თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც 1991 წელს უკრაინის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად, ყოველი წლის 24 აგვისტოს აღინიშნება. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღეს 31 წელი გავიდა.  

მეტი...

„ცინიკურად გვისურვებს „მშვიდობიან ცას“ ჩვენი დაბომბვით“ – პოდოლიაკი ლუკაშენკოს მილოცვაზე

ბელორუსის პრეზიდენტის მილოცვას უკრაინული მხარე ცინიკურს უწოდებს.  როგორც პრეზიდენტს ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ლუკაშენკოსეული  „მშვიდობიანი ცა“ სხვა არაფერია, თუ არა, ბომბების ცვენა. „ლუკაშენკოს ნამდვილად სჯერა, რომ მსოფლიო ვერ ამჩნევს მის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებში და ამიტომ ცინიკურად გვისურვებს „მშვიდობიან ცას“ ჩვენი დაბომბვით. ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღრიცხულია და ექნება შედეგები – ბარბაროსული რუსეთის იმპერიის დაცემისთანავე“ , – აცხადებს პოდოლიაკი ლუკაშენკოს მოლოცვის წერილთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, რომ  ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მშიდობიანი ცა და წარმატებები უსურვა. პუტინის მეგობარი ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მეტი...

პუტინის მეგობარი ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას  დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მოლოცვის ტექსტი ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. „დარწმუნებული ვარ, დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ გაანადგურებს ორი ქვეყნის ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან გულწრფელ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ბელარუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე“, – აღნიშნულია ლუკაშენკოს მისალოც წერილში, რომელიც უკრაინას მშვიდობიანი ცას, ტოლერანტობასა და წარმატებებს უსურვებს. ლუკაშენკოს წერილს კი უკრაინული მხარე ცინიკურს უწოდებს.

მეტი...

„ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას“ – ბორის ჯონსონი

„სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას“ – ეს განცხადება ბორის ჯონსონმა კიევში გააკეთა. როგორც ჯონსონმა აღნიშნა, რუსეთი უკვე ბარბაცობს. „აშკარაა, რომ უკრაინელი ხალხის თავდადების წყალობით, რუსეთის შეტევა დონბასში წარუმატებლობას განიცდის. სწორედ ახლა ვხედავთ იმ მომენტს, როდესაც თქვენ, მეგობრებო, უნდა დაარტყათ რუსებს, როდესაც მათ უკვე დაიწყეს ბარბაცი“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე შეფასებით, პუტინთან მოლაპარაკება არ შეიძლება. „ ახლა არ არის რაღაც წვრილმანი შერიგების გეგმით გამოსვლის დრო. არ შეიძლება მოლაპარაკება იმ ადამიანთან, ვისაც თქვენზე ქუჩაში თავდასხმა სურს, ვისაც თქვენს საფულესთან ერთად თქვენი…

მეტი...

„ქმრის გარეშე არსად ვისვენებ“ – თიკა კანდელაკის ქმარი სანქცირებულია

თიკა კანდელაკი პუტინის მხარდამჭერ, უკრაინაში ომის გამამართლებელ და ოკუპაციის მხარდამჭერ მორიგ გზავნილს ავრცელებს. „კანადის ხელისუფლებამ ჩემი ქმარი შეიყვანა სანქცირებულ პირთა სიაში. მის გარეშე კი მე არ ვისვენებ. რას ვიზამთ, კიდევ ერთ ქვეყანას ამოვშლი ჩემი რუკიდან. გაუმარჯოს სოჭს, ყირიმს და სევასტოპოლს!“ – წერს კანდელაკი Telegram-ის ოფიციალურ გვერდზე.

მეტი...

ბრიტანეთი უკრაინას 54 მილიონიან დახმარებას გაუწევს

უკრაინაში მყოფი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ომში მყოფ ქვეყანას მორიგ დახმარებას გაუგზავნის. როგორც ბორის ჯონსონმა კიევში განაცხადა, ეს არის ნათელი დადასტურება, რომ ბრიტანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება. როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, უკრაინა ბრიტანეთისგან 54 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს. სამხედრო დახმარების შემადგენლობაში დრონებთან ერთად იქნება მიკრო-დრონები და ყველა ის აღჭურვილობა, რაც უკრაინას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. გარდა ღნიშნულისა,  დიდი ბრიტანეთი გეგმავს უკრაინისთვის ნაღმის აღმომჩენი ტექნიკის გადაცემას,  რომელიც უკრაინას რუსების მიერ დატოვებული ნაღმების აღმოჩენაში დაეხმარება. უკრაინელი ჯარისკაცები შესაბამის სწავლებებს ბრიტანეთში გაივლიან. ასევე, ბრიტანეთი საკუთარ თავზე იღებს უკრაინელი სამხედროების გადამზადებას.…

მეტი...

ბორის ჯონსონი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. „პრემიერ-მინისტრი უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე კიევში ჩავიდა. მისი გზავნილია: უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის გვერდზე. კიევში ვიზიტით მყოფ ბორის ჯონსონს ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა და დიდი ბრიტანეთის მოქმედ პრემიერს თავისუფლების ორდენი გადასცა. „დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს პატივი, ბორისს ყველა უკრაინელის სახელით გადავცე თავისუფლების ორდენი. ეს ჯილდო სრულად ასახავს ყველაფერს, რაც ბორისმა გააკეთა, აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

მეტი...

,,თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის შემცირების სურვილი აქვს, საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ჩვენი ინტერესი გაიზრდება”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევა დამოკიდებული იქნება პოლარიზაციის ხარისხზე. „თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს სურვილი, შემცირდეს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გაიზრდება ჩვენი ინტერესი, დაბლა დავწიოთ ბარიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტად უნდა გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებრივ სტაბილურობას, სისტემის სტაბილურობას და ასეთ დროს უფრო მაღალი ბარიერი არის მიზანშეწონილი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც იქნება დამოკიდებული პოლარიზაციის ხარისხზე, რომელიც კონკრეტულ მომენტში იქნება მოცემული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

,,ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან, რათა საჯაროდ გამოვაცხადოთ, რომ სიბნელე ვერ გაუტოლდება თავისუფლების ცეცხლს”- ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, ექვსთვიანმა  თავდასხებმა  უკრაინელების სიამაყე საკუთარი თავის, მათი ქვეყნის და დამოუკიდებლობის ოცდათერთმეტი წლის მიმართ კიდევ უფრო გააძლიერა. „ვიცი, რომ ეს დამოუკიდებლობის დღე მწარეა მრავალი უკრაინელისთვის, რადგან ათასობით ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა, მილიონობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა და მრავალი სხვა გახდა რუსული სისასტიკისა და თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ექვსთვიანმა შეუბრალებელმა თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა უკრაინელების სიამაყე საკუთარი თავის, მათი ქვეყნის და დამოუკიდებლობის ოცდათერთმეტი წლის მიმართ. დღეს და ყოველდღე, ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან, რათა საჯაროდ გამოვაცხადოთ, რომ სიბნელე, რომელიც განაპირობებს ავტოკრატიას, ვერ…

მეტი...

,,არც ISFED-ის და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის”- ირაკლი კობახიძე

,,არც „ისფედის“ და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით,  “სამართლიანი არჩევნები” არ გაემიჯნა მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალშიც აპირებენ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას. „ულტიმატუმს აყენებენ პირიქით ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც საუბრობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. რაც შეეხება ISFED-ს, მის მიმართ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან რბილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციამ გააყალბა PVT (ხმების პარალელური დათვლა) და მიუხედავად იმისა, რომ ის გამოდიოდა პირდაპირ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნით,…

მეტი...

ხანძარი ბორჯომში – ცეცხლი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივზე გავრცელდა

ბორჯომის მუნიპალიტეტის გაჩენილ ხანძარს კვლავ ვერ აქრობენ. ცეცხლი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივზეც გავრცელდა. არსებული ცნობით, ხანძრის დასახლებულ პუნქტებამდე მისვლის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს. მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე  სხვადასხვა სირთულის კერები ისევ ფიქსირდება.  

მეტი...

პირდაპირი ჩართვის დროს, “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ. ”ფორმულას” ცნობით, უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, ოპერატორს თავს დასხმოდა. ,,მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი, ბადრი ჩელენჯს გიცხადებ, მოდი შევხვდეთ, სადაც გინდა, როცა გინდა”,- აცხადებდა უცნობი პირი.

მეტი...

,,არ მინდა, ზედმეტად შევიდე პოლემიკაში აშშ-ის ელჩთან, თუმცა ასეთი განცხადებები დასანანია”- ირაკლი კობახიძე

,,არ მინდა, ზედმეტად შევიდე პოლემიკაში ქალბატონ ელჩთან, თუმცა ვიტყვი, რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არ შეიძლება, ამ მნიშვნელოვან ფაქტს  ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება. „ვიდრე კუთხეში არ მივაყენეთ ISFED-ი, მანამდე არ აღიარებდა იმ სიყალბეს, რომელიც იყო წარმოდგენილი. ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი სახით და ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი არსით, საუბარი იყო ზღვარის გადალახვაზე, იმ ზღავრისა, რომელიც იყო დასაშვები ფარგლები PVT-ის ცდომილების კუთხით. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს წარმოადგენს ორგანიზაცია, მას არ შეიძლება, უწოდო სანდო. ეს დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ასეთი…

მეტი...

,,აფხაზეთი რუსეთის სამართლებრივ სივრცეში ექცევა”- ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების რეალიზაციით, აფხაზეთი ფაქტობრივად  რუსეთის სამართლებრივ სივრცეში ექცევა. მისივე განმარტებით, რუსეთი ”შემოვლითი” გზებით აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას. ,,რუსეთმა 2020 წლის 12 ნოემბერს აფხაზებს ხელი მოაწერინა პროგრამაზე, რომელსაც ეწოდება ,,კანონმედებლობის ჰარმონიზაციის გზით, საერთო სოციალურ- ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება” და   45 პუნქტისგან შედგება. ამ 45 პუნქტიდან 2021 წლის ბოლომდე უნდა შესრულებულიყო 15, მიმდინარე წელს კიდევ 8 პუნქტი, დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული რომელი პუნქტი როდის უნდა შესრულდეს. დღემდე, 23-24 პუნქტი უნდა იყოს შესრულებული, თუმცა არც ერთი…

მეტი...

,,ISFED არის ასოცირებული თაღლითურ ორგანიზაციასთან, ეს დადასტურებული ფაქტებია”- კახა კალაძე

არ მინახავს ეს განცხადება, არ მომისმენია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა, რადგან ISFED არის ასოცირებული თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას. კალაძის თქმით,  ISFED -ი დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით და საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. „მეორადი შედეგების დათვლა, რომელსაც ისინი აკეთებდნენ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. მიზანმიმართული მცდელობა იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ყველაზე რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ მათი ეს ქმედება, ეს იყო თაღლითობა. რა თქმა უნდა, ამას…

მეტი...

,,სჯობს, ჩვენი ოპონენტები დამშვიდდნენ, ჩრდილს თავი შეაფარონ, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით”- გია ცაგარეიშვილი

,,ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ, სჯობს, ჩვენი ოპონენტები დამშვიდდნენ, ჩრდილს თავი შეაფარონ, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით,”-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს “ცხელი შემოდგომა” მრავალჯერ აქვს გადატანილი. „გარეთ ისედაც ცხელი შემოდგომა დგას, ტყეს ცეცხლი უკიდია. რაც შეეხება ცხელ პოლიტიკურ შემოდგომას, ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ, სჯობს, ჩვენი ოპონენტები დამშვიდდნენ, ჩრდილს თავი შეაფარონ, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით. თუ ეს შეუძლიათ, თუ არადა, 40-გრადუსიან სიცხეში გამობრძანდნენ რუსთაველის გამზირზე და რაც უნდათ, გააპროტესტონ, ესეც მათი უფლებაა. ამგვარი „ცხელი შემოდგომა“ და უარესიც, ამ ქვეყანას მრავალჯერ აქვს გადატანილი. არ…

მეტი...

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის მხარემ გამოთქვა მზაობა დაეხმაროს საქართველოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაინტერესდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარებით და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობით. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს შესაბამისი ტექნიკით. „ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-თურქეთის მჭიდრო პარტნიორობას და აღნიშნა მსგავს სიტუაციებში წარსულშიც თურქეთის მხრიდან აღმოჩენილი დახმარება. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – მიკროავტობუსი მანქანას შეეჯახა და ამობრუნდა

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ერთმანეთს მერსედესის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 5 მგზავრი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მიკროავტობუსის მძღოლის განცხადებით, მსუბუქი  ავტომობილის მძღოლმა მას გზა გადაუჭრა, მან კი  საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

მეტი...

,,ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია”- კელი დეგნანი

,,ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია,”– ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, ელჩმა კომუნიკაციების კომისიის მიერ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ გაფრთხილების, ხოლო „მთავარი არხი“ დაჯარიმების ფაქტი შეაფასა. „ეს მართლაც სამწუხარო განვითარებაა. სინამდვილეში, ეს არის სიტყვის თავისუფლების საკითხი და განსხვავებული შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, იმ შეხედულებების, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებს. ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია. სწორედ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 27 წლისთავზე, ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ ეს არის უფლება, რომელიც ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მეტი...

,,აშშ-ს  სრული ნდობა აქვს ISFED-ის, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ”- კელი დეგნანი

,,​აშშ-ს სრული ნდობა აქვს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ,”-  ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მონაწილეობდა გასულ ზაფხულს საარჩევნო რეფორმის ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა ამჟამინდელი სპიკერი, რომლის შედეგადაც მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო კანონი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ, რომელიც შემდგომში პარლამენტმა დაამტკიცა. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, გავიხსენოთ და შესაძლოა, გადავხედოთ ეუთო/ოდირისა და საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების 2022 და 2021 წლების არჩევნების შეფასებებს. ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების მოსყიდვაზე და კარუსელებზე, ადმინისტრაციული…

მეტი...

,,რუსეთმა აფხაზეთის ეკონომიკა სრულ დეგრადაციამდე მიიყვანა”- ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

,,რუსეთმა წლების განმავლობაში, აფხაზეთის ეკონომიკა მიზანმიმართულად სრულ დეგრადაციამდე მიიყვანა,” ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ჯემალ გამახარიამ   „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ჯემალ გამახარიას თქმით, რუსეთმა აფხაზეთის ეკონომიკა ისეთ კოლაფსამდე მიიყვანა, რომ აფხაზებს დამოუკიდებლად, რუსეთის ეკონომიკური დახმარების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. ,,2022 წლის 19 იანვარს დადებული ხელშეკრულების გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს. აღნიშნულ დოკუმენტს სჭირდება რატიფიკაცია და საზოგადოება ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ასლან ბჟანიამ მოიარა მთელი აფხაზეთი, შეხვდა ყველას და ამტკიცებდა, თუ რამდენად აუცილებელია ამ დოკუმენტის რატიფიკაცია. 17 აგვისტოს, ბჟანიას შეხვედრა ჰქონდა საზოგადოებრივ საბჭოსთან, სადაც საკმაოდ საინტერესო…

მეტი...

,,ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მთელი გულით ვულოცავ უკრაინელ ხალხს ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს! ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია, ისევე როგორც მარადიულია ღირებულება, რაც არის ჩვენი სახელმწიფოების ფუნდამენტი-თავისუფლება. მინდა, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო”- ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

,,რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო,”- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ჯემალ გამახარიამ   „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ანექსია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ,,რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო. 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთი აღიარა დამოუკიდებლად, 2 დღეში, 26 აგვისტოს აფხაზები აღნიშნავენ მათთვის ,,ვითომ” დღესასწაულს ,,დამოუკიდებლობის” დღეს. სწორედ ეს აღიარება, აფხაზეთის საქართველსგან ჩამოშორება იყო წინაპირობა, რომ რუსეთს უფრო აქტიურად განეხორციელებინა აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკა. ეს პოლიტიკა გრძელდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს,”- განაცადა ჯემალ გამახარიამ  „მედიაცენტრ მთავარში“. რუსეთმა აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა –…

მეტი...

,,24 თებერვალს გვითხრეს: შანსი არ გაქვთ, 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა”- ზელენსკი

,,24 თებერვალს გვითხრეს: შანსი არ გაქვთ. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა!,”-  ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართა. ზელენსკის თქმით, ახლა აღარავინ იტყვის უკრაინზე, რომ ის სადღაც რუსეთთან მდებარეობს „ექვსი თვის წინ რუსეთმა გამოგვიცხადა ომი. 24 თებერვალს მთელ უკრაინაში აფეთქებებისა და სროლების ხმა გაისმა და 24 აგვისტოს არ უნდა მოგვესმინა სიტყვები „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“. 24 თებერვალს გვითხრეს: შანსი არ გაქვთ. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა! ამ ექვს თვეში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ სამყარო და შევცვალეთ საკუთარი თავი. მთელმა მსოფლიომ…

მეტი...

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დაინტერესებული პირებისთვის 19 სექტემბრიდან ახალ სასწავლო კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ელექტროენერგეტიკული სექტორის რეგულირებას. კურსის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ თემებზე: – ენერგეტიკის სექტორის სამართლებრივი საფუძვლები და საკანონდებლო ჩარჩო; – ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია და სუბიექტები; – ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებში; – ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციები და ბირჟაზე ვაჭრობის პარამეტრები; – სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები; – მომხმარებელთა უფლებები და მომსახურების ხარისხი ელექტროენერგეტიკის სექტორში. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებებიდან. კურსის ფარგლებში…

მეტი...

,,ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს ომის მძიმე პერიოდში მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მეტი...

„ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისკენ“- კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი  კახა ოქრიაშვილი  საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველ რიგში უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიმართული იქნება  სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისკენ. ,,უკრაინას, საქართველოს მოძმე ერს, ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ამ მძიმე ბრძოლაში, ერთი მტრის წინააღმდეგ, ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და დარწმუნებული ვართ უკრაინის გამარჯვებაში. დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. კონსტიტუცია არის ის ფუნდამენტი, რაზეც შენდება სახელმწიფო, რაზეც დგას სამართლიანობა და რაც არის გზამკვლევი ნებისმიერი ერისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუცია მრავალჯერ გადაიწერა და დღეს მორგებულია და ემსახურება ივანიშვილისა და მისი „ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნებას.…

მეტი...

,,საქართველოს ვურჩევ, შეწყვიტოს ფლირტი რუსეთთან”- ადამ კინზინგერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი თბილისში რამზან კადიროვის მრჩეველის და მოკავშირის, ლევ ძენგოვის თბილისში ვიზიტს ეხმიანება და საქართველოს ურჩევს, შეწყვიტოს “ფლირტი რუსეთთან”. ,,რუსეთის, როგორც რეგიონალური ძალის, დღეები იწურება. საქართველოს კატეგორიულად ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდოს ამას და შეწყვიტოს ფლირტი რუსეთთან”, – წერს კინზინგერი.

მეტი...

,,ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო”- აშშ-ის საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, შტატებისთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია და დემოკრატიის სიმბოლოა. „ჩვენ, ხალხი“ – ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას – მიმართულებას. ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ – სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში. დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!“ – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ უკრაინას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის გზაზე”- არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! უკრაინის დამოუკიდებლობა გამოიწრთო და დაცული იქნა უკრაინისა და მისი ხალხის სიმამაცითა და გმირობით მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ უდიდესი პატივისცემით ვადასტურებთ და მხარს ვუჭერთ უკრაინას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის გზაზე. დიდება უკრაინას“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე.

მეტი...

,,უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტის თქმით, უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა. უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. საქართველო და უკრაინა არიან ახლო, მოძმე ერი, ერთი და იმავე ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

მეტი...

,,უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ გამძლეობას, გამბედაობას საკუთარი სამშობლოს დაცვასა და მშვიდობიანი, უზრუნველი მომავლისაკენ სწრაფვაში”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა, სამაგალითოა. „მსურს, უკრაინელ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. თქვენი თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს. უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ გამძლეობას, გამბედაობას საკუთარი სამშობლოს დაცვასა და მშვიდობიანი, უზრუნველი მომავლისაკენ სწრაფვაში“, – წერს პაპუაშვილი.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას მიკრო-დრონებს გადასცემენ

ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას  რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად, მიკრო-დრონებს გადასცემენ. აღნიშნულ ინფორმაციას  ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია,  დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 9.2 მილიონი აშშ დოლარია, მოიცავს Black Hornet-ის ერთეულებს, სათადარიგო ნაწილებს, ტრანსპორტირებას და ტრენინგს. ჯარისთვის ტრენინგს ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ფონდი დააფინანსებს, რაშიც წვლილი ნორვეგიამაც შეიტანა.  

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიის  შედეგად უკრაინაში  374 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,,  რუსეთის სამხედრო აგრესიის  შედეგად უკრაინაში  374 ბავშვი დაიღუპა, 723-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 388, ხარკოვის ოლქში – 202, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ნიკოლაევის ოლქში – 65, ლუგანსკის ოლქში – 61, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 41. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან. „ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის რვატონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება“, –…

მეტი...