ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

გაერო-ს გენერალური მდივანი დასავლეთ უკრაინაში იმყოფება. ანტონიო გუტერეში ხვალ ლვოვში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება. გაერო-ს პრესსპიკერის ინფორმაციით, გაერო-ს გენერალური მდივანი  სამმხრივ შეხვედრაზე მარცვლეულის საკითხს განიხილავს. ჩანიშნულია ოფიციალური შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

მეტი...

პარლამენტში გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების თაობაზე იმსჯელეს

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის აღსრულებასთან დაკავშირებით, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს. საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა ის ინიციატივა, რომელსაც გენდერული თანასწორობის საბჭო სამოქალაქო სექტორს რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში სთავაზობს. „დღეს ვისაუბრეთ ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის  მეორე ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება როგორც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და სახელმწიფო პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის სტრატეგიულ გრძელვადიან მიდგომას, ასევე გენდერული კვოტირების გაფართოების და მისი უფრო წარმატებით აღსრულების საკითხებს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ…

მეტი...

,,რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ადგილზე ბირთვული ავარიის რისკს ზრდის. მისი თქმით, საფრთხის წინაშე არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მეზობელი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოების მოსახლეობაცაა. „რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტის უსაფრთხოებას და ზრდის ბირთვული ავარიისა თუ ინციდენტის რისკს. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინის, მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოსახლეობას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

პოლონეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას  საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

პოლონეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას  საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 22 წლის რომან ემინოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ქესალოდან იყო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.

მეტი...

,,თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ”- სოსო გოგაშვილი

სუს- ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილში გოგაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან საშხაპიდან გამართულ საუბრის დეტალებს იხსენებს. გოგაშვილის თქმით, გომელაურმა მას უთხრა გაეჩერებინა ყველანაირი აქტივობა და მიეცა მათთვის სასურველი ჩვენებები აფგან მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით. ,,მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩემი შემოსვლისთანავე მე განიმარტეს, რომ მქონდა უფლება კვირაში ორჯერ – ხუთშაბათისა და კვირის დღეებში 09:30-დან 18:30 საათების შუალედში მესარგებლა საშხაპით. ბუნებრივია მე ვსარგებლობდი აღნიშნული უფლებით კანონით დადგენილი წესით, რისთვისაც მე მჭირდება დაახლოებით 15 წუთი. მიმდინარე წლის 28 ივლისს, ხუთშაბათ დღეს,…

მეტი...

 ,,სტრატეგიული პარტნიორის ელჩი როდესაც პარლამენტის წევრებზე კითხვას სვამს, ვინ არიან და რას წარმოადგენენ, სახელმწიფოს მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულებაა”- სოზარ სუბარი

,,უადგილო და არაკორექტულია, როდესაც საელჩო პარლამენტს პრაქტიკულად ბრძანების ტონით მიმართავს, უნდა გააკეთოთ ეს და ეს, კარგი იქნება, თუ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა დღეიდან გაგრძელდება იმ ფარგლებში, რა ფარგლებსაც ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა ითვალისწინებს, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნებიდან” გასულმა დეპუტატმა  სოზარ სუბარმა განაცხდა. სუბარის თქმით, როდესაც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ელჩი პარლამენტის წევრებზე კითხვას სვამს , ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ეს სრულიად გამაოგნებელი და დამამცირებელი დამოკიდებულებაა. „როდესაც პარლამენტის წევრებზე და მართლა დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტის წევრებზე კითხვას სვამს დემოკრატიული ქვეყნის ელჩი და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ელჩი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ,…

მეტი...

,,მთავარი არხის” წამყვანს გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ   გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე  ,,მთავარი არხის” ტელეწამყვანს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის…

მეტი...

,,როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ოჯახი მიმყავს, ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა”- ზელენსკი

,,როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ჩემი ოჯახი მიმყავს?  ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, მას ქვეყნის დატოვებას სთავაზობდნენ. ,,მთელი დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის განმავლობაში უკრაინელებს ფული გაჰქონდათ საკუთარი ანგარიშებიდან და შესაბამისად ჩვენი ეკონომიკიდან. ჩვენ შეგვეძლო ამ სიტუაციაში უფრო მკაცრად მოვქცეულიყავით, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებდით ეროვნულ ბანკს და რომელიმე სხვა დაწესებულებას ხალხისთვის საკუთარი ფულის გატანის უფლება შეეზღუდა. დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხს ეს თავისუფლება აქვს. ამიტომ, დიახ, ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ჩემი ოჯახი…

მეტი...

,,კელი დეგნანი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს, რაც ძალიან სამწუხაროა”- დიმიტრი ხუნდაძე

,,ვფიქრობ, კელი დეგნანის დამოკიდებულება არის ფიქსაცია იმისა, რომ ის არის მხარე, რადგან ის არათუ დიპლომატიური ენით არ საუბრობს, არამედ დაიწყო საუბარი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ენით და მისი მესიჯბოქსი არის უკვე წინა პლანზე წამოსული,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძის თქმით, ძალიან ბევრი აცდენები აქვს ამერიკის ელჩს. „კელი დეგნანმა განაცხადა, თითქოს არ გვიცნობს. ვფიქრობ, რომ მისი ყოველდღიური მეხსიერებიდან ჩვენ არ ამოვდივართ, მაგრამ ჩვენს ურთიერთგანსხვავებაში არ არის საქმე. ვფიქრობ, რომ მისი დიპლომატიური ენა აბსოლუტურად სცდება აქამდე ყველასათვის დადგენილ სტანდარტს. ის ამბობს, რომ უარგუმენტო იყო ის კითხვები, რასაც ყოველდღიურად გაურბის და დღეს პრაქტიკულად საბოლოოდ დაადასტურა,…

მეტი...

,,ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს სახლებს და სამშობლოს, რეალურად ვიცავთ ღირებულებებს და ევროპას”- ვიტალი კლიჩკო

,,ჩვენ ვიბრძვით და ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს სახლებს და სამშობლოს, რეალურად ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს და ევროპას, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისივე თქმით, პუტინს არ სურს მისცეს შანსი უკრაინას იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. „ისინი საუბრობენ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, პოლონეთზე. ასევე არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანიის ნაწილი საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო. ჩვენ ვიყავით სსრკ-ში და არ გვინდა იქ დაბრუნება. ამ უაზრო ომის მიზეზი ძალიან ნათელია. ჩვენი სურვილია ვიყოთ ევროკავშირის, ევროპული ოჯახის ნაწილი და პუტინს არ სურს მისცეს შანსი უკრაინას იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.  

მეტი...

,,არ მგონია, შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგეს, რადგან ყველაფერი ღიად ითქვა იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიციები აქვს”- მიხეილ სარჯველაძე

,,არ მგონია, რომ რაიმე შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგება, რადგან ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ ითქვა იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიციები აქვს და ვინ რა თემაზე საუბრობს, – ასე აფასებს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას. სარჯველაძის თქმით, ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ ითქვა იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიციები აქვს და ვინ რა თემაზე საუბრობს. „ვერ მივცემ თავს უფლებას, კრიტიკული მოსაზრებები შემოგთავაზოთ ამ საკითხების ირგვლივ, თუმცა საკითხის დასმა იმასთან დაკავშირებით, ვის წარმოადგენენ, ამ ოთხი ადამიანის მხრიდან მკაფიოდ იქნა ახსნილი, რატომ გადაწყვიტეს მათ ცალკე მოღვაწეობა, რათა მათ საჯაროდ ესაუბრათ პრობლემების შესახებ,…

მეტი...

,,ქართული ცხენოსნობის განვითარებას მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება”- სალომე ზურაბიშვილი

ქართული ცხენოსნობის განვითარებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ის არ მხოლოდ სპორტის სახეობა, არამედ ჩვენი კულტურა და ტრადიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში, საცხენოსნო კლუბში „ხარება“ სტუმრობისას განაცხადა. „როგორც „ენგურჰესია“ ხიდი აფხაზეთთან, ასევე ცხენი და ცხენოსნობა არის ხიდი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის და ზოგადად, გამაერთიანებელი. აუცილებელია, არსებობდეს ბევრი საჯინიბო და მათ რეგიონისა და ცენტრალური ხელისუფლებისგან ხელშეწყობა ჰქონდეთ. საჭიროა, აქ იმართებოდეს დიდი შეჯიბრები, სადაც აფხაზებიც ჩამოვლენ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. საჭიროა, ამ ადგილს მისი კუთვნილი, ისტორიული ფუნქცია დავუბრუნოთ და არ დავივიწყოთ, რომ ცხენოსნობას ქართული სახელმწიფოსა და ქართული…

მეტი...

,,საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე”- გურამ მაჭარაშვილი

,,ეს განცხადება ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ ჩვენს ბოლო წერილებში მითითებული მტკიცებულებები არის მართალი, რადგან არც ერთ მათგანზე ქალბატონ ელჩს არ უპასუხია და კონტრაგუმენტი არ წარმოუდგენია,”- ასე ეხმიანება “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებას. მაჭარაშვილის თქმით, მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატების მიზანია  საზოგადოებამ სწორად დაინახოს სიმართლე, რა ხდება საქართველოს საწინააღმდეგოდ თუ სასარგებლოდ. ,,საინტერესოა, რა არის, მისი აზრით, შეთქმულება – ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ის, რომ საელჩო ამბობს, რომ 30 წელი გადაიხადა იმისთვის…

მეტი...

,,უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმს”- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, აშშ-ისა და მისი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმს. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვაწოდეს აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, მტერი არის, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მეტი...

,,ამერიკის საელჩო ცოცხალი თავით არ ემიჯნება ომის რიტორიკას”- გურამ მაჭარაშვილი

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით,  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ომის რიტორიკას ცოცხალი თავით არ ემიჯნება. მისივე თქმით, საელჩო რადიკალურ ოპოზიციაში ნაკლს და ნეგატივს ვერ ხედავს. ,,სუბიექტურია ამერიკის საელჩო იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეში ხედავს თავისი გადმოსახედიდან ნაკლს და ნეგატივს, ხოლო რადიკალურ ოპოზიციაში ამას ვერ ხედავს. აქედან გამომდინარეობს ბუნებრივია ეს ლოგიკა. რასაც საქართველოს საზოგადოება ემიჯნება, ეს არის ომის რიტორიკა და არეულობა ქვეყანაში, ამას არ ემიჯნება ცოცხალი თავით ამერიკის საელჩო. სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი კითხვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და რაღაც შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა, რა არის შეთქმულება მისი…

მეტი...

ჯო ბაიდენმა ინფლაციის შემცირების კანონპროექტს მოაწერა ხელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფლაციის შემცირების კანონპროექტს. „ინფლაციის შემცირების აქტი“ ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიებისთვის 430 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს გამოყოფს. დანარჩენი თანხა კი, ფედერალური დეფიციტის შემცირებას მოხმარდება. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვის ხარჯებთან ბრძოლას, ასევე, გადასახადების გაზრდას ძირითადად მდიდარი მოსახლეობისთვის.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხობი-ფოთის დამაკავშირებელი გზის შუა ქვალონის მონაკვეთზე  ერთმანეთს ორი  მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 50 წლის ქალი. ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

,,ამ ოთხეულის ქმედება არც დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია”- ხვიჩია ,,ოცნებიდან” წასულებზე

,,ვეთანხმები ქალბატონ კელის, როგორც სხვა შემთხვევებში – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა” არც დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია, – ასე ეხმიანება “გირჩის”ლიდერი იაგო ხვიჩია აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, სადაც ის “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ბრალდებებს, “უგუნურ, კონსპირაციულ თეორიებად” მოიხსენიებს. ხვიჩიას თქმით,  ,,ოცნებიდან” წასული დეპუტატების ქმედებები თავისი მნიშვნელობით ყველაზე ახლოსაა სიტყვა “ტროლინგთან”. ,,მთელი ეს ქმედებები თავისი მნიშვნელობით ყველაზე ახლოსაა სიტყვა “ტროლინგთან”. როდესაც ასე, ჩვეულებრივი “ტროლივით” იქცევი ამერიკის საელჩოსთან, უცნაურად გამოიყურება და რაც უფრო მეტ კომენტარს გააკეთებ ასეთი ტიპის საქციელზე, მით ნაკლები…

მეტი...

პროკურატურა ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პროკურატურა ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. „გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე, გულგრილობის შედეგად, ლაგოდეხის ნაკრძალში “ნინოსხევის ჩანჩქერზე” 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ იქნა ცნობილი 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ვ.ქ.-ს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ…

მეტი...

,,მიგაჩნიათ თუ არა, რომ მოთხოვნების ასეთი ფორმით დაყენება სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა?”- სოზარ სუბარი

,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი სოზარ სუბარი, აშშ-ს საელჩოს მიერ  სასამართლო რეფორმისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ,,ფეიქბუქში” განცხადებას ავრცელებს. სუბარის თქმით, კარგი იქნება თუ მისი კოლეგები მკაფიოდ დააფიქსირებენ თავის პოზიციას საელჩოს ინსტრუქციებში გამოთქმულ პრობლემებზე. „გუშინ სასამართლოს თემაზე ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ წერილს საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა პარლამენტის არაერთი წევრისგან, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ჩვენი კოლეგები მკაფიოდ დააფიქსირებენ თავის პოზიციას საელჩოს ინსტრუქციებში გამოთქმულ პრობლემებზე: – ეთანხმებით თუ არა აშშ-ის საელჩოს ინსტრუქციას, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა შეცვალოს ხუთი კონსტიტუციური ნორმა, თანაც ის ნორმები, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ უკვე არის სამართლიანად და უხარვეზოდ შეფასებული? მიგაჩნიათ თუ…

მეტი...

დონეცკის რეგიონის დაბომბვას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

დონეცკის გუბერნატორის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის რეგიონის დაბომბვას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 7-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. კირილენკოს ცნობით,  ერთი მოქალაქე ადეევკაში, ხოლო მეორე ზაიცევის რაიონში მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა.  

მეტი...

საქართველოში აშშ-ს საელჩო  პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს

აშშ-ს საელჩო საქართველოს პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას და მართლმსაჯულების სისტემის სხვა დაინტერესებულ მონაწილეებს. რეკომენდაციები ეყრდნობა საელჩოს კომუნიკაციას პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან. რეკომენდაციები, ასევე ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს. ზოგადი რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის საერთაშორისო შეფასება: შეფასება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი პროცესის შედეგად და დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიერ გაცხადებული ვალდებულებების შესაბამისად. მომავალში განსახორციელებელ რეფორმებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეფასებამ უნდა მოიცვას არა მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზები,…

მეტი...

,,უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს”- ელჩი ,,ოცნებიდან” წასულების განცხადებაზე

,,ბრალდებები, რომლებიც მათ ბოლო დროს გააკეთეს აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს,”- ასე შეაფასა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა  „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, „ხალხის ძალის“ წევრების მიერ გავრცელებული განცხადება. ელჩის თქმით, ნებისმიერი ბრალდება, რომლითაც  პასუხისმგებლობას პოლარიზაციაზე აკისრებენ დასავლეთს, არის გადაბრალების მცდელობა დასავლელ პარტნიორებზე. ,,რაც შეეხება ამ ჯგუფს, არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, აშშ საქართველოს ბევრი წელია, ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეს ასევე მოიცავს მრავალფეროვან პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, რამდენად განსხვავებულები არიან მთავრობისგან.…

მეტი...

კომპანია PSP ფარმაცევტრული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის

PSP-ს მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე. წარმოების განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ათვისება ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი საყრდენია. ამ მოსაზრებით ჯერ კიდევ 2000 წელს PSP-მ შექმნა პირველი ქართული საერთაშორისო სტანდარტის საწარმო GM Pharma, რომლის წარმოებული მედიკამენტები 15 წელზე მეტია მსოფლიოს 11 ქვეყანაში გადის ექსპორტზე და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. ფარმაცევტული სტანდარტებით წამლის ახალი ფორმების (ამპულები, მალამოები, ხსნარები და ა.შ.) ქართული წარმოების გაფართოება და R&D ლაბორატორიის შექმნა ხელს შეუწყოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის…

მეტი...

,,სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის განსახილველად”- აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.  რეკომენდაციები ეყრდნობა საელჩოს კომუნიკაციას პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან. რეკომენდაციები, ასევე, ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოსდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს. რეკომენდაციების თანახმად, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს ფართო საზოგადოებისთვის. ,,სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის განსახილველად, გარდა ისეთი გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა გადაწყვეტილების გამოუქვეყნებლობა გამართლებულია მსხვერპლის დაცვის, ან მიმდინარე გამოძიების ინტერესით. რამდენადაც შესაძლებელია, გადაწყვეტილებები სენსიტიური საქმეების შემთხვევაშიც უნდა გამოქვეყნდეს დაშტრიხული სახით, ან გამოძიების ეტაპის დასრულების შემდგომ,”- აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიის…

მეტი...

,,გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან”- კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების მორიგ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ის ბრალდებები, რაც მათ საელჩოს წაუყენეს უაზრო შეთქმულების თეორიაა. დეგნანის თქმით, გავრილოვის ღამემ, არშესრულებული დაპირებებმა და არადემოკრატიული ქმედებებმა წარმოშვა პოლარიზაცია და არა დასავლელმა პარტნიორებმა. ,,მე ზუსტად არ ვიცი, რას ან ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი ან რამდენად განსხვავდებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, დატოვებული აქვთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მათ წაუყენეს ამერიკის საელჩოსა და სხვებს არის უაზრო შეთქმულების თეორია, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამერიკის საელჩო…

მეტი...

,,ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა”- გოგაშვილი გომელაურს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს, რომლითაც  შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს. წერილში გოგაშვილი  თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალებს საუბრობს და გომელაურს  ნამოქმედარზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. “ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა. შენ აღარ ხარ ,,ლიჩნიკი’’, შენ ხარ შსს მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობის პირი და მმართველი ბანდის პოლიტსაბჭოს წევრი. ვიცი, რომ წლების მანძილზე პრაქტიკაში კარგად მოირგე შენი გაფუჭებულის სხვაზე გადაბრალება, სხვისი დასჯა და შენი თანამდებობის, ასევე არაოფიციალური კოლოსალური შემოსავლის შენარჩუნება, რომელიც ყოველთვიურად უტოლდება 10 000 რიგითი პოლიციელის შემოსავალს. სხვის ნაცვლად ვერ…

მეტი...

,,მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინელების ერთიანობა  და პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა აძლიერებს. სააკაშვილის თქმით, მას უნდა უკრაინა იყოს თავისუფალი და  გამოთქვამს სურვილს, მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში. ,,მე ვარ ტყვე, დაპატიმრებული საქართველოში, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია. ჩემი ჯანმრთელობა განადგურდა, მაგრამ მინდა, უკრაინელებმა იცოდნენ, რომ სულიერად და ფიზიკურად მეხმარება ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, ხალხის ერთიანობა, პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა, უკრაინის მიმართ მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა და გამარჯვების მიმართ ჩემი უსაზღვრო რწმენა. მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ვემახსოვრები,”- ნათქვამია…

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებენ

50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა წესსა და შერჩევის კრიტერიუმებს  შეიმუშავებს. არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად 30 აგვისტომდე უფლებადამცველებს, უფლებადამცველ ჯგუფებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთავაზობენ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში ჩაერთონ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთავაზების მიზანია, შეირჩეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველი. „სამოქალაქო სექტორის ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, მიმართული არის იქეთკენ, რომ ჩვენ შევძლოთ რეალურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა. ჩვენ ერთხელ ეს პროცესი უკვე გავიარეთ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობთ იმავე გზას, იმავე პროცესს, რომელმაც ჩვენ ხუთი წლის წინ…

მეტი...

უბედური შემთხვევა რუსთავში – ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა

უბედური შემთხვევა რუსთავში – ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მუშა  სკვერში არსებულ ატრაქციონებზე სამუშაოს ასრულებდა, რა დროსაც ხარაჩოდან გადმოვარდა და დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია.

მეტი...

,,განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება”- “მთავარი არხის” განცხადება

“მთავარი არხი” ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. არხის განმარტებით,  15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა,  მისი ჩვენების საფუძველზე კი, ნაკაიძე დააკავეს. “მთავარი არხი” გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება. ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს…

მეტი...

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომით დაიღალოს რუსეთი და არა ჩვენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთის ხელმძღვანელობა მოელის, რომ უკრაინელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო ომისგან დაიღლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიღალოთ არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ ჩვენი მტერი“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტების უკრაინიდან განსადევნად საჭიროა, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა. ,,იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა – ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა,”- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,ყირიმის ხიდი რუსული არმიისთვის მთავარი კარიბჭეა, ასეთი ობიექტები უნდა განადგურეს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ყირიმის ხიდი რუსული არმიისთვის მთავარი კარიბჭეა, ასეთი ობიექტები კი უნდა განადგურდეს.  მისივე თქმით, უკრაინა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს ყირიმის ხიდს, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთის მატერიკთან აკავშირებს. ,,ეს არის უკანონო მშენებლობა და მთავარი კარიბჭე ყირიმში რუსული არმიის მომარაგებისთვის. ასეთი ობიექტები უნდა განადგურეს”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მეტი...

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 44 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 44 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 44 100; ტანკი – 1 886; ჯავშანტექნიკა – 4 162; საარტილერიო სისტემა – 993; სარაკეტო სისტემა – 263; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136; თვითმფრინავები – 233; ვერტმფრენი – 196; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 792; საკრუიზო რაკეტები – 190; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 054; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 93. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად  361 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად  361 ბავშვი დაიღუპა, 712 კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 376, ხარკოვის ოლქში – 198, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 60, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 40. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

აშშ უკრაინული ხორბლის შესაძენად 68 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად, შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინული ხორბლის შესაძენად 68 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. „ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ყველაზე დაუცველთათვის და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას ამ მაგალითს მიჰყვენ“, – წერს ბლინკენი Twitter-ზე.  

მეტი...