უკრაინამ ოკუპანტი ქვეყნიდან 53 ბავშვო დაიბრუნა

უკრაინამ ქვეყნიდან გაყვანილი 53 უკრაინელი ბავშვი უკან დააბრუნა. ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ადასტურებს. ვერეშჩუკის ინფორმაციით, გატაცებულ ბავშვებთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ, რომელიც საერთაშორისო სასამართლოშიც წავა. „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვიღებთ ინფორმაციას, აღვრიცხავთ და თუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელ ბავშვს აღმოვაჩენთ, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაბრუნებლად”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.  

მეტი...

კორონავირუსის პარალელურად, ახალი ვირუსი „პომიდვრის გრიპი“ გამოჩნდა

მსოფლიოში ახალი, ე.წ. პამიდვრის გრიპი გამოჩნდა, რომელის კერაც ინდოეთია. გრიპი ინდოეთში ოფიციალურად დადასტურდა და ის არაერთ ადამიანს დაუფიქსირდა. „პომიდვრის გრიპის“  ვიზუალურად შემჩნევა საკმაოდ მარტივია, რადგანაც, მას ახასიათებს გამონაყარი კანზე და პამიდვრისფერი ბუშტუკები. რაც შეეხება სიმპტომებს, ეს არის: მაღალი სიცხე; დაღლილობა; სხეულის მოდუნება და სახსრების ძლიერი ტკივილი. აღნიშნული ვირუსი გადამდებ ვირუსად ითვლება და ის კონტაქტით ვრცელდება.  

მეტი...

გაეროს ექსპერტს მიხეილ სააკაშვილთან 29 აგვისტოს ელოდებიან

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროსგან გაეროს ექსპერტის ლიცენზიის აღიარებას და მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას ითხოვს. როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ექსპერტი თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვა, თუმცა, ჯანდაცვის უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. „ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს.  ჯანდაცვის სამინისტროს 5 ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების თაობაზე 5 აგვისტოს და ასევე, 10 აგვისტოს მივმართეთ. სამწუხაროდ, დღემდე მათგან დამატებითი მოთხოვნების თაობაზე არაადეკვატურ წერილებს ვიღებთ. ცენტრმა „ემპათიამ“ გაეროს ექსპერტთან ასევე, სხვა ექსპერტებთან დაკავშირებით, ინფორმაცია დაწვრილებით მიაწოდა და ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთან ადეკვატური კომუნიკაცია ვერ მოვახერხე. რაც შეეხება გაეროს ექსპერტს, რომ 29-ში…

მეტი...

„დაკრიფეთ და წაიღეთ რამდენიც გინდათ “ – ატამი უფასოდ

მოქალაქე გიორგი მეტრეველი მსურველებს საკუთარი ბაღის ვაშლ-ატამას უფასოდ სთავაზობს. მსურველებს შეუძლიათ, იმდენი ხილი დაკრიფონ, რამდენიც შეუძლიათ. „მოკლედ ვაშლატამას ვერ ვყიდი ვერსად, არის სუფთა, არც დასეტყვილია, არც ფარიანა არ აქვს და არც კალიის ნაჭამია. უბრალოდ წვრილია და მაგიტომ არ იყიდება. ხოდა ვისაც სურვილი გაქვთ მოდით, დაკრიფეთ და წაიღეთ, უფასოდაა. ეხლა არ მითხრათ თუ პატივისცემა გინდა ბარემ შენ მოგვიტანეო. ვინც მიცნობთ იცით ადგილი სადაც მაქვს, ვინც არ იცით მოდით და გამოგყვებით და მოკრიფედ რამდენიც გინდათ. 3 რიადია, 60 ძირი და ახლა დაახლოებით ტონა-ნახევარი ასხია. 2 ან 3 დღეში თუ არ წაიღებთ ხეზე დალპობა…

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინმა ეს ომი უკვე წააგო”- ვიქტორ იუშჩენკო

,,ვლადიმერ პუტინმა ეს ომი უკვე წააგო, მაგრამ უკრაინას ის ჯერ არ მოუგია, – ამის შესახებ უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ  განაცხადა. იუშჩენკოს თქმით, უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ბრძოლა შეუძლიათ. „ბოლო სამი დღეა, ჩვენი სამხედროების წარმატება იმედისმომცემია. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც პუტინმა უკვე წააგო ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ჩვენ ჯერ არ მოგვიგია“, – აღნიშნა იუშჩენკომ.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 1 პირი. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,საშინელი თავდასხმა, ძალადობის ბარბაროსული ჩვენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ – ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დნეპროპეტროვსკის ოლქში, “ჩაპლინოს” რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ,,შოკირებული და დამწუხრებული ვარ ჩაპლინის მატარებლის სადგურზე რუსეთის დარყმის გამო. საშინელი თავდასხმა, ძალადობის ბარბაროსული ჩვენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო დგას უკრაინელი ერის გვერდით”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.  

მეტი...

ვლადიმერ პუტინი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას ზრდის

ვლადიმერ პუტინი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას ზრდის. რუსეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების 137 000 სამხედროთი გაზრდის შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ცვლილების შედეგად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობა იქნება 2 039 758, მათ შორის 1 150 628 იქნება სამხედრო მოსამსახურე. ამ დრომდე, რუსეთის შეიარაღებული ძალები 1 902 758 ჯარისკაცისა და ოფიცრისგან შედგებოდა, საიდანაც  1 013 628 სამხედრო მოსამსახურე იყო.

მეტი...

,,ხვალ გავასაჯაროვებ კიდევ ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომელიც არ ექვემდებარება არც წაშლას და არც დაზიანებას”- სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. როგორც გოგაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ  “მარიონეტულ მინისტრთა კაბინეტში მინიმუმ ორი სისხლის სამართლის დამნაშავე ზის”. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მთავარი მტკიცებულებების გასაჯაროებას აანონსებს ,,დღევანდელ მარიონეტულ მინისტრთა კაბინეტში მინიმუმ ორი სისხლის სამართლის დამნაშავე ზის – ვახტანგ გომელაური და რატი ბრეგაძე ( ჩემი საქმიდან გამომდინარე). თუმცა გომელაურის თქმით, ჩემი და მისი საიდუმლო კომუნიკაციის შესახებ ღარიბაშვილმა, ლილუაშვილმა და შოთაძემაც იცოდნენ. დავალებას ვისგანაც იღებთ, ეს უკვე ყველამ იცის, მაგრამ რეციდივისტები რომ ხართ, კიდევ ერთხელ დადასტურდა. პირველად, მერაბიშვილი გაიყვანეთ საკნიდან და კადრები წაშალეთ,…

მეტი...

,,რუსეთის ჯარები ზაპოროჟიეში, ატომური ელექტროსადგურის რეაქტორიდან 60 მეტრშია განთავსებული”- ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ჩანს, რომ რუსეთის ჯარები ზაპოროჟიეში, ატომური ელექტროსადგურის მეხუთე რეაქტორიდან 60 მეტრშია განთავსებული. „ვიდრე რუსეთი ატომური ელექტროსადგურის სამხედრო ოკუპაციას ახდენს, რეაქტორების ექსპლუატაციის მთავარ რისკად რეაქტორების გაგრილების სისტემა რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში. დაზვერვის ცნობით, სანამ სადგური რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ძირითად რისკებს შორის, სავარაუდოდ, რჩება რეაქტორების გაგრილების სისტემების შეფერხება, მისი სარეზერვო ელექტრომომარაგების დაზიანება, ზეწოლის ქვეშ მომუშავე მუშების შეცდომები.

მეტი...

,,ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა მომგებიანი არ არის”- მიხაილო პოდოლიაკი

,,ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა მომგებიანი არ არის არც უკრაინისთვის და არც ევროპისთვის,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, ნებისმიერი დროებითი ხელშეკრულება, სამომავლოდ რუსეთის მხრიდან აგრესიის გაგრძელების წინაპირობა გახდება. „ეს იქნება ნაცრისფერი ზონა, რომელიც მუდმივად გაიზრდება და დააწვება ევროპას. ევროპა იძულებული იქნება მუდმივად განახორციელოს უფრო მეტი ინვესტიცია აქ, რომ როგორმე დაგვეხმაროს სიცოცხლისუნარიანობაში. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის ხელსაყრელი ევროპისთვის“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.  

მეტი...

11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ბათუმში 11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

გაერო-ს 50-ზე მეტი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

გაერო-ს 50-ზე მეტი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა განცხადებას, რომელიც უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და  რუსეთის აგრესიას კიდევ ერთხელ გმობს. „ყველა სახელმწიფოს გაერო-ს წესდების მეორე მუხლით აქვს ვალდებულება, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეიკავონ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ან ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მოაგვარონ საერთაშორისო დავები მშვიდობიანი გზით. მუქარისა და ძალის გამოყენების შედეგად ტერიტორიების მითვისება კანონიერად არ იქნება აღიარებული. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო კანონმდებლობის წინაშე აღებული ვალდებულებების სრული უგულებელყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტს ხელს აწერენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, თურქეთი, კანადა, მოლდოვა…

მეტი...

„ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ მოხდა. ”ფორმულას” ცნობით, უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, ოპერატორს თავს დასხმოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. პირდაპირი ჩართვის დროს, “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – (mcm.ge)

მეტი...

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ფინანსების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია,  1200 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგოს

,,ჩვენმა დაკვირვებამ და პილოტირების მიგნებებმა ცხადყო, რომ ტექნოლოგიურ საშუალებებს, საუბარია ხმის მიცემისა და ხმების მთვლელ აპარატებზე, ამომრჩეველთა რეგისტრაციის გამოყენებაზე, შეუძლიათ, გადააზღვიონ მთელი რიგი საკითხები,” – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,  ფინანსების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია,  1200 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგოს. ,,საერთაშორისო კარგი პრაქტიკა აჩვენებს იმას, რომ მათ შორის წამყვან ქვეყნებში ეტაპობრივად ხორციელდებოდა ტექნოლოგიების დანერგვა. ჩვენ ამის გამოცდილება 2018 წლიდან გვაქვს. გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მასშტაბი კრწანისის მთელ ოლქში, ასევე ბათუმის შუალედურ არჩევნებზე ორკომპონენტიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია იყო გამოყენებული საარჩევნო პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაციას დღეს შეუძლია ის, რომ 2024…

მეტი...

დაჭრილი პატიმარი გურამ სვანაზე კლინიკაში გარდაიცვალა

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. პატიმარი რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გასროლა, რომლითაც პატიმარმა სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, გურამ სვანიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს ერთ-ერთ ესკორტის ოფიცერს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი პატიმრის საქმე –  პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ესკორტის ოფიცერს ბრალდება წარუდგინა – (mcm.ge)

მეტი...

ასლან ბჟანია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთება აფხაზეთის ,,ეროვნულ” ინტერესებშია

ოკუპირებული აფზახეთის  დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთება აფხაზეთის ,,ეროვნულ” ინტერესებშია. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესისთვის ოკუპირებული აფხაზეთი მზადაა. „ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ამ კავშირში გაწევრიანება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები.  იდეა არის ჩვენთან, აფხაზებთან ახლოს, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, – განაცხადა ბჟანიამ.    

მეტი...

ბორჯომის ხანძრის ქრობის პროცესი გაძლიერებული ძალებით გრძელდება – რთულად მისადგომ რელიეფზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი გაძლიერებული ძალებით გრძელდება. მათივე ცნობით, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…

მეტი...

სპეცოპერაცია თბილისში – ნარკოდანაშაულის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა თბილისში  34 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ნარკორეალიზატორი. დაკავებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.

მეტი...

,,მეც ვიყავი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც მათ დღემდე დევნის” – გოგაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ბოდიშს უხდის

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილში გოგაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ბოდიშს უხდის. ,,ჩვენს მეგობარ უკრაინას, რომელიც ოკუპანტებთან ომს აწარმოებს, მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და მინდა ვუსურვო რაშისტებზე გამარჯვება. ეს ჩვენი ქართველების გამარჯვებაც იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ მეომრებს იმ თავგანწირვისა და გმირობისათვის, რასაც ისინი ავლენენ ფრონტის წინა ხაზზე. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ბიჭებს ბოდიში მოვუხადო, რადგან მეც ვიყავი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც მათ და მათ ახლობლებს დევნიდა, ავიწროვებდა, უთვალთვალებდა და იძულებულს ხდიდა ქვეყანა დაეტოვებინა მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარულები იყვნენ…

მეტი...

ესპანეთი უკრაინას საზენიტო ბატარეას და რაკეტებს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას საზენიტო ბატარეას და რაკეტებს გადასცემს – აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მადრიდის სამხედრო დახმარების უახლესი ტვირთი, 1 000 საველე საარტილერიო საბრძოლო მასალას, ათას ტონა დიზელის საწვავს, სხვადასხვა ჯავშანმანქანასა და 30 000 ზამთრის ფორმას მოიცავს. ამასთან, ესპანეთი უკრაინულ ჯარებს საზენიტო ბატარეის გამოყენებაში გაწვრთნის.  

მეტი...

ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მიერ კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა. ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. ,,კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს,” – ნათქვამი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

მეტი...

„ქართული ოცნება“ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მოშლას ცდილობს”- არასამთავრობო ორგანიზაციები

,,სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვის მიზანს ატარებს, რაც ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად დინებაზე მიანიშნებს,” – ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, მმართველი პარტია იმ ინდივიდებს, თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს, რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას. „მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პუნქტის შესრულებაზე მისსავე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა, რასაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჯგუფებში მუშაობის შეჩერება მოჰყვა, მმართველი პარტია…

მეტი...

,,ნახევარი წელია პუტინი უდანაშაულო ქვეყანას ანადგურებს – რუსეთთან მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს”- ანალება ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავს. მისივე  თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს ომის თავიდან ასაცილებლად, თუმა რუსეთის პრეზიდენტმა საპასუხოდ ჩაშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები და უკვე ნახევარი წელია ანადგურებს უდანაშაულო ქვეყანას. „ჩვენ დიდი ყურადღება არ მივაქციეთ ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შიშებს. აუცილებელია ახალი ევროპული და აღმოსავლეთ ევროპული პოლიტიკა“, – აღნიშნა ანალინა ბერბოკმა. ანალენა ბერბოკი აღნიშნავს, რომ რუსეთს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც კი არ სურს მოლაპარაკებების წარმოება, ასეთ სიტუაციაში კი  უკრაინის იარაღით მომარაგების გარდა სხვა გამოსავალი არ რჩება.  

მეტი...

„გვჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა, ფული სახელმწიფოს დასაფინანსებლად – გვაქვს შანსი, უფრო სწრაფად მოვიგოთ ომი”- ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, წლის ბოლომდე უკრაინელებს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ კარგი ამბებია მოსალოდნელი. „მე ვარ ინფორმირებული ოპტიმისტი ან კარგად ინფორმირებული, ამიტომ მაქვს გარკვეული პოზიტიური იმედი, რომ წელს იქნება კარგი, სასიამოვნო სიახლე მთელი უკრაინული საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია ხალხმა ნახოს გამარჯვება“, – აღნიშნა რეზნიკოვმა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება. „ჩვენ ასევე გვჭირდება სხვა ტიპის რესურსები – ეს არის იარაღი, საბრძოლო მასალა, ფული სახელმწიფოს დასაფინანსებლად და ბევრი სხვა. ჩვენ გვაქვს შანსი, უფრო სწრაფად მოვიგოთ ომი. დანამდვილებით შემიძლია დავამოწმო, რომ ჩვენი პარტნიორები მზად არიან ითანამშრომლონ ჩვენთან არა…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

დნეპროპეტროვსკის ოლქში, “ჩაპლინოს” რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია – 11 წლის მოზარდი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა, 6 წლის ბავშვი კი რკინიგზის სადგურთან ავტომანქანის დაწვის დროს. შემთხვევის შედეგად  31 ადამიანი დაშავდა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის ცნობით, ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.

მეტი...

საქართველოსა და მექსიკას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მექსიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდ კასაუბონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა გაბუნიამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და მექსიკას შორის თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროში. შეთანხმების თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზაობას, ხელი შეუწყონ უწყებათაშორისი კავშირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარებას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა გაცვლის პროგრამების მეშვეობით საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, აგრეთვე…

მეტი...

,,ხანძრის მეტ გავრცელებას არ ველოდებით, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძირს მასშტაბების გაზრდა მოსალოდნელი არ არის. მისივე თქმით, ზარალზე საუბარი ჯერ ნაადრევია . „დღეს ყველაზე აქტუალური ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის არის ხანძრები. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის. ზარალზე ჯერ ნაადრევია ვისაუბროთ. ჩვენ მეტ გავრცელებას არ ველოდებით, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ ხანძარი დროულად მოექცეს კონტროლქვეშ და მოხდეს მისი ლოკალიზება და საბოლოოდ ჩაქრობა. მყისიერად იქნა რამდენიმე უწყების ძალების მობილიზება – საგანგებო სიტუაციების, სატყეო, რეინჯერები, თავდაცვის – ყველა ებრძვის ხანძარს. მათ შორის, გამოყენებულია ტექნიკა და ასევე, მეზობელი ქვეყნებიდან…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი თანამშრომელი მოკლეს

უკრაინის რადას  ადამიანის უფლებათა კომისრის, დიმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი თანამშრომელი მოკლეს, ხოლო  26 დააკავეს,  ობიექტის ოკუპაციის დროს. ,,ეს არის უკრაინის ატომური ელექტროსადგური, სადაც მუშაობენ უკრაინელი ინჟინრები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნებისმიერს, ვისაც შეუძლია უზრუნველყოს ატომური ელექტროსადგურის მთლიანობის შენარჩუნება”, – განაცხადა ლუბინეცმა.

მეტი...

გზაზე ამოშვერილი რკინის ბოძები, რომელიც უამრავ მანქანას ამტვრევდა, მოხსნილია

სამი რკინის ბოძი, რომელიც ერწოს ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე იყო ამოშვერილი და არაერთი მანქანა აქვს დაზიანებული, მოხსნილია. ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის უკან მოხდა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ შეესწრო. დავუკავშირდით თბილისის მერია, შემდეგ კი ნაძალადევის გამგეობას და პრობლემა ოპერატიულად მოგვარდა. როგორც გამგეობაში გითხრეს, არც ჰქონდათ ინფორმაცია, ეს ბოძები აქ საიდან გაჩნდა და რა ფუნქციას ასრულებდა. ფაქტია ის, რომ მანქანის დამტვრევის ფუნქციას ასრულებდა. მოძველებული და მორყეული ბოძები გზის სავალ ნაწილზე იყო, რომელსაც მძღოლები ვერ ამჩნევდნენ და სერიოზულად ზიანდებოდნენ. ადგილობრივებს კი პრობლემა არ აწუხებდათ, რადგანაც იცოდნენ ე.წ. შავი წერტილის შესახებ და თავს არ იწუხებდნენ,…

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 376 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 376 ბავშვი დაიღუპა, 733-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 388, ხარკოვის ოლქში – 202, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ნიკოლაევის ოლქში – 67, ლუგანსკის ოლქში – 61, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 41. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 328 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.  

მეტი...

შსს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავებისა და მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პოლიციის მიერ ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწების ცნონით,  სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალქალაქში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ,,გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს…

მეტი...

რუსი ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე 45 850 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 45 850 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 45 850; ტანკი – 1 929; ჯავშანტექნიკა – 4 245; საარტილერიო სისტემა – 1 037; სარაკეტო სისტემა – 272; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 202; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 828; საკრუიზო რაკეტები – 196; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 160; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 99. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 25 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

,,დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ“- ალექსეი რეზნიკოვი

,,დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ“- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა ენდობოდა თავის მეზობელს, რომელთანაც ბუდაპეშტის მემორანდუმს მოაწერა ხელი და საკუთარ ჯარზე არ ზრუნავდა. „დღეს ჩვენ ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ დამოუკიდებლობის უფლებას. ჩვენ 30 წელზე მეტია დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ჩვენს საზღვრებში შევქმენით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ დღეს შეიძლება მეტს ვიხდით იმის გამო, რომ საკუთარ არმიაზე არ ვზრუნავდით. ერთადერთი შეცდომა, რომელიც დანამდვილებით შემიძლია დავასახელო – ძალიან ვენდობოდით მეზობელს, რომელმაც ჩვენთან ბუდაპეშტის მემორანდუმი გააფორმა. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება და…

მეტი...

გასროლა პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით – მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა

პოლიციის მიერ ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწების ცნონით,  სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალქალაქში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ,,გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს…

მეტი...

,,რუსეთმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის ზღვარზე დააყენა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის ზღვარზე დააყენა,”- ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ვიდეომიმართვისას მიმართა. პრეზიდენტის თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მუდმივი კონტროლი საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ უნდა აიღოს, რუსეთმა კი, უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ბირთვული შანტაჟი და სადგურის ტერიტორია დატოვოს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია საბრძოლო მოქმედებების ზონად აქციეს”.        

მეტი...