„ამ დიდი სახელმწიფოებრიობის შესახებ ლეგენდა უნდა დავივიწყოთ”- ზელენსკი რუსეთზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის და არც სურვილი აქვს. მისივე თქმით, უკრაინას თავისი ტერიტორიების დაბრუნება სურს.

„თუმცა ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარეს სურდეს. ეს არის რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი საჯარო ტყუილი. ისინი არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის, მათ ეს არ სურთ. მათი გაგებით, მოლაპარაკებები – ეს არის ულტიმატუმი, რომელშიც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთის ტერიტორიებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ძლევამოსილობაზე ლედენდა უნდა დავივიწყოთ.

„ამ დიდი სახელმწიფოებრიობის შესახებ ლეგენდა უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ამას ბრძოლის ველზე ვაჩვენებთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები