს. არა მარტო ჩვენს ასოციაციაში იქნება შეხვედრები, არამედ მთავრობაშიც. პროგრამა ითვალისწინებს 50%-მდე თვითუზრუნველყოფის გაზრდას,”-  აღნიშნა…

მეტი...

,,ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა”- ადვოკატი

,,ამერიკელმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა,” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კვლევის პირველი ნაწილი დასრულებულია. „განწყობები და მისი საექსპერტო დასკვნა გამოგზავნილი იქნება ამერიკიდან, დოკუმენტის სახით, რომელიც დაერთვება საექსპერტო დასკვნას. რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში არსებულ ვიდეომასალას, თუ დღეს ვერ მოესწრება, მაშინ ხვალ დილით გააგრძელებს მუშაობას. ხვალ დღის მეორე ნახევარში დატოვებს ქვეყანას. მან ჩაუტარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, დიქტოფონზე მოახდინა მისი საუბრის ჩაწერა და შესაბამის კითხვებს უსვამდა. მეორე ნაწილი უკვე იქნება ტესტირების ჩატარება, დასკვნას, როგორც თავად ამბობს, სამი-ოთხი დღე დასჭირდება“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მეტი...

ტყიბულში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს 10-მდე ჭრილობა დანით მიაყენეს. შემთხვევი დროს მოკლული  მამასთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკება უძღოდა.

მეტი...

,,მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს, მან დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში ჰაერში იყო უკვე გამოგზავნილი სამი თვითმფრინავი”- ღარიბაშვილი

,,მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადავუხადო და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პრეზიდენტ ერდოღანის დავალებით ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში თურქული თვითმფრინავები უმოკლეს დროშ ჩაერთნენ. „მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადავუხადო და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი მას გადასცეს ჩვენი თხოვნა, საგარეო საქმეთა მინისტი ესაუბრა თავის კოლეგას და გადასცა ჩემი თხოვნა დახმარების თაობაზე. მან იმავე წამს დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში ჰაერში იყო უკვე…

მეტი...

რატომ არის სასარგებლო ცხოველთა კასტრაცია და რას გვავალდებულებს კანონმდებლობა?!

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო  ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისთვის ინფორმაციას ავრცელებს. მის მიხედვით, კასტრაცია ცხოველთა სიცოცხლისუნარიანობასაც ზრდის და სხვა სიკეთეების მომტანიცაა. რატომ არის სასარგებლო სტერილიზაცია/კასტრაცია (ჰუმანური გზით გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა) თავად ცხოველისთვის? სტერილიზაცია ძუს, ხოლო კასტრაცია ხვად ცხოველს უტარდება, რაც: მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს; დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას; პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას – მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი; ძაღლი შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს თქვენი ცხოველის დაკარგვის რისკს; დაგიზოგავთ თანხას – ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია,…

მეტი...