უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონთან მდებარე 4 სოფელი გაათავისუფლეს

„სიენენის“ ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტებისგან ოთხი სოფელი გაათავისუფლეს. სამხედროებმა ახალი დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო გაათავისუფლეს.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის ქვეითებზე, რომლებიც გაიქცნენ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების თავდაცვის ხაზი სამ ადგილას გაარღვიეს. გამოცემის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების სამხედრო მანქანებიც გაანადგურეს, ზოგი მათგანი კი ტყვედ აიყვანეს.

 

 

მსგავსი თემები