ვანში, გვიან ღამით 39 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული საკუთარ კაფეში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
39 წლის მამაკაცმა სტუმრებს ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ერთ-ერთი სტუმრის გაღიზიანება მოყვა. აღნიშნული პიროვნება ახალგაზრდა კაცს ზურგიდან მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.