,,გადავდივართ სასტიკი ომის ახალ ეტაპზე – დროა, უკრაინის პარტნიორებმა გადადგან მტკიცე ნაბიჯები”- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციების დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს.

„ჩვენ გადავდივართ ამ სასტიკი ომის ახალ ეტაპზე. ჩვენს ფრონტებზე განვითარებული მოვლენების ფონზე, დროა, უკრაინის პარტნიორებმა გადადგან ახალი მტკიცე ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას. ამ გარანტიებმა უნდა ჩამოაყალიბონ ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი წესრიგი და შეუძლებელი გახადონ ახალი ომი ევროპის ცენტრში“, – განაცხადა ერმაკმა.

ერმაკის თქმით, ორ თვეზე ნაკლებ დროში შემუშავდა რეკომენდაციების ხარისხიანი, კომპლექსური პროექტი.

მსგავსი თემები