საბერძნეთში ორი ქართველი  ბინის ძარცვის დროს დააკავეს

საბერძნეთში ორი ქართველი  ბინის ძარცვის დროს დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძარცველები გუშინ აღმოსავლეთ თესალონიკში, კალამარიას რაიონში დააკავეს.

30 და 28 წლის ქართველებმა ცენტრალური სადარბაზოს საკეტები ჩაამტვრიეს და სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეაღწიეს. მძარცველებმა ბინიდან 120 ევრო და ძვირფასეულობა წაიღეს.

ამასთან, დაკავებისას ერთ-ერთმა მძარცველმა   წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი თემები