,,ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა”- ადვოკატი

,,ამერიკელმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა,” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კვლევის პირველი ნაწილი დასრულებულია.

„განწყობები და მისი საექსპერტო დასკვნა გამოგზავნილი იქნება ამერიკიდან, დოკუმენტის სახით, რომელიც დაერთვება საექსპერტო დასკვნას. რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში არსებულ ვიდეომასალას, თუ დღეს ვერ მოესწრება, მაშინ ხვალ დილით გააგრძელებს მუშაობას. ხვალ დღის მეორე ნახევარში დატოვებს ქვეყანას. მან ჩაუტარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, დიქტოფონზე მოახდინა მისი საუბრის ჩაწერა და შესაბამის კითხვებს უსვამდა. მეორე ნაწილი უკვე იქნება ტესტირების ჩატარება, დასკვნას, როგორც თავად ამბობს, სამი-ოთხი დღე დასჭირდება“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები