„მტერმა 8 რაშისტი და აღჭურვილობა დაკარგა“ – უკრაინული მხარე

გასული ღამე უკრაინელებისთვის საკმაოდ დაძაბული და „შედეგიანიც“ იყო. უკრაინულმა ძალებმა, ქვეყნის სამხრეთით 80-ზე მეტი რუსი სამხედრო და მათი 30 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალები ძირითადად ავიაციას იყენებდნენ. ოკუპანტებმა უკრაინას არაერთხელ შეუტიეს, თუმცა, ყველა შეტევა წარუმატებლად დასრულდა.

უკრაინულმა ძალებმა კი რუსების 13 სამეთაურო პუნქტს დაარტყა  ხერსონის, ბერისლავისა და კახოვკის ტერიტორიებზე. რუსმა სამხედროებმა კი შეტევა განახორციელეს ნიკოპოლისა და კრივოი-როგის მიმართულებით. დაზიანდა სახლები, სამოქალაქო ობიექტები, ეკლესია.

როგორც უკრაინული მხარე იუწყება, მტერმა სერიოზული დანაკარგი განიცადა. კერძოდ, „მტრის ზარალი შეადგენს 82 რაშისტსა და 30 ერთეულ აღჭურვილობას, მათ შორის S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემას, ორ T-72 ტანკს, 11 ერთეულ Msta-B ჰაუბიცას. “გრადებსა” და “ურაგანებს“.

 

მსგავსი თემები