,,შევხვდებით სტრასბურგში груსებო”- სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს. როგორც გოგაშვილი აცხადებს,  ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი პირადად გომელაურმა გაუგზავნა, რათა მისთვის ხელისუფლების გზავნილები გადაეცა. ,,306-ე საკნის კედელზე გამოისახა ტელეფონის ნომერი საქართველოში ყველაზე ,,პროფესიონალი ადვოკატის’’, მჭედლიშვილის ნომერი და სასწაულებრივმა ძალამ ჩამძახა – ზუსტად ეს აიყვანე ადვოკატად. ძალიან უსუსურები და სასაცილოები ხართ. ჩემი ორივე ადვოკატი არის ჩემი უახლოესი მეგობრების რეკომენდაციით ჩართული ჩემს საქმეში, რომელთაც სრულიად ვენდობი. ვინ გაუწია რეკომენდაცია მჭედლიშვილს ჩემთან? ვინ დამაკავშირა ის? ვიმეორებ: მისი ტელეფონის ნომერი გომელაურის დავალებით გადმომცეს. მჭედლიშვილის თქმით იგი არ იცნობს გომელაურს, თუმცა ეს არაფერს…

მეტი...

,,თბილისში 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, ზუგდიდში 1700, ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის განსახლება მოხდება”- პრემიერი

მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ შესაბამის განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც, თბილისში 2 400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, მათთვის ახალი ბინები აშენდება, ზუგდიდში 1 700, ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის განსახლება მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები ჯამში 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა. „ჩემი ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა განვადებით მშენებლობას, ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი, რომელიც ზურაბ აზარაშვილმა მოამზადა და რომელიც შეეხება დევნილებისთვის სახლების მშენებლობას განვადებით. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ 13 000 ოჯახზე და დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ შესაბამის განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც, თბილისში…

მეტი...

,,მივიღეთ გადაწყვეტილება ვაშლის სუბსიდირების თაობაზე – წელს 120 ათას ტონა ვაშლს ველოდებით”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მივიღეთ გადაწყვეტილება ვაშლის სუბსიდირების თაობაზე, საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი, არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი, ფერმერები შესაბამის შემოსავალს მიიღებენ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამაში 20-მდე საწარმო იქნება ჩართული და შეიქმნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს. „ვაშლის სუბსიდირების საკითხზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ბატონმა ოთარ შამუგიამ მოამზადა ეს საკითხი. წელს ჩვენ 120 ათას ტონა ვაშლს ველოდებით. ჩვენ წინა წლებშიც გაკეთებული გვაქვს სუბსიდირება და წელსაც ასევე გავაკეთებთ სუბსიდირებას. მოგეხსენებათ, გორის და ქარელის…

მეტი...

,,ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. „მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ევროკავშირთან ინტეგრაციას. ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს. ასეთი სახელწოდების არის ორგანიზაცია SEPA , ესაა ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრია ევროკავშირის 27 ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ირლანდია და ლიხტენშტეინი. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ჩართულია ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო, სხვადასხვა სამთავრობო უწყება. საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც დასამტკიცებლად გადაეგზავნება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე…

მეტი...

,,ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია  „S&P“-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, „BB“ დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“ის შეფასებითვე,  საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთელ მსოფლიოში და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე უპრეცედენტოა და ეს ხელისუფლების გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია. „საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია  „S&P“მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB“ დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით, რაც ასევე სასიხარულოა ჩვენთვის.  ასევე მინდა ვთქვა, რომ მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა. მოგეხსნებათ, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში, მეგობრებო. მით უმეტეს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. კიდევ…

მეტი...

,,თუ ჯაჭვში მაღაზიებიც არ ჩაერთვებიან, ვერ გავიგებთ პური გაიაფდა თუ არა”- ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა,  ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ფქვილზე ფასის კლების ტენდენცია მიმდინარეობს. მან ასევე რეფერენტული ფასების შემოღების პრაქტიკაზეც ისაუბრა. მისივე განმარტებით, თუ ჯაჭვში არ იქნება შეყვანილი ქსელური მარკეტები, ვინც საბოლოო პროდუქტს ყიდის და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან არ გაკონტროლდა, გაუგებარი იქნება ფქვილზე ფასის კლება აისახება თუ არა მომხმარებელზე. ,,ერთი თვის წინ ერთი ტომარა კარგი ხარისხის ფქვილი დაახლოებით 85 ლარი ღირდა, დღეს 80-ზეა ჩამოსული. თუ ჯაჭვში არ იქნა შემოყვანილი ქსელური მარკეტები, ჩვენ ვერ გავიგებთ, აისახა თუ არა მომხმარებლამდე მისულ პურზე. ეს არის ევროპული პრაქტიკა,…

მეტი...

,,შესაძლოა ეს იყოს გარკვეული დივერსიაც – ვიცით ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები”- პრემიერი ხანძრებზე 

,,ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ხანძრები გამოწვეული იყო დაუდევრობით, სიცხით, არის ვერსიები, რომ შესაძლოა, გარკვეული დივერსიაც იყოს, გამორიცხული არაფერი არის,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებამ ყველა მიმართულებით და ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს. „ბოლო 10 დღეა, აქტიურად ვებრძვით ხანძარს. პრაქტიკულად, ყველა რეგიონში იყო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში. გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტიანად მართა ეს კრიზისი. მოგეხსენებათ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩართული იყო თავდაცვის ძალები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარს, პოლიციას, ჩვენს საამაყო სამაშველო სამსახურს, სატყეო სააგენტოს,…

მეტი...

,,წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის განმარტებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაყიდონ წინა მთავრობის დროს შეძენილი ძვირად ღირებული ვერტმფრენი და სანაცვლოდ შეიძინონ სამი ახალი ვერტმფრენი. „გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე, იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული, კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირად ღირებული, ასე ვთქვათ, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც შეძენილი იქნა წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის…

მეტი...

ზელენსკიმ დემნა გვასალია ღირსების III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Balenciaga -ს კრეატიული დირექტორი, დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ქართველ დიზაინერს ჯილდო, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა. დემნა გვასალია უკრაინის ფინანსური დახმარების ფონდის, United 24-ის ელჩიცაა.

მეტი...

,,ფქვილზე ფასები მოდის ძირს, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ტენდენციაში გადავიდეს და წისქვილკომბინატებიც ამუშავდეს”- ლევან სილაგავა  „მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით,  ფქვილზე ფასები მცირდება და მნიშვნელოვანია, ეს ტენდენციაში გადავიდეს და ადგილობრივი წისქვილკომბინატებიც ამუშავდეს. „ფქვილზე ფასები მოდის ძირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ტენდენციაში გადავიდეს ჩვენ ამის ფრთხილი ოპტიმიზმი გაგვაჩნია. საუბარია, იმპორტირებულ ფქვილზე და ადგილობრივი წისქვილკომბინატებიც ამუშავებაზე. ვიცით, ამუშავდა უკრაინის დერეფანი, რომელიც დიდი ძალისხმევით მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით ხდება, რამაც გარკვეული დადებითი ტენდენციები გამოიწვია. მათ შორის, რუსეთში საკმაოდ მაღალი მოსავალია და აქაც მცურავი ბაჟი შემცირებისკენ წავიდა. დღეს მცურავი ბაჟი არის ყოველკვირეული გამოსატანი ხორბლის 68 დოლარი ერთ ტონაზე, ფქვილზე ისევ ნული, ეს მუდმივად ასეა.…

მეტი...

რუსეთში, წარმოშობით ქართველი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს

რუსეთის ქალაქ ესენდუკში ქართველი არასრულწლოვანი ძმები გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით 17 წლის ძმამ ტყუპისცალი იარაღით მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ  ძმები სახიფათო ინტერნეტ თამაშის  მსხვერპლნი გახდნენ. გარდაცვლილი ტყუპი ძმები იგორ და ნიკალაი გრციევები წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან არიან.  

მეტი...

,,ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ ,,ქართული ოცნება” არ აპირებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას” – ხატია დეკანოიძე

„ქართული ოცნება“ არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობების რეკომენდაციებს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, „მოსმენების შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას. ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე: „ქართული ოცნება“ არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს განსაკუთრებით საპარლამენტო ჩარჩოს გასააქტიურებლად, იმიტაციურია; „ქართული ოცნება“ არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობების რეკომენდაციებს; ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამოხატულება საქართველოში, გულისხმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული ინსტიტუციების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად,…

მეტი...

,,ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია”- იაგო ხვიჩია

,,მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ჩვენ უფრო მკაცრად, მკაფიოდაც გვითქვამს, მაგრამ ვინაიდან კანონპროექტზე ვენეციის კომისია საუბრობს, ახლა გახდა სალაპარაკო თემა,” – ამის შესახებ „გირჩის“  ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ლემენტარული ჭეშმარიტებების დასანახად მაინცდამაინც ვენეციის კომისიამ უნდა მიგვითითოს. „ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებების დასანახად მაინცდამაინც ვენეციის კომისიამ უნდა გვითხრას. იცით, ჩვენ ამ კანონპროექტზე რამდენი გვაქვს ნალაპარაკები უფრო მკაცრადაც, უფრო მკაფიოდაც, მაგრამ ვინაიდან ამ კანონპროექტზე ვენეციის კომისია ლაპარაკობს, ახლა გახდა სალაპარაკო თემა. გვიხარია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიციები ემთხვევა ხოლმე. „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში…

მეტი...

„ოპონენტების პოპულისტური მოსაზრება, თითქოს, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა აუცილებლობით არის ნაკარნახევი, სინამდვილეს არ შეეფერება”- სარჯველაძე

,,ჩამოსული ექსპერტი დადებს დასკვნას და დასკვნა როგორიც იქნება, იმის მიხედვით დაიგეგმება სააკაშვილთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპები,” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა  ისეთი დასკვნა დაიდოს, რომელმაც ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობის გადახედვა განაპირობოს. „ოპონენტების პოპულისტური მოსაზრება, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა აუცილებლობით არის ნაკარნახევი, სინამდვილეს არ შეეფერება. ამ დრომდე არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ სააკაშვილს რაიმე ისეთი სამკურნალო პროცედურა ესაჭიროება, რაც საქართველოში ხელმიუწვდომელია და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ უცხოეთში. სამართლებრივად არგუმენტი არ არის წარმოდგენილი, რომ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადდეს,…

მეტი...

,,ტენდენცია შეიცვალა – ხორბალსა და ფქვილზე ფასი იაფდება” – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ხორბალსა და ფქვილზე ფასი იაფდება. მისივე თქმით, საქართველოსთვის დაწესებული მცურავი ბაჟის თანხა შემცირდა, რამაც  ქვეყანაში ხორბლის შემოტანის და წისქვილკომბინატების ამუშავება შესაძლებელი გახადა. „შარშან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი 500 დოლარზე ავიდა. გახსოვთ, მცურავი ბაჟი, რომელიც საქართველოს დაუწესეს და ამას ემატებოდა 85 დოლარი და ბოლო პერიოდში წისქვილკომბინატების მუშაობა შეუძლებელი გახდა, გაჩერდა და ქვეყანაში ფქვილი ძირითადად შემოდიოდა. დღეს ტენდენცია შეიცვალა. დღევანდელი ფასები მსოფლიო ბირჟებზე არის მაგალითად, ფრანგული 345 დოლარი, ამერიკული 346 დოლარი, რუსული 347 დოლარი. გარდა ამისა, ამ მცურავი ბაჟის ფასმაც საგრძნობლად დაიკლო, რომელიც ჩვენთან…

მეტი...

,,უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის ზევით მაღაზიებს პურზე ფასის მატება არ შეეძლებათ”- მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

,,უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის ზევით მაღაზიებს პურზე ფასის მატება არ შეეძლებათ,”-  ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ,,უნდა შემოვიღოთ რეფერენტული ფასები. რაღაც კონტროლი უნდა იყოს იმისა, რომ მე რომ მივაწოდე მაღაზიას პური, მან ეს თანხა თავის მოგებაში კი არ ასახოს, არამედ მოსახლეობას მიაწოდოს იმ ფასად , რამდენადაც მიწოდებულია. მან მოგება უნდა ნახოს რა თქმა უნდა, თუმცა არა ისეთი მაღალი, რომ მოსახლეობაზე ეს აისახოს,”- აღნიშნა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში”. მისივე თქმით, მსგავსი  ზღვარის დაწესება შეიძლება გარკვეული სახეობის პურ-პროდუქტზე. ,,ფასების ლიბერალიზაციამდე პურ პროდუქტებში არსებობდა 5 პროცენტიანი ”სავაჭრო დათმობა”,…

მეტი...

რუსეთის მტკიცებით, დუგინას მკვლელობის დაგეგმვაში უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის წევრი მონაწილეობდა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად, ”უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა” ბოგდან პეტროვიჩმა დაგეგმა. მათივე ცნობით, უკრაინის მოქალაქემ რუსეთი დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა. ,,შემდგომი ღონისძიებების დროს დადგინდა, რომ დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, დაბადებული 1978 წელს, რომელიც. ჩავიდა რუსეთში ესტონეთის გავლით 2022 წლის 30 ივლისს და დარია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა რუსეთის ტერიტორია“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა 20…

მეტი...

,,ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ფასი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გადაიხადა და იხდის თავისუფლებისთვის”- ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული დამცველების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზალუჟნის თქმით, ყოველდღე უნდა ახსოვდეს ხალხს ფასი, რომელიც უკრაინელებმა გადაიხადეს და იხდიან თავისუფლებისთვის. „დღეს არის უკრაინის დამცველების ხსოვნის დღე, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. ფაქტობრივად, ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ფასი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გადაიხადა და იხდის თავისუფლებისთვის. არ არსებობს შესაბამისი სიტყვები, როდესაც საქმე დანაკარგებს ეხება, რადგან ეს არის კონკრეტული ადამიანების გატეხილი ბედი, რომლებიც მთელი სამყარო იყვნენ მათი ახლობლებისთვის“, – განაცხადა ზალუჟნიმ.  

მეტი...

,,ექსპერტმა პასუხი უნდა გასცეს ორ მთავარ კითხვას – არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში” – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი მესამე პრეზიდენტს დღეს ორჯერ მოინახულებს. მისივე თქმით, ექსპერტმა პასუხი უნდა გასცეს ორ მთავარ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში. ,,დილით და შემდეგ, საღამოს, თუ მოესწრება, უნდა ნახოს საგამოძიუებო მასალები სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. ნახოს კადრები რაც ხდებოდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სასჯელაღსრულებაში ყოფნის პერიოდში. დაცვის მხარისთვის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი  მან უნდა გასცეს ორ მთავარ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში. მას…

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 47 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 47 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 1947 ტანკი, 4269 ჯავშანმანქანა, 1060 საარტილერიო სისტემა, 279 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 149 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 234 თვითმფრინავი, 203 ვერტმფრენი,  828 უპილოტო საფრენი აპარატი, 101 ერთეულ სპეცტექნიკა, 196 ფრთოსანი რაკეტა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 29 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

,,უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინას მეგობრებისგან მძიმე იარაღი მომავალ ზაფხულსაც დასჭირდება” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში ომი, შესაძლოა, „წლების განმავლობაში გაგრძელდეს“. „სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას ახალი მძიმე იარაღი ჯერ კიდევ დასჭირდება თავისი მეგობრებისგან“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა. მისიევე თქმით,  გერმანია უკრაინას დაეხმარება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „უკრაინა იცავს ჩვენს თავისუფლებასაც, ჩვენს მშვიდობასაც. ჩვენ მათ ვუწევთ როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას და ამას გავაკეთებთ იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება. წერტილი!“ – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება. სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაციაც.

მეტი...

,,არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისაგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნაკლებად სავარაუდოა, ერთხმად დაუჭირონ მხარი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებას. „არ მგონია, რომ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება“, – განაცხადა ბორელმა. მისივე  თქმით, თავად ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ არის. ,,ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ საშუალება, რომ ვიზები რუსების ნაწილმა მიიღოს და რა თქმა უნდა, არა ოლიგარქებმა. უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების…

მეტი...

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელობის დოღი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების – ნიკა იმნაძის, პაატა პაპიძის, დავით რამიშვილისა და ვაჟა თოდუას სახელობის ტრადიციულ ტურნირს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მებრძოლების სახელობის დოღი, შეჯიბრი მკლავჭიდში, ძალოსნობაში, ასევე, ქართულ ჭიდაობაში, სადაც წელს, პირველად, გოგონებმაც მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულებს, კობა კობალაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები გადასცეს, ხოლო, დოღში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული…

მეტი...

ნორვეგია რუსული ოქროს შესყიდვას წყვეტს

ნორვეგიის  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტს უერთდება, რომელიც რუსული ოქროს შესყიდვას კრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 27 აგვისტოდან შევიდა. სანქციების საკითხი  ქვეყნის პარლამენტმა დამოუკიდებლად განიხილა და დაამტკიცა.

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება შესაძლოა შეაჩეროს

„გარდიანის“ ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება. გამოცემის ცნობით,  გადაწყვეტილებას ევროკავშირი მიმდინარე კვირაში მიიღებს. გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის ვიზის მიღებას გამარტივებული წესით ვეღარ შეძლებენ, გაიზრდება სავიზო მოსაკრებელიც. როგორც გამოცემა  იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ტურისტული მიზნებით მოგზაურობის შეზღუდვისკენაა მიმართული. წლის ბოლომდე ევროკავშირი, რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გარდა, დამატებითი ნაბიჯების გადადგმასაც აპირებს.    

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში – დაიღუპა 5 ადამიანი, 38 კი დაშავდა

თურქეთში ტურისტული ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ავტობუსის მუხრუჭის დაზიანება გახდა. მძღოლმა კონტროლი დაკარგა, სავალი გზიდან გადავიდა და კლდიდან გადავარდა. ადგილზე დაიღუპა მძღოლი და ორი მგზავრი. კიდევ ორი მგზავრი კი საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

,,უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა დაბრუნდება“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმ  თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან დახურული თათბირი გამართა. მისი თქმით, თათბირის  შედეგებს ოკუპანტები იგრძნობენ. „ყველა საკითხი, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, მნიშვნელოვანია, თუმცა დახურულია, დეტალებში ვერ შევალ. თუმცა, ოკუპანტები იგრძნობენ მათ შედეგებს ჩვენი დამცველების შემდგომ ქმედებებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა დონბასი თითქმის სრულად გაანადურა დაა დააცარიელა. „ახლა დონბასი თითქმის სრულად განადგურებული და დაცარიელებულია რუსეთის დარტყმების გამო. ამაყი უკრაინული დონეცკი დამცირებულია რუსეთის ოკუპაციით, გაძარცვულია. რუსეთმა დონეცკში ყველაზე საშინელი რამ მიიტანა. ესაა სოცოცხლის ფასის სრული იგნორირება, აბსოლუტური უპატივცემლობა ყველას მიმართ. ოკუპანტებმა მოიტანეს დეგრადაცია და სიკვდილი. მათ…

მეტი...

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს“ – დმიტრო კულება

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რუსული ძალების მიერ სამხედრო ბაზადაა გადაქცეული. „ათწლეულების განმავლობაში, ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად რჩება. განსაკუთრებით კი ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან – მათ იქ არაფერი ესაქმებათ“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. ის რამდენჯერმე გახდა შეტევის ობიექტი.

მეტი...

ძამას ხეობაში 7 სახლი დაიწვა

ძამას ხეობაშ, ერთმანეთის მიყოლებით 7 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ყველა სახლი ნათესავებისაა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მამაკაცმა სიგარეტის ნამწვი ბალახში გადააგდო, საიდანაც ხანძრის კერა გაჩნდა. შვიდივე ოჯახის წევრი უსახლკაროდ დარჩა, როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ სხვაგან წასასვლელი არ გააჩნიათ. ამ წუთებში, ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, თუმცა, შვიდივე სახლი სრულად დაიწვა. მაცხოვრებლებმა ვერაფერი გადაარჩინეს.  

მეტი...

პუტინის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებს რუსეთში „მწვანე აუნთეს“

რუსეთის პრეზიდენტის,  ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რომელსაც მან  ხელი უკვე მოაწერა და ძალაშია, უკრაინის მოქალაქეებს რუსეთში სრული თავისუფლება ექნებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  რუსეთში შესულ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ,  განუსაზღვრელი ვადით იცხოვრონ რუსეთში. მათ მუშაობის უფლებასაც აძლევენ. სიახლე  ოკუპირებულ ტერიტორიებზე – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში მაცხოვრებლებსაც ეხება.  

მეტი...

ბორჯომის შემდეგ, შავნაბადა და ძამას ხეობა იწვის

შავნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ტყეს მასივსა და მინდორს უკიდია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ხანძარი იმდენად მასშტაბურია, ბორჯომის ხეობიდან თურქული სამაშველო ვერტმფრენი შავნაბადასკენ გადაისროლეს. ხანძარია ძამას ხეობაშიც. აქაც, ხანძარი გამხმარ ბალახებს გაუჩნდა. და შემდეგმ დასახლებულ პუნქტში გავრცელდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.  

მეტი...

მეუფე იაკობის შეფასებით, გოგაშვილების ოჯახის განცხადება ტყუილია

მეუფე იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების  კითხვებს უპასუხა. როგორც მეუფემ აღნიშნა, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახის განცხადებები მასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება და ყველაფერი ტყუილია. „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის ჭამას არ ვაპირებ. მასეთი საუბარი არ მქონია, ტყუილია. შეხვედრა ბევრჯერ მქონდა. შვილიშვილის ნათლია ვიყავი და ხშირად ვხვდებოდი. თანამდებობაზე რომ იყო და მერეც“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი. საუბარია ოჯახის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მეუფემ სოსო გიგაშვილი გააფრთხილა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

მეტი...

“წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ – შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია“ – მეუფე

მეუფე იაკობის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ქართველებმა ერთად დაჯდომა ისწავლონ. მისი შეფასებით, თუ ევროპა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას გვთხოვს, საქართველოს შეუძლია, 10 წლიანი ვადა მოითხოვოს  იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებსაც ერთად დაჯდომა არ უნდათ. როგორც ბოდბელი მიტროპოლიტი აღნიშნავს, ცუდი ეპისტოლეები ევროპაში და ამერიკაში დაიწყო. მან „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატების განცხადებებზეც ისაუბრა. „ერთი რამ ვიცი, რომ ცუდი ეპისტოლე ევროპაში დაიწყო. ამერიკელების მხრიდან დაიწყო. შემდეგ კი შესაბამისი რეაქციები მოჰყვება ხოლმე იმ ქვეყანაშიც. ამიტომ, თავიდანვე როცა იწყება ასეთი რაღაცები, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა აღკვეთონ იქაც და აქაც. ამერიკელებთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ამერიკასაც ნორმალური ურთიერთობა აქვს ჩვენს მიმართ. თუ…

მეტი...