ტყიბულში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს 10-მდე ჭრილობა დანით მიაყენეს. შემთხვევი დროს მოკლული  მამასთან ერთად იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკება უძღოდა.

მსგავსი თემები