14 წელი აგვისტოს ომიდან

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების შვილებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა. მან, საქართველოსთვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანას, რომელსაც ყავს გმირები, რომელთაც შეუძლიათ, სამშობლოსთვის თავი დაუფიქრებლად გაწირონ,…

მეტი...

„ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრს დროებით ის გადაიბარებს. როგოც თამარ გაბუნიამ მედიასთან განმარტა,  ცენტრში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. „ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება. ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ჩემი საკურატორო ინსტიტუცია და ამდენი ხნის განმავლობაში ასე იყო. ახალი დირექტორის გამოვლენამდე დროებით შევასრულებ მოვალეობას. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში და იქნება გადაბარების პროცესი. გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ამირანმა მინისტრთან შეთანხმებით. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, მღელვარების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს“ – განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძე და…

მეტი...

„სამწუხაროდ, ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას“ – თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ  თურქეთი ყველა შესაძლებლობით ცდილობს, თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში, თუმცა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ვერ ხერხდება. „სამწუხაროდ, ვერ შევძელით პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნება და ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას. იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო. მხოლოდ ერთი მხარის განცხადება მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საკმარისი არ არის. მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია არსებულთან მხოლოდ პასუხისმგებლიანი მიდგომით. ანკარა ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად“ – აცხადებს ერდოღანი. მან სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის ორივე მხარის მზაობაა საჭირო. „მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის სტაბილიზაცია მოკლე ვადებში მოხდება,…

მეტი...

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს იმყოფება, სადაც მინისტრის მოადგილეს თავის საქმიანობას აბარებს. როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებული თანამდებობიდან მისი წასვლა პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა და არანაირი დაპირისპირება თუ იძულება არ ყოფილა. „გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას ეხება. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბერი საქმე კეთდება. ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გარდამავალი პერიოდის გეგმას და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს“, – განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის მოვალეობას, დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე…

მეტი...

,,უკრაინა და საქართველო ვერ ეღირსებიან ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრობას”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ  უკრაინა და საქართველო ვერ ეღირსებიან ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრობას. მისი თქმით, ნატო-ს მისწრაფება გაფართოვდეს რუსეთის საზღვრებთან, მსოფლიოს პრობლემად გადაიქცა. „ნატო-ს მისწრაფება, გაფართოვდეს რუსეთის საზღვრებთან, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, უკვე გადაიქცა მსოფლიოს პრობლემად. ყველა გონიერ ადამიანს ამაზე გული ერევა. ვფიქრობ, უკრაინა და საქართველო ვერ ეღირსებიან ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრობას, სადაც შესვლა მხოლოდ ჩრდილოატალანტიკური ალიანსის ვიწრო ხვრელის გავლითაა შესაძლებელი“, – განაცხადა მედვედევმა.

მეტი...

,,ნატო მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან“- ხავიერ კოლომინა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა, „ტვიტერზე“ აგვისტოს ომის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. „როგორც მადრიდის სამიტზე იყო დადასტურებული, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან“, – აღნიშნავს კოლომინა.

მეტი...

ავლაბრის მოედანზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 9 აგვისტოს 00:00 საათიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, ტრანსპორტი ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით, მხოლოდ ირბახის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წურწუმიას ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება, ირბახის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართის მიმართულებით; მესხიშვილის ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ არმაზის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართისა და ირბახის ქუჩის მიმართულებით. ასევე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე, თელავის ქუჩის კვეთიდან ავლაბრის მოედნამდე, ხოლო თელავისა და ბოჭორმის ქუჩების კვეთიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით. აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, საზოგადოებრივი…

მეტი...

საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ცვლილება შედის

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი ემატება. კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს მიზნებია – სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, პლასტიკის ნარჩენების მართვა, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა, ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება. „მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში და მტკიცდება ახალი 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო…

მეტი...

,,ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხელს უშლიდე”- ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტურიზმი არის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ინკლუზიურია და ბევრ ადამიანს ასაქმებს. მისივე თქმით, ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებისთვის ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხელის შეშლა. ,,ტურიზმთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, დადებითი დინამიკა და სამწუხაროდ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, მხოლოდ ასე შეიძლება ჩვენ მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ დადებით ტენდენციებზე ნეგატიური ზემოქმედება მოახდინონ და ამით რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის საცხოვრებელი პირობები, ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესონ. ტურიზმი არის ერთ-ერთი ის დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ინკლუზიურია და ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებას ახდენს. ტურიზმის…

მეტი...

,,ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა”- დიმიტრი მედვედევი

,,ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მედვედევის მტკიცებით ქართულმა მხარემ  საარტილერიო დარტყმები განახორციელა  საცხოვრებელ უბნებზე, სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებსა, სკოლებსა და რუს სამშვიდობოებზე. „ცხინვალზე და სხვა დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად – საარტილერიო დარტყმებით საცხოვრებელ უბნებზე, სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებსა, სკოლებსა და რუს სამშვიდობოებზე. ამგვარად, ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადმა მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია მათი გაგებით, „დემოკრატია და ჰუმანიზმი“ და ძალით დაებრუნებინათ ის საქართველოს შემადგენლობაში მთელი ერის განადგურების ხარჯზე. ცხადია, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა. ჩვენ…

მეტი...

,,პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის – ფაქტებს ვერ გავექცევით, აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი – კოდორის ხეობა ზუსტად 2008 წელს დაიკარგა”- ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ „პოსტზე“ ჟურნალისტის კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ  პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. მისივე თქმით, აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი – კოდორის ხეობა ზუსტად 2008 წლის აგვისტოს ომში დავკარგეთ. „შეიძლებოდა პასუხის გარეშე დაგვეტოვებინა, მაგრამ უბრალოდ ვერ მოვითმინე, რომ პასუხის გარეშე დავტოვო. ვფიქრობ, რომ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში რა და როდის ხდებოდა, მაგრამ თქვენ, ჩვენ უბრალოდ ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი – კოდორის ხეობა…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკითხი, რომლის საფუძველზეც 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, შესაბამისად, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ასევე, განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით, ორ კომპანიას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.

მეტი...

თბილისში, ერთ-ერთ ბარში 6 ადამიანი იარაღით დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

რიყეზე მომხდარი დაჭრის ფაქტი პოლიციამ  ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რიყეზე…

მეტი...

,,წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს, მნიშვნელოვანია, სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლიდან დღემდე ვხედავთ რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს, რისი დასტურიცაა ომი უკრაინაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია სწორედ ამ პერსპექტივიდან და ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ. „დღეს საქართველოს სახელმწიფო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს. 14 წელი გავიდა 2008…

მეტი...

,,უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, თუ რუსეთის ფედერაცია შეთანხმებას არ დაარღვევს”- დმიტრო კულება

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, თუ რუსეთის ფედერაცია არ დაარღვევს შეთანხმებას. „თურქეთის პორტში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის ჩასვლა ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ყველა ოჯახისთვის იმედის სიგნალია. უკრაინა თქვენ არ დაგტოვებთ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთამაშობთ „შიმშილის თამაშებს“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ. მისივე თქმით, მარცვლეულის დერეფნის შემდგომ ფუნქციონირებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. „თუ ის შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინული სურსათის ექსპორტი ჩვენი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკელი და აზიელი მეგობრებისთვის შემდგომშიც გააგრძელებს სტაბილურობის გარანტირებას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო…

მეტი...

,,თავადაც 8 აგვისტოს აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია „ნაცების“ „პიარმა“ ასე გადაწყვიტა”- რატი იონათამიშვილი

,,თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია “ნაცების“ „პიარმა” ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა. სულ ასეთი “მართლები” და “პატრიოტები” არიან,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. დეპუტატის თქმით, წინა ხელისუფლებამ  ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვა და ხალხს წაგებული ომი აზეიმა. „ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთი დაარქვეს, საზღვრები შემოუხაზეს და არჩევნები ჩაუტარეს, კოდორს – ზემო აფხაზეთი. 2008 წლის რვა აგვისტოს იძახეს, რუსეთში არიან ძალები, რომლებსაც ჩართვა სურთ ამ მოვლენებშიო; ცხრაში ბრძანებულება გამოსცეს, რვაში გადმოკვეთა რუსულმა ჯარმა როკის გვირაბიო; ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები…

მეტი...

,,მან მიბიძგა დანაშაულისკენ, მე ეს განზრახ არ გამიკეთებია”- კოლეგის  განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ექიმი

,,დამნაშავედ კი ვგრძნობ თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარ დამნაშავე იმიტომ, რომ მან მიბიძგა დანაშაულისკენ, მე ეს განზრახ არ გამიკეთებია,”- ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე, კოლეგის  განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ექიმმა განაცხადა. თეიმურაზ ბეჟანიძის თქმით, მოკვლის მცდელობა აქ ჰქონია და  მან მხოლოდ შეშინების მიზნით გაისროლა, მოტივად კი სამსახურიდან გათავისუფლება დაასახელა. ,,მე მოკვლის მცდელობა არ მქონია, ეს გამორიცხულია, მინდოდა შეშინება და კუთხეში გავისროლე. ამ დროს ეტყობა ადგა და მხარში გაკრა თორემ, მე რომ მაგის მოკვლა მდომებოდა,  ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი. ეს მოხდა შემთხვევით, შეშინების მიზნით, რომ…

მეტი...

,,სამწუხაროდ, პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს. მისივე თქმით, გიორგი კალანდარიშვილმა თავი გამოიჩინა პროფესიონალიზმით. „რაც შეეხება წარდგენა-არწარდგენის საკითხს, ცესკო-ს თავმჯდომარემ თავი გამოიჩინა პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, რომელიც წლებია საჯარო სამსახურშია. მის წინააღმდეგ მათ შორის წინა არჩევნების დროს იყო დისკრიმინაციული კამპანია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი ამ გადაწყვეტილებით ამ დისკრედიტაციულ კამპანიას ხელი შეუწყო. ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, თუ პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის…

მეტი...

თბილისში 10-მდე ქუჩას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თბილისის 10-მდე ქუჩას საქართველოს  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება. მისივე თქმით, პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ,,ჩვენი გმირების სახელების უკვდავსაყოფად თბილისის საკრებულო, თბილისში მიანიჭებს და განახორციელებს სახელდებას ჩვენი გმირების სახელზე. პროცესი არის დაწყებული რამდენიმე წლის წინ და დღეს ვაგრძელებთ და კონკრეტულად დღევანდელი გადაწყვეტილებით, 10-მდე გმირის სახელობის ქუჩა იქნება მომავალში ჩვენს ქალაქში”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე 7 აგვისტოს იმიტომ მოიპარებიან, რომ დაღუპულთა ოჯახებს თვალებში ვერ უყურებენ”- სოზარ სუბარი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ომი არ დაწყებულა არც 7 და არც 8 აგვისტოს. მისი თქმით, ომი დაიწყო რამდენიმე წლით ადრე და არ დასრულდება იქამდე, ვიდრე არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. „ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს მშვიდობიანი გზით, ჩვენს ძმებთან და დებთან, ოსებთან და აფხაზებთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზით. რაც შეეხება კონკრეტულად აგვისტოს ომს, უშუალოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო 7 აგვისტოს, როცა შემოვიდა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა სამწუხაროდ, მაშინდელი მთავრობის ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები გვაქვს. კონკრეტულად გეტყვით. პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებაში, რომელიც გამოიცა 9 აგვისტოს, პირდაპირ წერია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდნენ…

მეტი...

,,სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს”- გიორგი გახარია

,,ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს – იმ გარემოებებში, რომელშიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი განხილული უნდა იყოს,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარიამ  საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის საკითხი უნდა იყო განხილული. „საერთოდ, ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის, მაგრამ სტუმარი სტუმარია და სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იმ გარემოებებში, იმ გამოწვევების წინაშე, რომელშიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი უნდა იყოს განხილული. ჩვენ საქართველოში…

მეტი...

,,უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში, ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში, ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ღირსეულად  დაიცვეს, თავი შესწირეს სამშობლოს და ძალიან ბევრი  თანამოქალაქე გადაარჩინეს. „პირველ რიგში, მინდა ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება და კიდევ ერთხელ, გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, ჩვენი სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი…

მეტი...

,,უსამშობლო რუსული ოცნების გასაგონად მინდა ვთქვა, ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით”- ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის„ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლებას სპეციალური განცხადებით მიმართა. მელიამ  იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას ახლავს თან. „ამ ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია. ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც რცხვენიათ. ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს. რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალი – რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. რა თქმა უნდა, ნორმალური ხელისუფლების პირობებში ბევრი გამოსავალი იარსებებდა, გულუბრყვილობას არ ვაპირებთ და კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არანაირ მოთხოვნას უსამშობლო…

მეტი...

,,2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომს ეხმაურება და მას “მშვიდობის იძულების ქმედებების განხორციელებას” უწოდებს. ,,2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად. ამავე დროს ეს იყო სიგნალი აშშ-სა და ნატო-სთვის რუსეთის შეშფოთების გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ. სიტუაცია კავკასიაში შეიცვალა. მაგრამ აშშ-მ და ნატო-მ ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ. განაგრძეს თავიანთი უკიდურესად საშიში კურსი. 2022 წელს უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევად შეიცვალა…” – წერს მედვედევი.

მეტი...

,,მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ”- გიორგი გახარია

,,ომი დაიწყო ზუსტად მაშინ,როდესაც პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ,”- – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საჭიროა ერთიანობა. „მე ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ დღეს ქართველები, დღესაც, უკრაინაში, უკრაინელ ხალხთან ერთად იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის ხვალინდელ დღეს. ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, თუ ვსაუბრობთ კონკრეტულად აგვისტოს ომზე, როდესაც პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ…

მეტი...

,,ვნახეთ, რა მოჰყვა 2014 და 2022 წლებში უკრაინაში იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, შესაძლოა, 2008 წელს სათანადო რეაგირება არ ჰქონდა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ 2008 წელს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება არ ჰქონდა, რუსულ აგრესიას გაგრძელება მოჰყვა უკრაინაში 2014 და 2022 წლებში. „ეს წლები არის ერთი მხრივ წლები, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და დაღუპულების ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს – 400-ზე მეტი დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი, 2 ათასზე მეტი დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირი. ამ წლების გამავლობაში ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, შესაძლოა, თავის დროზე, 2008 წელს სათანადო რეაგირება არ ჰქონდა, ვნახეთ, რა მოჰყვა ამას 2014 წელს…

მეტი...

,,სააკაშვილს კითხეთ რატო არ დააწესა სავიზო რეჟიმი”- გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი  ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი  რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე საუბრობს და   ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ უწესდებათ აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებს შეზღუდვები პასუხობს: ,,სააკაშვილს კითხეთ რატო არ დააწესა სავიზო რეჟიმი…რატო არ ეკითხებით სააკაშვილს?…არ გაწყობთ. შენი ხელისუფალი ვინც არის იმაზე ვლაპარაკობთ. სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მეტი...

,,პატივის მიგება საკმარისი არ არის, უნდა გვესმოდეს ჩვენი მოვალეობა, დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”- გიორგი გახარია

,,დღეს ერთმნიშვნელოვნად პატივის მიგება საკმარისი არ არის და თითოეულ ჩვენთაგანს თავისი პასუხისმგებლობა უნდა ესმოდეს”,- ამის შესახებ ბ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა, სადაც პარტიის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. გახარიას თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანას ნებისმიერი საფრთხე ავარიდოთ და ჩვენს სამშობლოს აღარ დასჭირდეს სიცოცხლის შეწირვა თავისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაცავად. „დღეს შინდისში, ტრადიციულად, პატივს მივაგებთ გმირებს, მაგრამ დღევანდელი დღე იმით არის განსხვავებული, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად პატივის მიგება საკმარისი არ არის და თითოეულ ჩვენთაგანს თავისი პასუხისმგებლობა უნდა ესმოდეს და თავისი მოვალეობა, დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა,…

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია გამიჯნულია საპარლამენტო საქმიანობიდან”- შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია გამიჯნული საპარლამენტო საქმიანობიდან და ხედავთ, რომ ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ ეს პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო ფორმატში ევროკომისიის 12 პუნქტზე  მუშაობის ჩარჩო იყო ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა საპარლამენტო პარტია ერთად იმუშავებდა. „სწორედ ეს ფორმატი გახსნა პარლამენტმა. სამწუხაროდ, არის სამი პარტია ოპოზიციაში, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას გაემიჯნა. რვა საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი მონაწილეობს ამ 12 პუნქტზე. ამიტომ, მრავალპარტიული ფორმატია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია გამიჯნული საპარლამენტო საქმიანობიდან და ხედავთ, რომ ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ ეს პროცესი, რაც სამწუხაროა. როდესაც…

მეტი...

,,ვინაიდან ვერ გადმოიტანეს მეორე ფრონტი საქართველოში, უნდათ შეაფერხონ ტურიზმი”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14-წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მისივე თქმით, მოღალატეების გეგმა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. „იმ მოღალატეების მთავარი მცდელობა და გეგმა, ვინც ეს ომი ვერ ააცილა და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ მათ ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის მთელს მსოფლიოში საქართველოში, არც ერთ ქვეყანაში არ…

მეტი...

,,ათი ათასამდე რუსეთის სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ათასობით რუსი სამხედრო საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას. მისივე თქმით, ის, რომ ტურისტი რაიმე დამატებით საფრთხეს წარმოადგენს  არის პოპულიზმი. ,,ათი ათასამდე რუსეთის სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე, რა ვიზაზე საუბრობს საერთოდ ოპოზიციის ის ნაწილი რომელსაც ისტერია გამოიწვიოს, საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენიმე კილომეტრში არიან რუსი სამხედროები, ყოველგვარი ვიზის, ნებართვის, ასე შემდეგ, საბუთების გარეშე, არიან ტექნიკით, არიან შეიარაღებით, ამიტომ ეს საფრთხე რომ არის ყოველდღიური ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ და აქ რამენაირად მიბმა ის, რომ ტურისტი თუ სხვა მოქალაქე შემოვა, თითქოს ეს რაიმე დამატებით საფრთხეს…

მეტი...

,,სააკაშვილმა ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ თუნდაც სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს რომ გამოდიან და თავს რომ დებენ დიდ პატრიოტობაზე, მათ მინდა შევახსენო – აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვე იყო გასული აგვისტოს ომიდან და სააკაშვილმა უკვე 2009 წლიდან დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა. პრემიერის თქმით, სააკაშვილმა  ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ თუნდაც სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა. „მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო, დღეს რომ გამოდიან და თავს რომ დებენ დიდ პატრიოტობაზე, მათ მინდა შევახსენო – აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვე იყო გასული აგვისტოს ომიდან და სააკაშვილმა უკვე 2009 წლიდან დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. გახსოვთ მაშინ, ჩვენ მოვისმინეთ, რომ…

მეტი...

,,სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა  პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენ თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, მე გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ,” – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა. როგორც პრემიერმა განაცხადა, 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი და ეს არის პროვოკაციული კითხვა. „მე მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, კიდევ…

მეტი...

,,ომის 11 დღე დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა”- ლიეუტუვის პრემიერი

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე „ტვიტერზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას. „2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ომის 11 დღე დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა, რადგანაც დაშოშმინება მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს აგრესორის მადას. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას რუსეთის დაგმობაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ლიეტუვის პრემიერი.

მეტი...

,,ცივილურმა სამყარომ 14 წლის შემდეგ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა პრინციპული პოზიცია”- ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, 14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ დღეს, ალბათ, საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. ჩვენი ხელისუფლება პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას. 14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ დღეს, ალბათ, საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია. ეს პრინციპული პოზიცია ჩემი აზრით, დღესაც შეიძლება იყოს გამოხატული და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით, იქნება ეს კოლექტიური უსაფრთხოება, ევროკავშირი თუ სხვა…

მეტი...

უკრაინის ნავსადგურებიდან სიმინდითა და სხვა საკვები პროდუქტებით დატვირთული კიდევ ოთხი სატვირთო გემი გავიდა

უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან კიდევ ოთხი სატვირთო გემი გავიდა, რომლებზეც 170 000 ტონა სიმინდი და სხვა საკვები პროდუქტებია დატვირთული.  არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება, ქვეყნის ნავსადგურები თვეში სულ მცირე 100 სატვირთო ხომალდს მოემსახუროს. ხომალდი „გლორი“, 66 000 ტონა სიმინდი არის დატვირთული და  თურქეთის ქალაქ ისქენდერუნისკენ მიემართება. გემს, სახელწოდებით „სთარ ჰელენა“ 45 000 ტონა საკვები პროდუქტი ჩინეთისკენ მიაქვს, 6 000 ტონა მზესუმზირის ზეთით დატვირთული ხომალდი „მუსტაფა ნეჯატი“ კი იტალიისკენ მიდის. შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შეთანხმება თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით იქნა მიღწეული.

მეტი...