ბორჯომში, ხანძრის ჩასარობად თავდაცვის ძალები გადაისროლეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.  

მეტი...

ბორჯომში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

ბორჯომში ტყის მასივი ისევ იწვის. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სამი ვერტმფრენიც ჩაერთო. „დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი“ – აცხადებენ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ხანძრის ჩაქრობას ხელს ქარიც უშლის. მეხანძრე მაშველები რთული რელიეფს გამო, ხანძრის კერებთან ვერ მიდიან.

მეტი...

ამოიღო გულზე დაკიდული საქართველოს რუკა და თქვა: „ მინდა, ხმამაღლა ვთქვა – რუსეთი ოკუპანტია!“ – მერაბ დვალიშვილი

„აი ამ რუკაზე საქართველოა, მაგრამ 2008 წელს რუსეთმა მისი ცენტრალური ნაწილი (სამაჩაბლო) მიითვისა, ხოლო მანამდე როდესაც მე დავიბადე დასავლეთ მხარე (აფხაზეთი). რუსებს ჯამში ჩემი ქვეყნის 20% აქვთ ოკუპირებული. ახლა იგივეს აკეთებს უკრაინაში. ეს ხმამაღლა მინდა განვაცხადო”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეშვიდე გამარჯვება იზეიმა. მან კარიერის ყველაზე მნიშვნლოვანი ორთაბრძოლა მოიგო და ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი ჟოზე ალდო დაამარცხა. ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან გულზე დაკიდული საქართველოს დროშა ამოიღო და მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგებინა, რომ რუსეთი ოკუპანტია. მას ჟურნალისტმა ჰაბიბთან მსგავსებაზეც ჰკითხა, რაზეც შემდეგი პასუხი…

მეტი...

რუსული მხარე ეჭვობს, რომ დარია დუგინას აფეთქებაში შესაძლოა, უკრაინული კვალი იყოს

​ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგის, რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირის,  ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანის აფეთქებაში რუსეთი უკრაინულ კვალს არ გამორიცხავს და გამოძიებას აგრძელებს. როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, თუ ეს დადასტურდა, საქმე ტერორიზმთან ექნებათ. „უკრაინული კვალი თუ დადასტურდა  და ეს ვერსია გააჟღერა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა, რომელიც უნდა გადამოწმდეს კომპეტენტური ორგანოების მიერ, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე“, – აცხადებს ზახაროვა. შეგახსენებთ რომ აფეთქების შედეგად, დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ააფეთქეს

მეტი...

ბორჯომი ისევ იწვის, ხანძარს ვერ აქრობენ (ვიდეო)

ბორჯომი ტყეში ისევ ხანძარია. ხანძრის ლიკვიდაციაში  სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. რთული რელიეფის გამო კი ცეცხლის კერებამდე მისვლა ვერ ხერხდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო ძალების პირველი მორეაგირე ჯგუფები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ და ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები დაიწყეს. რთული კლდოვანი რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარიც. ხანძრის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ქრობის პროცესში თბილისიდან დამატებითი ჯგუფების გაგზავნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟეს და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში…

მეტი...

„ჩვენი ქვეყნის იზოლაცია შეუძლებელია“ – რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ქვეყნის იზოლაციის მცდელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს გამორიცხულია. როგორც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ განმარტავს, ყველანაირი მცდელობა კრახით დასრულდება. „რუსეთის იზოლაციის შესახებ გაუთავებელი ხმამაღალი განცხადებები იმას მოწმობს, რომ ეს სიმართლისგან საკმაოდ შორსაა. მისი მიღწევა  რთულია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ფაქტობრივად, შეუძლებელი. ეს არის მსხვილი ბირთვული სახელმწიფო თავისი ფართობითა და ტერიტორიით. ეს არის ქვეყანა მოწინავე მეცნიერებით, კარგად განვითარებული მრეწველობით, თავდაცვითი კომპლექსებით“, – აცხადებს სერგეი შოიგუ. მინისტრი ტრაბახობს კიდეც, რომ რუსეთის მეგობრები ისევ მეგობრებად დარჩნენ. „მეგობრები დარჩნენ მეგობრებად. მათზე ყველა მხრიდან განხორციელებულმა უძლიერესმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა“, – განაცხადა შოიგუმ.  

მეტი...

„ყალბი სოლიდარობაა“ – შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორზე

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება „ისფედდთან“ დაკავშირებით, ყალბი სოლიდარობაა. საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებმაც, სოლიდარობის ნიშნად, პარლამენტის სამუშაო ჯგუფი დატოვეს. „გავეცანი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, მათ შორის მათსაც, ვინც ჩართულია სამუშაო ჯგუფებში, რომ დროებით აჩერებენ საკუთარ მუშაობას ამ ჯგუფში, რაც დასანანია. ერთი მხრივ, თითქოს ეს არის გარკვეული სოლიდარობის ჩვენება, მაგრამ ეს არის არაჯანსაღი სოლიდარობა. ზღვარი სოლიდარობასა და კორპორატივიზმს შორის არის ძალიან ვიწრო და სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს ხდება ზღვარის გადალახვა“ – განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე. მისივე შეფასებით, ნაცვლად ჯანსაღი სოლიდარობისა, ჩვენ ვხედავთ კორპორატივიზმს, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. „მაშინაც „ისფედი“ იყო მთავარი…

მეტი...

„ისფედს“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მაშინ ჩართავენ, თუ ის ულტიმატუმს მოხსნის  

პარლამენტის თავმჯდომარე „ისფედის“ მიმართ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სოლიდარობას „ყალბ სოლიდარობას“ უწოდებს. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, „ისფედმა“ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი – კვლავ აყენებენ ულტიმატუმს და აქვთ პარლამენტის მიმართ მოთხოვნა, რომ დააკომპლექტონ მთავრობა, თუ ხსნიან თავის მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხსნიან მოთხოვნას, შალვა პაპუაშვილი თანახმაა, პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ჩაერთონ. მისივე განმარტებით, „ისფედს“  სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი სწორედ იმიტომ უთხრეს, რომ არ გასცეს მთავარ კითხვას პასუხი – კვლავ უყენებენ თუ არა მოთხოვნას პარლამენტს, რომ დაითხოვონ მთავრობა და დააკომპლექტონ ე.წ. ტექნიკური მთავრობა. „რამდენიმე დღეა, ვხედავთ მცდელობას კვლავ, რომ აღქმით იყოს მანიპულირება, ნაცვლად ფაქტებისა. ფაქტები…

მეტი...

პარლამენტი თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი რადიკალურ ოპოზიციას ახალისებს

პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ცესკოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის წახალისებას ნიშნავს. როგორც პაპუაშვილი განმარტავს,სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარით, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი წაახალისა. „ერთი მხრივ, ამ გადაწყვეტილებით რადიკალური ოპოზიციის წახალისება არ არის სწორი. მეორე მხრივ, მოქმედი თავმჯდომარის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის, მიუკერძოებლობის მიმართაც საერთოდ ვერავინ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი. ოპოზიცია პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა და ამ კანდიდატის ჩაგდებას ცდილობდა და მისი არ წარმოდგენით, პროფესიული ნიშნით გამორჩეული ადამიანის, ეს კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია გახლავთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ის კანდიდატად წარმოდგენილი არ იქნა”,…

მეტი...

ბათუმის აგრარულ ბაზარში 2,5 ტონა ხორცი დაილუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებულმა ინსპექტირების ჯგუფებმა ბათუმის აგრარული ბაზარი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც შემოწმდა ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პირობები. ობიექტების ნაწილი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა, ზოგ მათგანში გამოვლინდა ისეთი სახის შეუსაბამობები, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ნიშანდების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ პირუტყვი სასაკლაოს გვერდის ავლით არის დაკლული; ტან-ხორცის არასათანადო დანაწევრება, როცა არ იყო მოცილებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი მაღალი რისკის პათოგენური მასალა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამართალდამცავების ჩართულობით, გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები – დაილუქა და განადგურდა 2,5 ტონა…

მეტი...

ემიგრანტი შველას ითხოვს

ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ემიგრანტი მ.ს. შველას ითხოვს. როგორც ქალბატონი აცხადებს, ის ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლია და წლებია ეს გრძელდება. მისი განცხადებით, საუბარია ე.წ. ფაბრიკაზე, რომელიც სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამებით ადამიანებზე ზემოქმედებას ახდენს და სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებს. მისი მტკიცებით, ის წლებია ექსპერიმენტისთვის ჰყავთ „გამოჭერილი“ და სხვადასხვა პროგრამებით აშანტაჟებენ. საქმეში ჩართულია როგორ ამერიკელი, ისე ქართველი ადვოკატი. 11:30 საათზე, ქართველი ადვოკატი „მედიაცენრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს და პრობლემაზე დაწვრილებით ისაუბრებს.

მეტი...

გარდაცვლილებს შორის არიან ჟურნალისტები, მეხანძრეები და ექიმები

თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. სულ დაღუპულია 16 ადამიანი, დაშავებულია 29. დაღუპულებს შორისაა: 2 ჟურნალისტი, 4 სამედიცინო პერსონალი და 3 მეხანძრე-მაშველი. ავარია გუშინ, მარდინის პროვინციაში მოხდა. სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა. ამავე პერიმეტრზე,  საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. მეორე ავარია კი გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა, სადაც სააგენტო „იჰლასის“ სატრანსპორტო საშუალებას სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. სწორედ აქ დაიღუპნენ მაშველები, ჟურნალისტები და მედიკოსები. უმძიმესი ავარია თურქეთში, არიან დაღუპულები  

მეტი...

ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ააფეთქეს

რუსეთში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დაიღუპა. შემთხვევა  მოსკოვის ოლქში მოხდა. რუსული მხარე შემთხვევა უკრაინულ „ბოევიკებს“ აბრალებს. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტი მმართველი, დენის პუშლინი აცხადებს, რომ ყველაფერი “უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა” მოაწყვეს, რადგანაც მათი სამიზნე ალექსანდრ დუგინი იყო. BBC-ის ინფორმაციით, ალექსანდრ დუგინი ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირად ითვლება. მას „პუტინის ტვინსაც“ კი უწოდებენ. უცხოური მედის კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოკლულია „პუტინის ტვინის“ ქალიშვილი. მათივე ინფორმაციით, მამა-შვილი მანქანით შინ ერთად უჯდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა, მამა სხვა მანქანაში გადაჯდა. ალექსანდრ დუგინი ცნობილია როგორც რუსული ფაშიზმის მთავარი იდეოლოგი. მისი ქალიშილი დარია დუგინა…

მეტი...