„რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე“ – ირაკლი ოქრუაშვილი

რუსეთის მოქალაქეების მიმართ არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს. “ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი “დუხი” აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარ-მასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა,”- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

დაჭრილი ექიმის მდგომარეობა მძიმეა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გიორგი გალდავას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. როგორც ექიმმა  გიორგი ნიკოლიშვილმა მედიასთან განაცხადა, მას ჭრილობე ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. „დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე, კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა ასევე ტრავმატოლოგიის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, – განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ გალდავა საკუთარმა კოლეგამ კლინიკაში დაჭრა. სროლა კლინიკაში – ექიმმა ექიმი დაჭრა  

მეტი...

ამირან გამყრელიძეს თამარ გაბუნია შეცვლის

დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაკავებულ პოზიციას ტვებს. მას, დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს. “ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსთან“.  

მეტი...

„როგორ აჟრიალებთ ვიღაცებს რუსულ ენაზე“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდმარე ირაკლი კობახიძის განცხადებით „რუსოფობია“ რაც დღეს ქვეყანაშ ხდება ორმაგი სტანდარტია და უკვირს არახამიას რუსულზე რატომ არ „გააჟრიალა“ ზოგიერთებს. „რუსოფობია არის ქსენოფობიის ერთ-ერთი მიმართულება. დღეს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა კითხვა რუსულ ენასთან დაკავშირებით. როგორ აჟრიალებთ ვიღაცებს რუსულ ენაზე. შეგახსენებთ, რომ 20 ათასი კაცი იყო შეკრებილი პარლამენტის წინ, როდესაც მათ დავით არახამიამ მიმართა რუსულ ენაზე და არავის გააჟრიალა. რატომ არ გააჟრიალა არავის? ეს არის ორმაგი სტანდარტი. ხელოვნურად ხდება პრობლემების წარმოქმნის მცდელობა. ქსენოფობია და შოვინიზმი თითიდან გამოწოვილია“,- აღნიშნა კობახიძემ მედიასთან.

მეტი...

სროლა კლინიკაში – ექიმმა ექიმი დაჭრა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ექიმი, რომელიც ამავე კლინიკის ექიმმა დაჭრა. დაჭრილ ექიმს ოპერაციას უტარებენ. დაჭრილი ექიმი კლინიკის ხელმძღვანელი გიორგი გალდავაა. დაპირისპირების მიზეზი კი შელაპარაკება გახდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდიანრეობს,  რაც მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

მეტი...

,,ომიდან სამი წლის თავზე, რომ შემოვიდა 500 ათასი კაცი, ის არ იყო საფრთხის შემცველი?”- ირაკლი კობახიძე

„სად ნახეთ რუბლით ვაჭრობა. საქართველოში კანონით არის აკრძალული ნებისმიერი ვალუტის გამოყენება რუბლით დაწყებული და სხვა ვალუტებით გაგრძელებული,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით,  საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს  და ქსენოფობიური კამპანიების მიზანი, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. ,,როგორც კი ასეთი შემთხვევა იქნება, მაშინვე მას კანონის საფუძველზე რეაგირება მოჰყვება. როგორც კი დადგინდება ნებისმიერი ფაქტი, მიიტანეთ შესაბამის უწყებაში და წამიერი რეაგირება იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში არის 110 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, ამ ეტაპზე ვინც იმყოფება, საიდანაც 90 პროცენტი არის რამდენიმე დღით შემოსული ტურისტული ან…

მეტი...

თეთრ სახლში ჩინეთის ელჩი დაიბარეს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის საპასუხოდ, ჩინეთის ელჩი  თეთრ სახლში დაიბარეს. თეთრი სახლის ადმინისტრაციის სპიკერმა, ჯონ კირბის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ჩინეთის  პროვოკაციული ქმედებებისთვის დემარშის გამოცხადებას უკავშირდება. ,,გასულ ღამეს, ჩინეთის ქმედებების შედეგად, ელჩი თეთრ სახლში დავიბარეთ, რომ გამოგვეცხადებინა დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ჩვენ ვგმობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც უპასუხისმგებლოა და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს – შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეზე”,- განაცხადა ჯონ კირბიმ.

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი სოჭში შეხვედრას გამართავენ

დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გამართავს. ლიდერები ორმხრივი შეხვედრისას რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. განსახილველ თემებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომი, სირიის კრიზისი და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი იქნება. ეს გასული ორ კვირის განმავლობაში პრეზიდენტებს შორის გამართული უკვე მეორე შეხვედრაა.

მეტი...

,,როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვინც კანონს დაარღვევს და კანონმდებლობის პრინციპებს დაუპირისპირდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება. ,, როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი ეს არის გოიმობა. რაც შეეხება განცხადებებს და კანონის დარღვევას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ვინც არ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ვინც კანონს დაარღვევს და კანონმდებლობის პრინციპებს დაუპირისპირდება, ამას რეაგირება ექნება. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

 ,,როცა ადამიანს მიახტები და ეტყვი: “რუსი რომ ხარ, ამიტომ ასე და ისე უნდა გიქნა“, ეს არის სიბნელე და საშინელი გოიმობა”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეროვნული ნიშნით ადამიანის გამოყოფა ქსენოფობიური დამოკიდებულება და ,,გოიმობაა”. ,,როდესაც გამოყოფ ადამიანს იმიტომ, რომ რუსი ან სხვა ეროვნებისაა, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და მხოლოდ ეროვნული ნიშნით მიახტები და ეტყვი – “რუსი რომ ხარ, ამიტომ ასე უნდა გიქნა და ისე”, ეს არის ქსენოფობიური დამოკიდებულება, სიბნელე და საშინელი გოიმობა”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

,,ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი”- კობახიძე ნინო ლომჯარიაზე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმიანება და მას ანტიომბუდსმენს უწოდებს. ამასთან, კობახიძე სახალხო დამცველის გაუგონარს უწოდებს. „ეს არის გაუგონარი განცხადება, როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს წარმოუდგენელია. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით მან ეს დაადასტურა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ,,ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით დაღუპული, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ” – ნინო ლომჯარია – (mcm.ge)

მეტი...

,,ეროვნული ნიშნით ადამიანის განსხვავება და თავდასხმების მოწოდება სიბნელეა და ქსენოფობია”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ  სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქსენოფობიურ კამპანიას ამართელს და  პრაქტიკულად მასში არის ჩართული. მისივე თქმით, ეროვნული ეთნიკური ნიშნით ადამიანის განსხვავება და თავდასხმების მოწოდება სიბნელე  და ქსენოფობია. „სამწუხაროა, რომ ქვეყნის, საქართველოს სახალხო დამცველი ქსენოფობიურ კამპანიას ამართლებს, მასში ერთვება. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში. ვერ გავიგე საიდან მოიტანა სიტყვა „სიყვარული“? ალბათ, სპეკულაციისთვის სჭირდებოდა. ან სიყვარული ვინ სთხოვა, ან სიყვარულის დადასტურება ვინ თხოვა, რა სიგიჟეა? საუბარია იმაზე, რომ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი ქვეყანა და ხელისუფლება ეროვნული ეთნიკური…

მეტი...

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, პირველი სხდომა გამართა. სხდომის მონაწილეებმა მოახდინეს იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც, მათი აზრით, სასამართლო სისტემის გამოწვევებს წარმოადგენს. კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სხდომაზე  30-ზე მეტი საკითხის იდენტიფიცირება მოხდა და მათზე მსჯელობა მომდევნო შეხვედრაზე დაიწყება, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართება. „ჩვენ ყველას მივეცით შესაძლებლობა გამოეთქვა აზრი, რაში ხედავენ ისინი გამოწვევას და როგორია მათი ხედვა ამ საკითხის გადაჭრის. ჩვენ შევადგინოთ გარკვეული საკითხების ნუსხა, სადაც კონკრეტული პირები სვამენ, მაგალითად, საკითხს: სასამართლოს გადატვირთულობასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, საპროცესო ვადების დაცვასთან დაკავშირებით, იუსტიციის…

მეტი...

,,ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ეს არის „ნაცების“ სახალხოდ დამცველი”- მამუკა მდინარაძე

,,სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ეს არის „ნაცების“ სახალხოდ დამცველი,”- ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს. „ეს არის ადამიანი, რომელიც ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს. ამ ადამიანის მოწოდებები ერთია და მეორე ის, რომ ჩვენ 90 ხმა გვჭირდება, დამოუკიდებლად 80 დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და ბუნებრივია, კონსენსუსი გვჭირდება ოპოზიციასთან, რათა სახალხო დამცველი ავირჩიოთ. ამ არჩევას იმედია, კომპრომისის გზით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

,,ჩვენ დავიწყეთ ნუსხის მომზადება, სადაც არაერთი საკითხია დასმული სასამართლოსთან დაკავშირებით”- ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყველა მხარეს მიეცა შესაძლებლობა, გამოეთქვათ თავიანთი აზრი არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა 15 აგვისტოს შედგება, სადაც დეტალურად თითოეული საკითხის ავტორს მოვუსმენენ და  გაიმართება მსჯელობა. ,,ჩვენ მივეცით შესაძლებლობა ყველა მხარეს, რომ გამოეთქვათ აზრი, რაში ხედავენ გამოწვევას და როგორია ამის გადაჭრის გზები. დავიწყეთ კონკრეტული საკითხების განსაზღვრა და შევადგინეთ ნუსხა, სადაც კონკრეტული პირები სვამენ მაგალითად, საკითხს სასამართლოს გადატვირთულობასთან, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ჩვენ დავსვით საკითხი საპროცესო ვადებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების…

მეტი...

,,უკრაინას სჭირდება იარაღი, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავათავისუფლოთ ადამიანები“- მიხაილო პოდოლიაკი

,,უკრაინას სჭირდება იარაღი, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავათავისუფლოთ ადამიანები“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ძალები უკრაინის სამხრელ ნაწილში დარჩენილ მოსახლეობას, ტოტალურად აკონტორებს და აწამებს. „როგორ გამოიყურება უკრაინის სამხრეთი ნაწილის რუსული ოკუპაცია? საფილტრაციო ბანაკები, მასობრივი დაკავებები და წამება, საკვების შეზღუდული გაცემა, ტოტალური კონტროლი, არავითარი უფლებები და თავისუფლებები. ომის გაყინვა ნიშნავს ახალი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიღებას მილიონობით მძევლით. უკრაინას სჭირდება იარაღი, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავათავისუფლოთ ადამიანები“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მეტი...

,,თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდეროს, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქართული სასამართლოს მთავარი პრობლემა, დამოუკიდებლობის არქონაა. მისი თქმით, თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო. „მთავარი პრობლემა, რაც საქართველოში სასამართლოს აქვს, ეს არის დამოუკიდებლობა. თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო – უბრალოდ, შენობას გარედან აწერია სასამართლო. ჩვენ მხოლოდ ეს პრობლემა გვაქვს გამოსასწორებელი. შენობას გარედან სასამართლო რომ აწერია, ნამდვილი სასამართლო უნდა გავხადოთ. სამუშაო ჯგუფებში ვეცდები, გავიგო, რა ჰგონია ხელისუფლებას პრობლემა და რის გამოსწორებას აპირებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მეტი...

,,დავიცავთ ყველა იმ შეთანხმებას, რომელმაც დაადგინა, რას ნიშნავს ტაივანის სრუტეში მშვიდობა” – ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის განცხადებით, შტატები დაიცავს ყველა იმ კანონმდებლობასა და შეთანხმებას, რომელმაც დაადგინა, თუ  რა ნიშნავს ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტატუს-კვო. ,,ჩემი აზიური ტურნე მიზნად სტატუს-ქვოს შეცვლას არ ემსახურება. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზიურ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები. ჩინეთი ცდილობს, ტაივანის იზოლაცია მოახდინოს. ისინი შეიძლება შეეცადონ ხელი შეუშალონ ვიზიტებისგან, თუმცა ჩვენი იქ ვიზიტის აკრძალვით მის იზოლაციას ვერ მოახერხებენ. ამის უფლებას არ მივცემთ. ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა ტაივანთან ძლიერი და მჭიდროა. ჩვენ დავიცავთ ყველა იმ კანონმდებლობასა და შეთანხმებას, რომელმაც დაადგინა, თუ რა არის ჩვენი ურთიერთობა და…

მეტი...

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. აღსანიშნავია, რომ კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული…

მეტი...

ნიკოლაევში ხანგრძლივი კომენდანტის საათი წესდება

რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, ნიკოლაევში ხანგრძლივი კომენდანტის საათი წესდება. კიმის ცნობით,  ნიკოლაევის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი 2022 წლის 5 აგვისტოს 23:00 საათიდან 2022 წლის 8 აგვისტოს 05:00 საათამდე იქნება დაწესებული. ვიტალი კიმის განცხდებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან თავდასხმა მოსალოდნელი არაა.

მეტი...

გახდება თუ არა სასწრაფოს გამოძახება ფასიანი?- ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას ეხმიანება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესებას ეხება. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო“, – აცხადებენ სამინისტროში. მათივე ცნობით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. „საქართველოს ყველა მოქალაქისთვის როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო…

მეტი...

,,არცერთი პოლიტიკოსის მისათითებელი არ არის როდის რას გადაწყვეტს სახალხო დამცველი”- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას. ,,ჩემთვის ძალიან გაუგებარი და ცოტა აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე და რატომ ცდილობენ ამ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას. თუ ისინი ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს არ აქვს რეიტინგი, მაშინ ვეტყოდი რომ ეს კამპანია მხოლოდ სახალხო დამცველის რეიტინგის ზრდას ემსახურება და მე მათ ადგილას არ ვაწარმოებდი ასეთ თავდასხმებს, რადგან მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეპუტაციას და რეიტინგს ასეთი თავდასხმები, რომლებიც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებარი ზრდის. რაც შეეხება სახალხო…

მეტი...

ჩინეთმა ნენსი პელოსისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსისა და მის ოჯახს ჩინეთმა ტაივანში ვიზიტის გამო, სანქციები დაუწესა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ნენსი პელოსიმ ჩინეთის შეშფოთება, რომელიც მის ტაივანში კუნძულს შეეხებოდა, უგულებელყო. მისივე ცნობით, პელოსის ვიზიტი პროვოკაციული იყო, რაც ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.

მეტი...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ევროკომისიის მე-11 ამოცანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დააინიცირებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ამოცანებიდან მე-11 ამოცანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დააინიცირებს „როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აქტიური გამოყენების წამახალისებელი საკანონმდებლო პაკეტის შესამუშავებლად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფმა ძალზედ აქტიურად იმუშავა ამ პერიოდის განმავლობაში, რის შედეგადაც  კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება – დააინიციროს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული 11 საკანონმდებლო აქტის ცვლილების პროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო ინიციატივა“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება იმ…

მეტი...

,,საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს”- ირაკლი კობახიძე

,,განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოში რუსეთიდან მასობრივად არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შემოდიან, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ,”- მის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული, რაც მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ,,რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც, მათ აქვთ მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ამ აღქმის ჩამოყალიბებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების…

მეტი...

,,პირი, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონს დაარღვევს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას”- ანრი ოხანაშვილი

,,თუ ვინმემ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დაარღვია, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება იქნება და უნდა იყოს,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანების კონკრეტული ნიშნის მიხედვით დაყოფა სწორი არ არის. „ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა იყოს გარანტირებული. დანარჩენი არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. არ არის სწორი მიდგომა, როცა ადამიანებს კონკრეტული ნიშნის მიხედვით ჰყოფ. თუ ვინმემ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დაარღვია, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება იქნება და უნდა იყოს. თუ ვინმე რაიმე ქმედებას განახორციელებს, ამაზე საჭიროა რეაგირება.…

მეტი...

,,არ შეიძლება, გავაღვივოთ და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში აგრესიული განწყობების შექმნას”- მიხეილ სარჯველაძე

საქართველოსთვის აბსოლუტურად არათავსებადია ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინება. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და ქსენოფობია არ უნდა გაღვივდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, თუ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეულ გადაცდომას ადგილი აქვს, სამართლიანად მშვიდობიანი გზებით უნდა მოგვარდეს. „საქართველოსთვის აბსოლუტურად არათავსებადია ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინება. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და ქსენოფობია არ უნდა გაღვივდეს. არ შეიძლება, კონფლიქტები ვასაზრდოოთ და საზოგადოებაში კონფლიქტები არ უნდა დაიბადოს. თუ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეულ გადაცდომას ადგილი აქვს, სამართლიანად მშვიდობიანი გზებით ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობა გვაქვს. ქსენოფობისთვის ცივილიზებულ სამყაროში ადგილი არ…

მეტი...

,,ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით დაღუპული, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ” – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს. ლომჯარიას თქმით, გასაკვირია, რატომ უკვირთს მმართველ გუნდში, რომ  ქვეყანა სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, რუსეთთან ბრძოლას ათასობით ადამიანი შეეწირა, მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძონდნე საქართველოს წინააღმდეგ. ,,ამ წუთას მე არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები ნამდვილად და ვერ დავადასტურებ, ჩვენ არ მოგვრიდებია არასდროს არცერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება. მე არ მაქვს ნამდვილად ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის. თუმცა კიდევ ერთხელ, 8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ…

მეტი...

,,მსურს, მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული”- თორნიკე რიჟვაძე

,,მსურს მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას,”- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ  განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია და პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს ტურისტული სეზონის ჩაშლას. „მსურს, მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. ის მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს, მიზნად ისახავს მხოლოდ ერთადერთს, რომ როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის ჩაშლა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იყოს თავიდან აცილებული და წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მეტი...

,,არ ვიცი რა აქვს სანერვიულო, მით უმეტეს თუ ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს დაბალი რეიტინგი”- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას. ,,არ ვიცი რა აქვს სანერვიულო, მით უმეტეს თუ ის ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს დაბალი რეიტინგი, მაშინ არ ვიცი მისი ნერვიულობა, ასეთი და ასეთი აქტიურობა, ორგანიზებული კამპანია რას შიძლება მივაწერო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგაოდების ფართო ნდობას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ,,რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას”- ირაკლი კობახიძე – (mcm.ge)

მეტი...

,,მიტინგზე გამოვიდა არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ ახლა რუსულ ენაზე რაღაცეებს რომ ლაპარაკობთ”- ირაკლი კობახიძე

,,რას გეტყვით იცით?! თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა დავით არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ ახლა რუსულ ენაზე რაღაცეებს რომ ლაპარაკობთ,”- ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანების გადასაწყვეტი და კონსტიტუციური უფლებაა, რომელ ენაზე ისაუბრებენ. ,,რაც შეეხება რუბლებში მომსახურებას, ეს არის კანონით აკრძალული და ბუნებრივია კანონის ფარგლებში ამაზე იქნება ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაში რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც საუბრობს ერთ ენაზე და ვიღაც მეორეზე, ეს ადამიანების გადასაწყვეტია, ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა. რას გეტყვით იცით?! თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა დავით არახამია და რუსულად მოგმართათ, არც…

მეტი...

,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ აზრის გამოხატვის საშუალება”- დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის  დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, იყოს თუ არა სააკაშვილი პოლიტიკაში – ადვოკატები, ექიმებს კი საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება. „ამ საკითხზე ყოველთვის მაკვირვებდა და ახლაც მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკურ საკითხებს, იყოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში, განიხილავენ ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება. ვიდრე ეს პარიტეტი გაგრძელდება, ამ საკითხში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იქნება“, – განცხადა დავუთ სერგეენკომ.

მეტი...

,,კარგად გვახსოვს, 2011 წელს როგორ ამაყობდა სააკაშვილი რუსი ტურისტების მზარდი ნაკადით”- ირაკლი კობახიძე

,,რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. კარგად გვახსოვს, 2011 წელს როგორ ამაყობდა სააკაშვილი რუსეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი ნაკადით,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში. „ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს როგორ ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი ნაკადით. იმავე პერიოდს განეკუთვნება ვანო…

მეტი...

,,რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას”- ირაკლი კობახიძე

,,დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი როდესაც ღვივდება, პირველივე დღეს და პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. არავითარი განცხადება ჯერჯერობით მისგან არ გვესმის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სახალხო დამცელი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებსა და კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება მოხდა. ,,წინა ქსენოფობიური კამპანია როცა აგორდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, მაშინ 10 დღე დასჭირდა სახალხო დამცველს, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ქსენოფობიასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ეს არის სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობა. როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი,…

მეტი...

,,რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და სირცხვილი”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს რუსეთის მოქალაქის მიმართ აქვს ზიზღი, ეს ქსენოფობია და სირცხვილია. ,,რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და ეს არის სირცხვილი. თქვენ არ მეთანხმებით ამაში?! თუ ადამიანი არის უბრალოდ რუსი ან რუსეთის მოქალაქე, და ამის გამო აქვთ ზიზღი ადამიანის მიმართ… თქვენ გაქვთ ზიზღი ასეთი ადამიანის მიმართ? რუსის მიმართ ზიზღი გაქვთ? რიგითი რუსის მიმართ თქვენ ზიზღი გაქვთ? თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ თქვენ არაფერი გსმენიათ არც ადამიანების უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე, არაფერზე, გარდა ამისა კულტურაზე”,- განუცხადა ირაკლი…

მეტი...

,,ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!! – მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ლუსტრაციის კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვს. ხაზარაძის თქმით, არც ერთი კოლაბორაციონისტი თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურებში არ უნდა ინიშნებოდეს და ეს კანონის ძალით უნდა კონტროლდებოდეს. „ბოლო თვეებში ინტენსიურად ხდება ადამიანების ლუსტრაცია, უკრაინის ომის ფონზე ბევრს ჩამოეხსნა ნიღაბი, საზოგადოებამ ნათლად დაინახა რუსული პოლიტიკის მეხოტბეები და მხარდამჭერები. ლუსტრაცია მომხდარია. ახლა ამას კანონით გაფორმება სჭირდება… არც ერთი კოლაბორაციონალისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე. ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!!“- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ხაზარაძის განცხადება ლუსტრაციის კანონის მიღებასთან დაკავშირებით პირველად არ ჟღერდება, ეს მოთხოვნა „ლელოს“ ადრეც ჰქონდა, პარტიას მომზადებული აქვს…

მეტი...