„ეს არის მასიური თაღლითობა” – ტრამპი 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. შესაბამისად, ან პრეზიდენტად აღიარებას, ან ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

საქმე ეხება მარკ ცუკერბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სოციალურმა ქსელმა 2020 წლის საარჩევნო პერიოდში, ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება FBI-დან მიღებული გაფრთხილების შემდეგ აკრძალა. ტრამპი კი აცხადებს, რომ ეს არჩევნებში ჩარევაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაიმარჯვებდა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დამარხა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის შესახებ ისტორია არჩევნების წინ, რადგან იცოდნენ, რომ თუ ამას არ გააკეთებდნენ, ტრამპი მარტივად გაიმარჯვებდა. ეს არის მასიური თაღლითობა. გამოსავალი: გამოცხადდეს კანონიერი გამარჯვებული ან/და ეს იქნება მინიმალური გამოსავალი – გამოცხადდეს 2020 წლის არჩევნები გამოუსწორებლად კომპრომეტირებულად და ჩატარდეს ახალი არჩევნები დაუყოვნებლივ“ – აცხადებს პრეზიდენტი ტრამპი.

რაც შეეხება ჯო ბაიდენი შვილის სკანდალს, საუბარია იმაზე, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკუთარ ვაჟს უკრაინაში ბიზნესის წარმოებაში ეხმარებოდა.

 

მსგავსი თემები