პოლონეთის პრემიერმა მაკრონს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების დაჩქარებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მატეუშ მორავეცკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. პოლონეთის პრემიერმა მაკრონს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ​

მისი თქმით, ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყდრნობოდეს.

,,ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში არსებულ ვითარებას დაეთმო. მე ვისაუბრე იმაზე, რასაც ჩვენი მხრიდან ვხედავთ და ასევე ვთხოვე პრეზიდენტს უზრუნველყოს იარაღის სწრაფი მიწოდება, გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა. ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყრდნობოდეს“, –  განაცხადა მორავეცკიმ.

შეგახსენებთ, მატეუშ მორავეცკი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში 29 აგვისტოს იმყოფებოდა.

მსგავსი თემები