„ბანდიტებისთვის არანაირი დათმობა არ უნდა იყოს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებასთან და არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ საუბრობს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, პასუხისმგებლობა თავად „როსატომის“ ხელმძღვანელობასაც ეკისრება.

„ნორმალური არაა, როდესაც „როსატომის” წინააღმდეგ დღემდე არ მოქმედებს დამბლოკავი სანქციები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული შანტაჟის გამო, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრებათ სადგურზე მყოფ “როსატომის” კონკრეტულ თანამშრომლებს. არც ისაა  ნორმალური, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროპულ ქვეყნებში ვიზის მიღება თავისუფლად შეუძლიათ როგორც დასასვენებლად, ისე “შოპინგისთვის“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე შეფასებით, ევროპული კომპანიებიც არ იქცევიან სწორად, რადგანაც, დღემდე ვერ ჩამოყალიბებულან, დატოვონ თუ არა რუსული ბაზარი.

ბანდიტებისთვის არანაირი დათმობა არ უნდა იყოს. მათთვის საჭიროა მხოლოდ ხალი სასანქციო დარტყმები მათზე“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

ზელენსკი ისევ იმეორებს, რომ ატომურ ელექტროსადგურს რუსული მხარე შანტაჟისთვის იყენებს.

„რუსეთი ერთადერთი ტერორისტია მსოფლიოში, რომელმაც ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია. ის ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპამ უყუროს საით წაიღებს ქარი ამ რადიაციას, იმ შემთხვევაში თუ კატასტროფა მოხდება“ – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები