ქუთაისში ხანძარია

ქუთაისში, ფსიქიატრიული დისპანსერის ყოფილი შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ბარათაშვილის ქუჩაზე შენობა იწვის. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებულები. ჯერჯერობით, ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.  

მეტი...

„დიდი ხნის უკან ავიღებდი კიევს“ – რამზან კადიროვი

„პუტინის ბრძანება რომ ყოფილიყო, კიევი აქამდე აღებული იქნებოდა“ – აღნიშნულ გზავნილს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ავრცელებს და კიევის მიმართ პუტინის ჰუმანურობაზე საუბრობს. „პირადად მე, დიდი ხნის უკან  ავიღებდი კიევს,  პუტინს რომ შესაბამისი განკარგულება გაეცა. ზელენსკი და მისიანები კი უკვე სარდაფში იქნებოდნენ დაკითხვაზე. ამიტომ, მადლობა პუტინს, რომ არ მოგვცა კიევის აღების საშუალება”, – აცხადებს კადიროვი. მისი ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს ევროპასთან ომის გეგმა დიდი ხნის წინ ჰქონდა. უკრაინის სრულად ასაღებად კი მხოლოდ პუტინის სურვილია საჭირო.

მეტი...

პრეზიდენტი პარლამენტს ცესკოს 2 კანდიდატს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საკანონდებლო ორგანოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს შემდეგი კანდიდატები შესთავაზა: ნათია წიპტაური და გიორგი მარსაგიშვილი.  

მეტი...

შსს-ის ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, გრძელდება ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი“ – აცხადებენ შსს-ში. მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი. ბორჯომის ხეობაში პრევენციის მიზნით ადგილზე კვლავ რჩებიან და აგრძელებენ სამუშაოებს, როგორც სახანძრო და სასაზღვრო ავიაცია, ასევე, მეხანძრე-მაშველები და სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები.

მეტი...

ყირიმის მორგები და საავადმყოფოები სავსეა  

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის მორგები და საავადმყოფოები რუს ჯარისკაცებს ვერ იტევს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში აცხადებს, უკრაინის სამხრეთით დაჭრილი და გარდაცვლილი რუსი სამხედროები სწორედ ნახევარკუნძულზე მიჰყავთ. როგორც ტამილა ტაშევა აცხადებს, ქალაქ ჯანკოეში სამოქალაქო თითქმის არ უშვებენ. „სამედიცინო ინფრასტრუქტურა ქალაქ ჯანკოიში, არმიანსკში, სიმფეროპოლსა და სევასტოპოლში, მთლიანად რუსი სამხედროების მომსახურებისთვის გამოიყენება. სხვას არავის უშვებენ. სავსეა როგორც კლინიკები, ისე მორგები“ – აცხადებს პრეზიდენტის წარმომადგენელი.  

მეტი...

ქობულეთში რამდენიმე ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც ცხრა ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. ადგილზე შესაბამისი სამსახურები და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები მუშაობენ.  

მეტი...

ლუკაშენკოს განცხადებით,  ბელარუსულ თვითმფრინავებს ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განხადებით, რომ ბელარუსულ სამხედრო თვითმფრინავებს Su-24“-ებს  ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ. მისი თქმით, მან აღნიშნული საკითხი ვლადიმერ პუტინთან განიხილა. „მე და პუტინმა ერთხელ პეტერბურგში ვთქვით, რომ ბელარუსული თვითმფრინავების ხელახლა აღჭურვას განვახორციელებდით, რათა მათი საშუალებით ბირთვული იარაღის გადატანა მომხდარიყო. ყველაფერი მზად არის“, – აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკო დასავლეთს აფრთხილებს, რომ ბელარუსი მზად არის, ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხოს. ,,ბელარუსთან ურთიერთობა არ უნდა გამწვავდეს, რადგან ეს ასევე ნიშნავს ურთიერთობების გამწვავებას ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფოსთან, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

მეტი...

,,მინდა, ნიკა მელია გავმიჯნო იმ საუკეთესო ამომრჩევლისგან, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი”- თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსი ამომრჩეველთან გამიჯვნას, რომ დაიწყებს ამაზე უფრო დიდი სიბეცე არ არსებობს. დეპუტატს თქმით, მას სურს ნიკა მელია  „ნაციონალური მოძრაობის“ საუკეთესო ამომრჩევლებისა და აქტივისტებისგან გამიჯნოს. „ნიკა მელია ცდება, როცა პარტნიორი არ ჰგონია საქართველოს ყველა მოქალაქე. ჩემთვის პარტნიორი არის თითოეული ამომრჩეველი და ასე პროვოკატორად მოხსენიება ძალიან ცუდი ტენდენციაა, რადგან იქ შეიძლება ყოფილიყვნენ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, ასევე სხვა ადამიანები. ვურჩევდი ოპოზიციის ყველა ლიდერს, რომ ცოტა ფრთხილად ისაუბრონ, როდესაც მოქალაქეებსა და აქტივისტებზე არის საუბარი. პოლიტიკოსებს ლექსიკის გამოსწორება მართებთ. სამომავლოდ ეს ძალიან ცუდი…

მეტი...

,,ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი  აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა. ,,მთელი ეს საუბარი ნატო-ს გაფართოებასა და რუსეთის პროვოცირებაზე, მხოლოდ ომის დამნაშავეების მიერ ჩადენილი სისასტიკის გამართლებაა. ნატო ან “ბიოლაბორატორიების” გაყალბება – ეს მედიისთვის საბაბია. ერთადერთი, რაც რუსეთს აინტერესებს, მეზობლების განადგურება და სსრკ 2-ის აღდგენაა,”- წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში”.

მეტი...

ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩაზე  საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი იწვის. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი პირველი სადარბაზოს მეორე სართულის ბინიდან გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მეტი...

,,თუ აფხაზეთი რუსეთის და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება, მხარეებს გაუადვილდებათ შეთანხმება“- კონსტანტინ ზატულინი

რუსეთის დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინი აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში აფხაზეთის გაწევრიანება შექმნის პირობებს, რომ რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის საკითხი გადაიჭრას. „მე მომხრე ვარ, რომ ეს მოხდეს. მივიჩნევ, რომ ეს შექმნის აქტუალური საკითხებისთვის ახალ პირობებს. ჩვენ აფხაზეთთან ერთად დავიწყეთ პარლამენტაშორისი ჯგუფების მუშაობა, რომლითაც ვცდილობთ, მაგალითად, გავამარტივოთ აფხაზეთ-რუსეთის საზღვრით გავლის პროცედურები და იქ ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითად რეჟიმი, რომელიც არსებობს რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე საკავშირო სახელმწიფოების ფარგლებში. თუკი დადასტურდება აფხაზეთის სურვილი, გაწევრიანდეს სახელმწიფოთა კავშირში და მოხდება მისი რეფორმირება, გამოჩნდება მწვანე შუქი, რომ ეს საკითხი ამ გზით გადაიჭრას. აფხაზეთი…

მეტი...

,,ვუსურვებთ საქართველოს პირველ რიგში მშვიდობას და შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას”- ჰუბერტ ქნირში

გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, რასთან დაკავშირებითაც  გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ელჩი საქართველოს შემდგომ განვითარებას, მშვიდობას და ასევე შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას უსურვებს. ,,ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს განსაკუთრებული დღეებია. ოთხი წლის შემდეგ სრულდება ჩემი, როგორც საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. ძალიან მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ამდენი კარგი რამ ვნახეთ და განვიცადეთ, რომ მოგვეცა იმ ადამიანებთან შეხვედრის საშუალება, რომლებიც გვიყვებოდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და გვიზიარებდნენ სამომავლო გეგმებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი უფლებამოსილი წარმომედგინა გერმანია საქართველოში. გერმანულ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულია, მათ დიდი ხნის ტრადიცია აქვთ და მათი სულისჩამდგმელები არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ…

მეტი...

„დეპუტატებსა და საელჩოს შორის სწორი კომუნიკაცია იქნება სწორი გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად”- დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ყოფილი წევრების ამერიკის საელჩოსთან არსებული კომუნიკაციის ფორმა სრულყოფილი არ არის. „დეპუტატებსა და საელჩოს, ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციას შორის სწორი კომუნიკაცია იქნება სწორი გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაცია იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და ეს გაუგებრობა აღმოიფხვრას. საბედნიეროდ, საქართველოსა და აშშ-ს მრავალწლიანი პარტნიორობა აქვთ. რაც შეეხება კომუნიკაციის ფორმას, კომუნიკაციის ფორმა არ არის სრულყოფილი. სწორი კომუნიკაცია არის გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა სერგეენკომ. ,,აშშ-ის ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ…

მეტი...

,,როცა ამერიკის ელჩს ბრალს დებ, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობა უნდა, ეს ნიშნავს, რომ გადატრიალების მოწყობა ამერიკას უნდა”- ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანი  „ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ, როდესაც ელჩს რაიმეში ადანაშაულებ, ეს მხოლოდ პერსონალური საკითხი არ არის და კონკრეტული ბრალდებების გახმოვანებაა მისი წარმომადგენელი ქვეყნის მიმართ. ,,როცა ელჩს რაიმეში ადანაშაულებ, ეს პერსონალური არ არის, მისი წარმომადგენელი ქვეყნის დადანაშაულებაა. როცა ამერიკის ელჩს ბრალს დებ, რომ მას საქართველოში გადატრიალების მოწყობა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობა ამერიკას უნდა. ანუ იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს უნდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა. ეს ყველაფერი აქამდე დადის, რაც ღიმილისმომგვრელია. ასეთი განცხადებები ამერიკის მიმართ საქართველოში არსებულ…

მეტი...

პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.  უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, ქ.თბილისში ბრალდებულმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს და ვიდეოოპერატორს, დანის დემონსტრირებით შეუშალა ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჟურნალისტს, ხოლო ვიდეოოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და  ეთერში მისი ჩართვა მოსთხოვა.  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 25 აგვისტოს დააკავეს. მას 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 151-ე…

მეტი...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა გაყვანილობამ გამოიწვია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

მეტი...

„დიახაც, „ოცნებამ“ რევოლუციური სიტუაცია ჩამოაყალიბა საქართველოში“- კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი  კახა ოქრიაშვილი  ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების,  სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ვრცელ წერილში ორი მთავარი გზავნილი იკვეთება. როგორც კახა ოქრიაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია ქართველი ხალხის და მათი მშვიდობიანი პროტესტის. ბატონმა ივანიშვილმა „ყმაწვილების კვარტეტის“ მეშვეობით, საზოგადოებას გრძელი ეპისტოლე გამოუგზავნა, სადაც ორი მთავარი გზავნილი იკვეთება: 1. ამერიკის შეერთებულ შტატები ვერ იტანს სუვერენულ საქართველოს. 2. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას. პასუხი პირველ გზავნილზე: დღეს საქართველო სუვერენული ქვეყანა არ არის, რადგან ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის. ყველაფერი ექვემდებარება ერთ ადამიანს,…

მეტი...

,,საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო”- რატი იონათამიშვილი

,,საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო,” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების წერილთან დაკავშირებით განაცხადა. იონათამიშვილის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ მხოლოდ 41-ე დღეს განაცხადეს, მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ფალსიფიკაციას მიაგნო. „ვიცით, რომ მათი მხრიდან ეს მხოლოდ 41-ე დღეს მოხდა და თან მაშინ, როცა “ქართულმა ოცნებამ” ფალსიფიკაციას მიაგნო და ამის შესახებ არგუმენტები წარუდგინა საზოგადოებას. ამის შემდეგ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იძულებული იყო ამ შეცდომაზე ესაუბრა, რომელიც გარკვეული გარემოებების შემდეგ საეჭვო გახდა, რომ ეს იყო შეგნებული და არა…

მეტი...

„დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით”- ილჰამ ალიევი

,,დღეს ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა და სოფელი ზაბუხი და სუსი მათ კონტროლქვეშ არის. „დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა. სოფელი ზაბუხი და სუსი აღებულია კონტროლქვეშ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს, გაუმარჯოს აზერბაიჯანს“, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

მეტი...

მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტიორიაზე ხანძარია

თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტიორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ფერდობზე ბალახს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურია მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,ომი მეოთხე ეტაპზე გადავიდა, რომელიც ორ-სამ თვეს გაგრძელდება”- ალექსეი არესტოვიჩია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მეოთხე ეტაპზე გადავიდა. მისი თქმით, ომის მეოთხე ეტაპი ზამთრამდე – ორიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. ,,ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი იქნება ის, რომ მხარეები ადგილზე დადგებიან და დაარტყამენ ერთმანეთს, რაც შეეძლებათ. მაგრამ ჩვენ დარტყმის ბევრად მეტი შანსი გვაქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვაქვს HIMARS-ები და მათ არა,” – განაცხადა არესტოვიჩმა. არესტოვიჩის განმარტებით, მეოთხე ეტაპს წინ უძღოდა სამი ეტაპი – სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების განდევნამდე; ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ოკუპაცია; მიკოლაივისა და კრივოი-როგის მიმართულებებით ოკუპანტების მხრიდან წინსვლის…

მეტი...

„რუსეთის შეტევა ფერხდება რუსეთის ცუდი სამხედრო შესრულებისა და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის გამო”- ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას ეხმიანება და მას  დეზინფორმაციას უწოდებს. „რუსეთის შეტევა ფერხდება რუსეთის ცუდი სამხედრო შესრულებისა და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის გამო. დიდი ალბათობით, შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა, სულ მცირე ექვსი გენერალი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მათ სწრაფი წინსვლა არ ჰქონდათ“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანელებს უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ტემპს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირებით მიზნით.

მეტი...

,,აშშ-ის საელჩომ ფაქტობრივად საჯაროდ აღიარა, რომ იყო და არის კოორდინაციაში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებთან”- გურამ მაჭარაშვილი

,,აშშ-ის საელჩომ ფაქტობრივად საჯაროდ აღიარა, რომ იყო და არის კოორდინაციაში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებთან,” – ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საელჩო გახდა მხარე თავისი განცხადებებით. „საელჩომ ღიად, საჯაროდ დააფიქსირა მხარდაჭერა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საზოგადოებას სცენიდან მოუწოდებდნენ, საქართველოს ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა მომხდარიყო. უფრო სწრაფად განვითარდა მოვლენები, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით. ვიცოდით, რომ საელჩოს ვერ ექნებოდა იმ არგუმენტების საწინააღმდეგო, რასაც ვამბობდით, მაგრამ არ გვეგონა, რომ საელჩო აღიარებდა იმას, რომ თავად უწევს და უწევდა კოორდინაციას იმ პროცესებს, რომელიც იყო ანტისახელმწიფოებრივი იმ არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომლებიც ასევე საჯაროდ მოუწოდებდნენ საზოგადოებას,…

მეტი...

,,კრიმინალებო! მჭედლიშვილი სერვერი არ არის, რომ წაშალოთ ან დაწვათ და გაეცით პასუხები საზოგადოებას”- სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. როგორც გოგაშვილი აცხადებს, მისი ერთ-ერთი უფლებადამცველი, დიმიტრი მჭედლიშვილი ,,გაქრა”. გოგაშვილი წერილში  შინაგან საქმეთა  მინისტრ ვახტანგ გომელაურთან კომუნიკაციის დეტალებზეც საუბრობს. ,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩემს უფლებებს იცავს ორი ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე და დიმიტრი ღონღაძე. ისინი მე დამაკავშირეს ჩემმა მეგობრებმა, რომელბსაც ბუნებრივია ვენდობი. ადვოკატებს ჩემთან და ჩემს ოჯახის წევრებთან აქვთ თითქმის 24 საათიანი კომუნიკაცია, ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ახდენენ მტკიცებულებათა შეგროვებას და აქვთ კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და მედია საშუალებებთან. მოკლედ, მათ ორივეს, საზოგადოება ახლა უკვე იცნობს, როგორც ჩემს უფლებადამცველებს, თუმცა,…

მეტი...

,,ჩვენ ვუსურვებთ ლუკაშენკოს იგივე მშვიდობიან ცას”- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პასუხი ლუკაშენკოს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მილოცვას პასუხობს. სამინისტრო პუტინის მოკავშირეს ”იგივე მშვიდობიან ცას” უსურვებს. ,,გუშინ, ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს, დიქტატორმა ლუკაშენკომ უკრაინას მიულოცა და მშვიდობიანი ცა უსურვა… “საჩუქრად” ბელარუსიიდან უკრაინაში ისევ გაისროლეს რაკეტები. ჩვენ ვუსურვებთ ლუკაშენკოს იგივე მშვიდობიან ცას… და გაერთიანებას მის კარგ მეგობრებთან ჰუსეინთან და კადაფთან”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. პუტინის მეგობარი ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – (mcm.ge)

მეტი...

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ქსელიდან ისევ გათიშულია

უკრაინის „ენერგოატომის” ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ქსელიდან ისევ გათიშულია. ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობა აღდგენილია, თუმცა ორი ენერგობლოკის ქსელში ჩართვის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ,,2022 წლის 26 აგვისტოს დილის 9.00 საათისთვის ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი გათიშულია ელექტროენერგიის ქსელიდან. აღდგენილია ზაპოროჟიეს ელექტრომომარაგების ხაზი უკრაინის ენერგოსისტემაზე, მიმდინარეობს მუშაობა ქარხნის ორი ენერგობლოკის ქსელთან მიერთების მოსამზადებლად”,- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,აშშ-ის საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება”- ,,ოცნებიდან” წასულები

,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. ვრცელ წერილში დეპუტატები აცხადებენ, რომ საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. მათივე თქმით, ეჭვი არ ეპარაებათ, რომ ,,ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა”. ,,სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსის კლიპის შესახებ, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები დაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო…

მეტი...

,,რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისტორიაში პირველად, დაბომბვის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჩერდა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ. ,,დღეს ისტორიაში პირველად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა. საავარიო დაცვამ იმუშავა. დიზელის გენერატორები მაშინვე ამოქმედდა, რათა ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მომხდარიყო. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა საფრთხეა ეს: დიზელის გენერატორები რომ არ ჩართულიყო, ავტომატურ დაცვას არ ემუშავა და ელექტროსადგურის ჩვენ თანამშრომლებს არ ემოქმედათ, იძულებული გავხდებოდით რადიაციული ავარიის შედეგები დაგვეძლია. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი…

მეტი...

,,ბორჯომში ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის  მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას. მათივე ცნობით,  სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ,,ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. რთულ, მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 377 ბავში ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში უკვე 377 ბავშვია დაღუპული, 733-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 388, ხარკოვის ოლქში – 202, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ნიკოლაევის ოლქში – 67, ლუგანსკის ოლქში – 61, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 42. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 329 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 290 სრულად განადგურდა.

მეტი...

,,ადამიანებს დამიზნებით საელჩოს ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა, კელი დეგნანის ადგილზე, ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით”- ,,ოცნებიდან” წასულები

,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. ვრცელ წერილში დეპუტატები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას აფასებენ, რომელიც მან ,,გავრილოვის ღამეზე” გააკეთა. დეპუტატების თქმით, ელჩის ადგილზე, ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ძალიან ცოტას ილაპარაკებდნენ. ,,ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ბევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით. როგორც ცნობილია, სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი…

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსმა ოკუპანტებმა 46 250 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 46 250 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 46 250; ტანკი – 1 936; ჯავშანტექნიკა – 4 251; საარტილერიო სისტემა – 1 040; სარაკეტო სისტემა – 272; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 202; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 834; საკრუიზო რაკეტები – 196; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 162; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 99.

მეტი...

,,აშშ-ის ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან”- ,,ოცნებიდან” წასულები

,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. ვრცელ წერილში დეპუტატები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ,,ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან”. „საზოგადოებისადმი ჩვენი მორიგი მიმართვა გვინდა, დავიწყოთ მადლობით ამერიკის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მიმართ. გვერწმუნეთ, ამ მადლობაში მცირეოდენი ირონიაც კი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე იმ სიმართლის მიტანაა, რომელიც ქართული პოლიტიკის კულისებს მიღმა იმალება. სწორედ ხალხამდე ამ სიმართლის მიტანაში ყველაზე მეტად…

მეტი...

ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინირებული არ არის, რის გამოც აშშ-ის ღია პირველობაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამის მიზეზი კი ვაქცინაციაა. ,,სამწუხაროდ, მე ვერ შევძლებ ნიუ-იორკში ჩასვლას აშშ-ის ღია პირველობაზე სათამაშოდ. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. წარმატება სხვა მოთამაშეებს. ვეცდები კარგი ფორმისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას და დაველოდები მომდევნო შესაძლებლობას“, – წერს ჯოკოვიჩი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში”. ცნობისთვის მრავალგზის ჩემპიონი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული.

მეტი...

,,სამარცხვინოა, როდესაც ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი პარტიის თავმჯდომარეს”- ნიკა მელია

„სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, მისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას,” – ასე ეხმაურება ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ თითქოს ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მეუღლემ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი დახია. „სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის, შენი პარტიის მხარდამჭერს, თუ ოპონენტს. სიმართლე კიდევ აი, ესაა. კადრებში ჩანს, როგორ აგრესიულად და პროვოკაციულად იქცეოდა გუშინ ეს ქალბატონი ბათუმში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. ჯერ კადრში ეჭრებოდა მამუკა ხაზარაძეს და…

მეტი...

აშშ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის და მისი ახლომდებარე ტერიტორის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას ითხოვს

აშშ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის და მისი ახლომდებარე ტერიტორის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. ჯო ბაიდენმა ზელენსკისთან საუბრისას აღნიშნა, რომ ატომური სადგური არ უნდა გახდეს საომარი ზონა და უნდა დაბრუნდეს უკრაინის კონტროლის ქვეშ. „როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რუსეთი უნდა დათანხმდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას. ასევე დათანხმდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ატომურ სადგურზე რაც შეიძლება მალე ჩასვლას, რათა მათ სადგურის და სისტემის უსაფრთხოება გადაამოწმონ. ეს არის ის თემა, რომელიც ორი პრეზიდენტის საუბრის დროს იყო განხილული“, – განაცხადა თეთრი სახლის…

მეტი...