„ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, მაშინ, კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“, – კადიროვი ისევ იმუქრება

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი მსოფლიოს მიმართავს, რჩევას აძლევს და თან იმუქრება. როგორც კადიროვი განმარტავს, ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ იმეგობროს რუსეთთან, ეს იმ შემთხვევაში თუ მათ სურთ, „კბილები მთელი შერჩეთ“. „დასავლელმა პოლიტიკოსებმა თავი უნდა აარიდონ რუსეთის დაშლის სტრატეგიას და უნდა იფიქრონ, როგორ განავითარონ მასთან თანამშრომლობა. თანამედროვე რუსეთი დიდი ხანია აღარ არის „გორბაჩოვისეული რესპუბლიკების კავშირი“ და „ელცინის ტერიტორია, რომელიც აშენებულია პუტჩზე, დეფიციტსა და დეფოლტზე“. ეს უკვე სხვა ძლიერი და ძლევამოსილი რუსეთია. დასავლელმა პოლიტიკოსებმა საჭიროა, გადახედოთ არა რუსეთის ფედერაციის დაშლის სტრატეგიას, არამედ, იმ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რომელიც გაძარცვული და დასავლეთისგან დამცირებული, ბოლო 20 წელზე…

მეტი...

“დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები” – 42 ქვეყანა რუსეთს მიმართავს

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთის ფედერაციას მიმართავს და მოუწოდებს, გაიყვანოს  ძალები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან. განცხადების მიხედვით,  რუსეთის ჯარის ატომურ სადგურზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ბირთვული უსაფრთხოების პრინციპებს. „რუსი სამხედროების და შეიარაღების განთავსება ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მიუღებელია და წარმოადგენს უსაფრთხოების პრინციპებისა და რისკების პრევენციის იგნორირებას, რომელთა პატივისცემის ვალდებულება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყველა წევრმა ქვეყანამ აიღო… მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლეგიტიმურ მოქმედ პერსონალს…

მეტი...

17 წლის შვილმა და მისმა მეგობარმა ახალგაზრდა დედა მოკლეს

საკუთარ სახლში ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოკლულის შვილი და მისი მეგობარი დააკავეს, მათ 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს  დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე…

მეტი...

ეგვიპტეში, ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა, არიან დაღუპულები

ეგვიპტეში, ქალაქ გიზაში ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 30 ადამიანზე მეტი. არიან დაშავებულებიც. ტაძარში ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა იქ 5 000-მდე მლოცველი იმყოფებოდა. ხანძრის შემდეგ მლოცველები გაიქცნენ, რასაც ჭყლეტვაც მოჰყვა.

მეტი...

ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან გარდაცვლილები

სომხეთში, კერძოდ კი  ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა. არიან გარდაცვლილები და დაშავაბულები. ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ და ნანგრევებიდან გარდაცვლილები და დაშავებულები ამოჰყავთ. აფეთქება სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მაშინ მოხდა, როცა სავაჭრო ცენტრში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქება ცენტრის იმ ნაწილში მოხდა, სადაც პიროტექნიკის საწყობი იყო.  

მეტი...

„თიბისი“ ბანკმა კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირს გადასცა, პირი დაზარალებულად ცნეს “ – ადვოკატი (ვიდეო)

ფიზიკური პირი „თიბისი“ ბანკს კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გაცემაში ადანაშაულებს და სამართლებრივ დავას სასამართლოში აწარმოებს. როგორც დაზარალებულის ადვოკატი აცხადებს, პირს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა და ამჯერად დავა 3 მილიონიანი კომპენსაციას ეხება. „თიბისი ბანკმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ჩაიდინა დანაშაული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალექსი მთივლიშვილის მიმართ ჩაიდინა მძიმე დანაშაული და მესამე პირზე გასცა კონფიდენციალური ინფორმაცია. მივმართე სამართლებრივ ზომებს და ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მომხდარზე აღძრულია სს საქმე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ცნეს დაზარალებულად. კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გვიჭირავს ხელში. ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა „თიბისი“ ბანკი. ბანკის წინააღმდეგ მივმართეთ…

მეტი...

უკრაინელებმა რუსული საბრძოლო საცავები გაანადგურეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მორიგი იერიში განხორციელდა მათ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ ბაზებზე. შედეგად კი, ხერსონის ოლქში რუსულმა ძალებმა სერიოზული დანაკლისი მიიღეს. როგორც ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერი სერგეი ბრაჩუკი აცხდებს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების სამი ბაზა და სამი საბრძოლო საცავი გაანადგურეს.

მეტი...

კორონავირუსით საქართველოში 357 ვაქცინირებული ადამიანი გარდაიცვალა

2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში, სრულად ვაქცინირებულ პოპულაციაში (1 271 642) დაფიქსირდა COVID-19-ით სიკვდილის 357 შემთხვევა, მათ შორის ბუსტერიზებულ პოპულაციაში 22 შემთხვევა.  იგივე პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა COVID-19-ით სიკვდილის 2 530 შემთხვევა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დროის ამ პერიოდში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილთა შორის ლეტალობა 0.028%-ია. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ლეტალური გამოსავლის დადგომის შანსი სრულად ვაქცინირებულ ინფიცირებულ პირებში 72.75%-ით ნაკლები იყო არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. ხოლო, ერთი ბუსტერ-დოზის ადმინისტრირების შემთხვევაში ლეტალური გამოსავლის ალბათობა 84.17%-ით მცირდება.

მეტი...

აცრის შემდგომი გართულება 2 055 შემთხვევაში დაფიქსირდა

საქართველოში, ჯამურად 2 903 548 აცრა ჩატარდა. აქედან 2 055 შემთხვევაში დაფიქსირდა იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა (იშგამი). დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ვინაიდან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, ახალი იშგამ-ების რაოდენობამ შესაბამისად იკლო. „იშგამის 2 055 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეული იქნა 212 შემთხვევა, საიდანაც 181 პაციენტს დასჭირდა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა. ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა განიხილა 202 შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად.  125 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადი აღმოჩნდა, 49 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც არათავსებადი იმუნიზაციასთან, ხოლო 26 შემთხვევა –…

მეტი...

საფრანგეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობას აცხადებს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი უკვე მოაწერა. ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ ფინეთისა და შვედეთი ალიანსის წევრობა გააძლიერებს მათ უსაფრთხოებას უშუალოდ მათ სამეზობლოში არსებული საფრთხის წინაშე და არსებით წვლილს შეიტანს კოლექტიურ პოზიციასა და ევროპულ უსაფრთხოებაში. მთლიანობაში, ამ ორ ქვეყანას 30 წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება რომ ალიანსის წევრი გახდეს. არსებული ინფორმაციით, 20 ქვეყნის პოზიტიური პასუხი უკვე არსებობს. ერთ-ერთი მთავარი კი თურქეთია, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ბლოკავს, რადგანაც მათ ტერორისტების მხარდამჭერად მიიჩნევს. თურქეთი მათგან „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” დაკავშირებული პირების ექსტრადირებას ითხოვს.

მეტი...

დღეიდან „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“ მეტრო არ იმოძრავებს

14 აგვისტოს, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.  მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მერიის ინფორმაციით, მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.  

მეტი...