„მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში, გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და ურჩევს პირველივე სიმპტომისთანავე ტესტი ჩაიტაროს რადგან, კორონავირუსის სიმპტომები სხვა ინფექციის სიმპტომებისგან არაფრით განსხვავდება. „კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-19-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID-19-ზე ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მით უმეტეს არ დადგება ლეტალური…

მეტი...

„COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში“ – თენგიზ ცერცვაძე

  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. მისივე შეფასებით, ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში. „სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ და აღიზიანებთ ქვეყანაში COVID-19-ის სიტუაციის სტაბილურობა და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებელი. ისინი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აცხადებენ (ძირითადად სოციალურ ქსელებში), რომ თითქოს ქვეყანაში არ არის COVID-19-ის შემთხვევების ზუსტი აღრიცხვა?! მონაცემები არ ქვეყნდება?! გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები არ არის გამჭვირვალე?! არ შეესაბამება სინამდვილეს?! და…

მეტი...

„დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგის ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, სადა კორონავირუსის მზარდ სტატისტიკაზე საუბრობს. „დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის“ – აცხადებს ცერცვაძე. ინფექციონისტის შეფასებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. „ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 6 შემთხვევა, ხოლო წინა კვირაში – 8. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 1700-1800 COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ…

მეტი...

„სამართლიანი არჩევნების“ სამუშაო ჯგუფში არდაშვებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

„საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს და არ დაუშვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. „სამართლიანი არჩევნების” (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში. როგორც საელჩოში აცხადებენ, ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო. „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო…

მეტი...

,,ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში”- ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა  განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფებში. ,,მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას”, – ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ არ მიიწვიეს – (mcm.ge)

მეტი...

,,არ მაქვს სურვილი, თქვენმა და ჩვენმა შვილებმა იომონ, უნდა დავმშვიდდეთ”- ალექსანდრე ლუკაშენკო

„არ იფიქროთ, რომ მე აქ რაიმე სახის თავდასხმას ვგეგმავ: ჩვენ დავბომბავთ უკრაინას ბელორუსის ტერიტორიიდან და ა.შ. არ მაქვს სურვილი, თქვენმა და ჩვენმა შვილებმა იომონ. უნდა დავმშვიდდეთ,”- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. ლუკაშენკოს განმარტებით, ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმას არ გეგმავს. მისივე თქმით, ათასობით უკრაინელმა შეაფარა თავი მის ქვეყანას. „როგორ მუშაობენ. როგორი ბედნიერები არიან. რატომ? იმიტომ, რომ მწუხარება განიცადეს, გაუძლეს ომს. ეს ჩვენი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვაწყენინოთ”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებულ ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა მიეცემა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით. „ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღნიშნული რეჟიმი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების მოხსნა წარმოადგენდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ერთ-ერთ ძირითად საგანს.…

მეტი...

ასპინძაში დათვი მწემსს თავს დაესხა – მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი გარდაიცვალა

ასპინძაში, ნიალას მთაში კაცს დათვი თავს დაესხა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი გარდაიცვალა. რსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კაცი კახეთის მუნიციპალიტეტიდან იყო და მთაში მწყემსად მუშაობდა.

მეტი...

,,შევახსენე ზელენსკის, რომ შეგვიძლია მასსა და პუტინს შორის შეხვედრა მოვაწყოთ”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზადაა დიპლომატიური წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში და ორივე პრეზიდენტი თურქეთში შეხვედრაზე მიიწვია. მისივე თქმით, ლვოვში გამართულ მოლაპარაკებებზე  უკრაინის პრეზიდენტს, თურქეთში, პუტინთან შეხვედრა შესთავაზა. „მე განვაცხადე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ომის დიპლომატიური და მოლაპარაკებების გზით დასრულებაში წვლილის შეტანას. სწორედ ისე, როგორც სოჭში ვიზიტის დროს პუტინს ვუთხარი, ზელენსკის შევახსენე, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მათ შორის შეხვედრას“, – განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, ერდოღანმა, ზელენსკიმ და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშმა გუშინ, 18 აგვისტოს ლვოვში  სამმხრივი მოლაპარაკებები გამართეს.

მეტი...

საქსტატის ინფორმაციით,  საქართველომ ბოლო შვიდ თვეში, 64,780 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის შვიდ თვეში ელექტროენერგიის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. საქსტატის ცნობით,  იანვარ-ივლისში ქვეყანამ 64,780 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14,813 მლნ დოლარი იყო. ყველაზე დიდი რაოდენობის ელექტროენერგია თურქეთში გავიდა. მეორე ადგილზს სომხეთი, ხოლო მესამეს  აზერბაიჯანი იკავებს.

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინმა წააგო უკრაინასთან და დასავლეთთან საინფორმაციო ომი”- ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი

ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელის, ჯერემი ფლემინგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა სრულად წააგო უკრაინასთან და დასავლეთთან საინფორმაციო ომი. „შეჭრიდან ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენთვის ნათელია, რომ უკრაინაში ჩაფლავდა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურად აღების მცდელობა, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმაც“,- აღნიშნა ფლემინგმა. ჯერემი ფლემინგის თქმით, რუსეთიც და უკრაინაც ჩართული არიან კიბერ ომში და ორივე მხარე იყენებს კიბერ შესაძლებლობებს მიზნების მისაღწევად. „პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიხარულის მიზეზი, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ როგორ მუშაობენ რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ფლემინგმა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს

ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. „მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო! მივესალმები ჩემს მეგობარს და ჩვენი ქვეყნის მეგობარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს,…

მეტი...

,,თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა”- ნიკოლო ფაშინიანი

,,დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმავოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა,”- ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. „ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას სომხურ-ქართული პარტნიორული, მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ამ ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე. უსათუოდ საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნის საუკუნოვან კავშირებს…

მეტი...

,,რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს “რუსული რულეტკის” თამაშს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი  ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება “რუსული რულეტკის” თამაშს ნიშნავს. ,,რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს “რუსული რულეტკის” თამაშს სავსე ბარაბნით და ყველასთვის ფატალური დასასრულით. ომის გაგრძელებას, ტერორს და კრიმინალურ შანტაჟს. ზელენსკიმ გამოაცხადა მოლაპარაკების პროცესის ძირითადი პირობები. მთავარი – რუსული ჯარების სრულად გაყვანაა უკრაინის ტერიტორიიდან,”- წერს პოდოლიაკი ,,ტვიტერზე“

მეტი...

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარებას ამზადებს – „როიტერი”

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით დაახლოებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი” ავრცელებს. „როიტერის“ ცნობით,  ბაიდენმა შესაძლოა, სპეციალური უფლება გამოიყენოს, რომელიც პრეზიდენტს აშშ-ის მარაგებიდან ჭარბი იარაღის გატანის ნებართვას ანიჭებს. სააგენტოს ინფორმაციით,  ბაიდენმა აღნიშნული გადაწვეტილება შესაძლოა დღეს გამოაცხადოს.

მეტი...

,,ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ”- ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძიების პროცესი კვლავ მიმდინარეობს. „გამოძიება იგივე ეტაპზეა, ანუ ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ. მეტი ახალი არაფერი არ გვაქვს ნამდვილად“ – აღნიშნავს შს მინისტრი. შეგახსენებთ, ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ესებუა ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. სპეცოპერაციის შემდეგ ესებუას თანხა გადასცეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მეტი...

,,საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის”- ნიკოლ ფაშინიანი

,,საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ,”- ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სომხეთის პრემიერმა ახალი საავტომობილო ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის განხორციელებისთვის ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა. „საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ. ასევე, უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა, ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სასაზღვრო თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში…

მეტი...

,,აქციის მონაწილეების უფლებებს ვერ შევზღუდავთ,​ პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით”- ვახტანგ გომელაური

,,აქციის მონაწილეების უფლებებს ვერ შევზღუდავთ,​ პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით, თუ დასაკავებელი იქნება, კულტურულად მივაბრძანებთ, – ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას. მინისტრის თქმით, აქციის მონაწილეებს უფლებებს ვერ შეუზღუდავენ. „ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. რაც გვევალება, იმას შევასრულებთ. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და როგორც არის წესი და კანონი, ისე მივუდგებით. პანჩურებით არ გავყრით ნამდვილად. კულტურულად მივაბრძანებთ, თუ დასაკავებელი იქნება. ჩვენთვის ახალი არ იქნება ცხელი შემოდგომები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ზურაბ  ჯაფარიძის განაცხადა: „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ…

მეტი...

,,მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ, სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობასა და მეგობრობას განასახიერებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ, სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობასა და მეგობრობას განასახიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც მონაწილეობდა ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. პრემიერის თქმით, ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებული თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრის სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. „მივესალმები ჩვენი ქვეყნის მეგობარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობისა და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი…

მეტი...

ავარია იგოეთთან – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთთან – არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,გოგაშვილი ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, ძალიან ველოდები, არანაირი პრობლემა არ იქნება”- ვახტანგ გომელაური

„ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, მე ველოდები, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, ძალიან ველოდებით. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ,”- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მას გოგაშვილი არაერთხელ დაუცვია გუნდისგან. ,,თავად სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. რომ გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, აღარ მახსოვს განყოფილების უფროსის მოადგილე თუ ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე გენინსპექციაში. მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ირაკლი იყო ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე და ასე ეტაპობრივად. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც,…

მეტი...

,,რაც შემეძლო ყველაფერი გავუკეთე, არაფერი არ ჰქონდა, მერე გახდა პირველი მოადგილე”- ვახტანგ გომელაური გოგაშვილზე

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს პასუხებს. მინისტრის თქმით,  ყველა ხედავს სადამდე მიიყვანა თავისივე საქციელმა და  ქმედებებმა სოსო გოგაშვილი. ,,მე არავის არ ვაყვედრი არაფერს. რაც შემეძლო ყველაფერი გავუკეთე. ეს ადამიანი იყო დაბალ თანამდებობაზე, არაფერი არ ჰქონდა. მერე გახდა პირველი მოადგილე და როგორც არის ღმერთმა მისცეს. კარგად იყოს. არანაირი ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის. რა მოხდა, სადამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა და მისმა ქმედებებმა კი ვხედავთ და კიდევ ვწუხვარ მე. არ მინდა არავისთვის, მითუმეტეს მისი ოჯახისთვის ცუდი,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

,,არ ყოფილა გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში – სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე”- ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის,პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით,  სოსო გოგაშვილის განცხადებას ეხმიანება. მინისტრის თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სპეცოპერაციისას პანკისში არ იმყოფებოდა. ,,არ ყოფილა სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში. ასევე, რატომღაც სპეცრაზმზე გაამახვილა ყურადღება. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ვთქვათ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი, ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. მძიმე იყო პირველ რიგში ოჯახისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება არ გაცემულა. სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე, ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური რა…

მეტი...

,,აბსურდია, მისთვის არ დამირეკავს და არ დავმუქრებივარ”- გომელაური გოგაშვილზე

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს. მინისტრის თქმით, გოგაშვილისთვის არ დაურეკავს და  არ დამუქრებია. ,,აბსურდია, მისთვის არ დამირეკავს და არ დავმუქრებივარ. მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და მით უმეტეს, ოჯახის ამოწყვეტით არავის დავემუქრებოდი. ეს არის სრული აბსურდი. გული მწყდება მასზე. მე დავაწინაურე, თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი და ჩემი ოჯახის ახლობელი და თურმე 3 წელი კომპრომანტებს აგროვებდა ჩემზე. ის არაერთხელ დამიცვია გუნდისგან, რომ არ გაეთავისუფლებინათ. რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე, არაფერს წარმოადგენდა და ჩემით მიაღწია ყველაფერს. მისმა მოქმედებებმა სადამდე მიიყვანა ის, კი…

მეტი...

,,ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება”- ხატია დეკანოიძე

„საქართველოში ოლიგარქიული სისტემის ჩამოცილება მმართველობიდან, კლეპტოკრატების მმართველობიდან განთავისუფლებას სჭირდება ფართო საარჩევნო რეფორმა, რომელიც სწორედ დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლო რეკომენდაციაა კანდიდატობისთვის,”- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა  ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება. ,,სასამართლო რეფორმა კი არის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი დემოკრატიისთვის. „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება. ჩვენი პარტია და ფრაქცია აგრძელებს მუშაობას როგორც „სამართლიან არჩევნებთან“, ასევე არასამთავრობო სექტორთან ფართო, დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ საარჩევნო კოდექსისა და რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებელი პაკეტის შესასრულებლად“, – განცხადა ხატია…

მეტი...

,,ქოცრებო, გავიგე მამა-მარჩენალს დაუტუქსიხართ ცუდად შესრულებული დავალების გამო”- სოსო გოგაშვილი

სუს- ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილში გოგაშვილი აღნიშნავს, რომ ახლა მის წინააღმდეგ “გენერალურ შეტევას” ამზადებენ და  აპირებენ მისი საუბრის დამონტაჟებას. “ქოცრებო, გავიგე მამა-მარჩენალს ძალიან დაუტუქსიხართ ცუდად შესრულებული დავალების გამო და ახლა ამზადებთ გენერალურ შეტევას ჩემზე, სადაც არსენალში ჩემი საუბრის დაჩეხვა და დამონტაჟება შეგიყვანიათ, რომელსაც გამოაქვეყნებთ. ეს ხო უკვე დააანონსებინეთ ,,ვიტალი ხაზარაძეებს’’: რა ალაპარაკებს და ვინ ალაპარაკებს ამას მალე გავიგებთო. ეს მეთოდი უკვე მოძველებული და გაშიფრულია, არანაირ შედეგს არ მოგცემთ, მით უფრო ამას გადაფარავს თქვენი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები. ისე…

მეტი...

სოსო გოგაშვილი პროკურატურაში ჩივის – ყოფილი მაღალჩინოსანი გომელაურის დაკითხვას ითხოვს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პროკურატურაში უჩივის. გოგაშვილი მისი დაკავებისას ღირსების შემლახველი მოპყრობის დადგენას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატურას მისმა ადვოკატებმა უკვე მიმართეს.  გოგაშვილი  საგამოძიებო უწყებისგან  ე.წ. საშხაპის ეპიზოდით დაინტერესებას ითხოვს. გოგაშვილები ითხოვენ დადგინდეს   ჰქონდა თუ არა ადგილი მუქარას შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრისგან. გოგაშვილის ადვოკატები სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების ხელმძღვანელის, მისი მოადგილისა და ვახტანგ გომელაურის  გამოკითხვას ითხოვენ. ,,თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ”- სოსო გოგაშვილი – (mcm.ge)

მეტი...

,,ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება”- ხატია დეკანოიძე

,,ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება,” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა  ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დეკანოიძის თქმით, ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია. „საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილება და სასამართლოს საფუძვლიანი რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის დაბრუნება, რაც ფართო საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემაში ფართო ცვლილებებით უნდა მოხდეს, ევროკავშირის მიერ გაწერილი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციებია, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვალდებულებები შეასრულოს. სამწუხაროდ, „ქართული…

მეტი...

ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამაკაცმა 30 წლამდე ქალი გაგუდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამაკაცმა ნაცნობი ქალი გაგუდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი – თ.ჩ. გაგუდა. პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,”-  ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

მკვლელობა მარნეულში – პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობისთვის 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობელს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ – 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი…

მეტი...

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 188.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3 პროცენტით მეტია. ექსპორტი 3 100.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (36.4 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7 087.4 მლნ. აშშ დოლარს (34.8 პროცენტით მეტია). საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (475.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (351.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (339.1 მლნ. აშშ დოლარი) 2022 წლის იანვარ-ივლისში…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – არის მსხვერპლი

ხარკოვის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. მისი თქმით, მსხვერპლის რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები ზუსტდება. ,,დღეს დილით მტერმა კვლავ ესროლა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობას. დაახლოებით დილის 6 საათზე დაფიქსირდა სულ მცირე 5 სარაკეტო დარტყმა ქალაქ კიევის, ნემიშლიანსკისა და ოსნოვიანსკის რაიონებში. ნემიშლიანსკში რაკეტები 2 კერძო სახლს დაეცა. ამ დროისთვის ცნობილია 1 გარდაცვლილი ქალის შესახებ. ის საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის თანამშრომელი იყო. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული  ქართველი სამხედროს სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება

უკრაინაში დაღუპული  ქართველი სამხედრო ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.  ბერდია ჯოხაძის ცხედარი ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლს 21 აგვისტოს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული გართულებებით 12 აგვისტოს გარდაიცვალა.

მეტი...

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის დონე 4 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1%  შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 36.2 ათასი კაცით (4.4%) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 63.0 ათასით (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა. 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 50.2 ათასი კაცით (6.1%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 44 700 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 44 700 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 44 700; ტანკი – 1 899; ჯავშანტექნიკა – 4 195; საარტილერიო სისტემა – 1 016; სარაკეტო სისტემა – 266; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141;  თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 197; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 795; საკრუიზო რაკეტები – 190; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 130; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 94. აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 19 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

,,მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, შენობების დაკავებაზეც, გზების გადაკეტვაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც”- ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ფიქრი, საუბარი და მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, შენობების დაკავებაზეც, გზების გადაკეტვაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც. მისი თქმით, ასეთი ფრაზების გონებაში გავლებაც კი აფრთხობს საზოგადოებას. “ნუ უსმენთ ამ სირებს და ნუ გეშინიათ. ფიქრი, საუბარი და მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, შენობების დაკავებაზეც, გზების გადაკეტვაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით რომ ისე დაგაშინეს, ასეთი ფრაზების გონებაში გავლებაც კი გაფრთხობთ. ახლაც ამიტომ მორთო გნიასი ერთი ჩატით მართულმა მეძავთა ხროვამ – რომ შეგეშინდეთ. ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება მიტაცებულია, სადაც არჩევანის უფლება წაგართვეს, სადაც უზურპატორი გაზის თავზე და გიმტკიცებს ჩემი &ლე სალამურიაო,…

მეტი...