,,ნატო-ს ორი ამოცანა აქვს: მხარი დაუჭიროს უკრაინას და არ დაუშვას კონფლიქტის გადაზრდა ნატო-სა და რუსეთს შორის ომში”- იენს სტოლტენბერგი

,,ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ფულადი ერთეულით ფასდება, ხოლო ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, ადამიანის სიცოცხლით იზომება,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის  თქმით,  დასავლეთი უკრაინის სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერისთვის შესაბამისს ფასს იხდის. „ჩვენ ვიხდით ფასს უკრაინის დახმარებისთვის – სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერისთვის; სანქციებისთვის, რომელმაც გამოიწვია ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა ჩვენს ქვეყნებში. მაგრამ გახსოვდეთ – ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ფულადი ერთეულით ფასდება, ხოლო ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, ადამიანის სიცოცხლით იზომება. ყოველდღიურად იქ ასობით გარდაცვლილი და დაშავებულია“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ორი უმთავრესი ამოცანა აქვს.…

მეტი...

რუსეთმა ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბა – დაიღუპა რვა ადამიანი

დონეცკის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს. შეთხვევის შედეგად დაიღუპა რვა და დაშავდა 4 ადამიანი. ,,8 დაღუპული, 4 დაჭრილი – ასეთია ტორეცკის დაბომბვის შედეგები, რაც რუსებმა დღეს დაახლოებით, 11:00 საათზე განახორციელეს. ოთხ დაშავებულს შორის სამი ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით, გასროლა მოხდა საარტილერიო დანადგარებიდან. ჭურვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაეცა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, რუსებმა დააზიანეს ეკლესია და დაჭრეს ადგილობრივი მღვდელი. დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობები”, – წერს კირილენკო სოციალურ ქსელში. გუბერნატორის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ,,რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას – ყოველდღე გვყავს…

მეტი...

ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას ამერიკელი კალათბურთელის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი. „დღეს ამერიკელი მოქალაქე ბრიტნი გრაინერს პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს და ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცის: რუსეთმა უსამართლოდ დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია. მე მოვუწოდებ რუსეთს, გაათავისუფლოს ის დაუყოვნებლივ, რომ მან შეძლოს თავის მეუღლესთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ყოფნა. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა დააბრუნოს ბრიტნი და პოლ უილანი სახლში უსაფრთხოდ, რაც შეიძლება მალე“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს  ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ კალათბურთელი დამნაშავედ ნარკოტიკული…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ ნათლად უთხრან: ჩვენ თავს დავიცავთ”- ადამ კინზინგერი

,,ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ მათ ნათლად უთხრან: ჩვენ თავს დავიცავთ ,”-  ამის შესახებ  აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ადამ კინზინგერმა განაცხადა. კონგრესმენის თქმით, შეერთებულ შტატები არ ცდილობს საქართველო ჩართოს რაიმე ტიპის ომში უკრაინაში, ამერიკის სურვილია საქართველო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. „როდესაც უკრაინაში ეს ომი დასრულდება, არავინ ამბობს, რომ საქართველოს არ შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. განსხვავება ისაა, რომ თუ გჯერა, რომ დათვის შეკავება შეგიძლია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, და ფიქრობ, რომ…

მეტი...

,,რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება, თუ რაშია საქმე”- მამუკა მდინარაძე

,,საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება, თუ რაშია საქმე,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კამპანია საქართველოში ტურიზმის სფეროს ჩამოშლის სურვილს უკავშირდება. „გუშინ აცხადებდნენ, რომ უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა რუსი ტურისტების, გაჩვენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევას, სადაც 2019 წელს შემოსულია მილიონ 472 ათასი რუსი ტურისტი და 2022 წელს შემოსულია 247 ათასი რუსი ტურისტი, აქ უპრეცედენტობა ტყუილია. 2018 წელს შემოვიდა მილიონ 405 ათასი. ახლა ჩვენ ვამხილეთ მათი ფეიკი, უპრეცედენტობა არის ტყუილი. ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ჩამოშალონ საქართველოში ტურიზმის სფერო. როდესაც…

მეტი...

 ,,თუ პუტინი გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ი პუტინი თუ გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება. მისივე თქმით,  ალიანსის ინტერესებშია, რომ პუტინის აგრესიული პოლიტიკა წარმატებული არ იყოს. „თუ პრეზიდენტი პუტინი თუნდაც გაიფიქრებს მაინც ისეთივე ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

,,ამერიკა არ ცდილობს, რომ საქართველო ჩართოს რაიმე ტიპის ომში უკრაინაში”- ადამ კინზინგერი 

,,ამერიკა არ ცდილობს, რომ საქართველო ჩართოს რაიმე ტიპის ომში უკრაინაში. ამერიკას სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა,”- ამის შესახებ  აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ადამ კინზინგერმა განაცხადა. კონგრესმენი საქართველო ხელისუფლების წარმომადგენლებს დეზინფორმაციასთან ბრძოლას ურჩევს. ,,როდესაც მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან მესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა. პირველ რიგში, მოდით, ამის ლოგიკურ ახსნაზე ვიფიქროთ. დიახ, გვსურს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ეს არაჩვეულებრივი იქნება. მაგრამ თავად ის იდეა, რომ ჩვენ ვცდილობთ საქართველო ჩავითრიოთ აქტიურ ომში რუსეთთან, ეს უბრალოდ სასაცილოა. ყოველთვის, როდესაც რაღაც მსგავსი…

მეტი...

,,ასეთი იდიოტობა ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული, როგორიც უკრაინული კანონია”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,საქართველოს პარლამენტში კარგ და ხარისხიან კანონებს არ ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი იდიოტობა ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული, როგორიც უკრაინული კანონია. რაც ამ კანონში წერია, არაფერ კავშირშია საქართველოსთან და საქართველოს პრობლემატიკასთან,” – ამის შესახებ განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მეგრელიშვილის თქმით, საქართველოს პრობლება არა  ოლიგარქიზაცია, არამედ სისტემის ერთპიროვნული მმართველობა და ერთპიროვნული მმართველის ყოლაა. „საქართველოს შემთხვევაში პრობლემა სულ სხვაა და მას შეძლებული ადამიანების პოლიტიკაში მოსვლის შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს. ეს შეიძლება უკრაინის პოლიტიკასთან იყოს კავშირი, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის. საქართველოს პრობლემა არის არა ოლიგარქიზაცია, არამედ სისტემის ერთპიროვნული მმართველობა და ერთპიროვნული მმართველის…

მეტი...

„დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომლიც „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით დღეს შეიქმნა, პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე, როგორც საბაზისო დოკუმენტი, განხილული იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი. კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა უკრაინული კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება.  „ევროკომისიის მიერ გაწერილია 12 პუნქტი. ერთ-ერთი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია.  ასეთივე რეკომენდაცია გაცემულია მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით.  უკრაინასთან მიმართებაში ევროკომისიამ გააკეთა მითითება, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მიღებული კანონის  ცხოვრებაში იმპლემენტაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია პოზიტიურად აფასებს კანონის მიღებას და ახლა უკვე მოწოდებაა კანონის იმპლემენტაციაზე. ჩვენთვის, დეოლიგარქიზაციის პუნქტში  გვჭირდება ობიექტური…

მეტი...

,,თურმე ამ ქვეყნის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 48 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, საერთოდ არ უნდა იყოს საჯარო პირი, რომელსაც კითხვის დასმა თავდასხმად მიაჩნია. „ჩვენ დღეს გავიგეთ, რომ თურმე ამ ქვეყნის პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან მათ ასევე მიაჩნიათ, თურმე, კითხვის დასმა და ამ კითხვაზე პასუხის გაცემის თხოვნა, განსაკუთრებით მკაფიო პასუხის გაცემის, ნიშნავს თავდასხმას. ე.ი მათ ეს ქვეყანა სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ, ეს არის ძალიან ცუდი. ამ ფსიქოლოგიით არათუ ოპოზიციაში, არამედ არსად არ უნდა იყოს ადამიანი. საერთოდ არ უნდა იყოს საჯარო პირი,…

მეტი...

,,უკრაინული კანონის კრიტერიუმებში ბიძინა ივანიშვილი არ ჯდება, ის არ მიიჩნევა ოლიგარქად“- ანრი ოხანაშვილი

„ვინც კონკრეტულ სუბიექტებსა და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს, ევროკომისიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ვერსიაა იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინული კანონის კრიტერიუმებში ბიძინა ივანიშვილი არ ჯდება, ის არ მიიჩნევა ოლიგარქად“,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის პუნქტში საჭიროა ობიექტური საზომი, რომლითაც აღნიშნული პუნქტი შესრულებულად ჩაითვლება. „ევროკომისიის მიერ გაწერილია 12 პუნქტი, ერთ-ერთია დეოლიგარქიზაცია. ასეთივე პუნქტია გაკეთებული მოლდოვისა და უკრაინის მიმართ. უკრაინის შემთხვევაში ევროკომისიას ჰქონდა მითითება, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის იმპლემენტაცია მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია პოზიტიურად აფასებს კანონის მიღებას. ჩვენ დეოლიგარქიზაციის პუნქტში გვჭირდება ობიექტური საზომი, რომლითაც ეს პუნქტი შესრულებულად…

მეტი...

,,სწყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არა ვხვდებით”- რუსები ქართულ ბარზე კიბერშეტევას ახორციელებენ

თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე “დედაენის ბარზე” რუსები კიბერშეტევას ახორციელებენ.  აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად ბარის Facebook-გვერდზე 2 აგვისტოს გავრცელდა. ,,სწყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არა ვხვდებით, 1*იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის “ადამიანი” რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად. რუსები უკმაყოფილოები არიან რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს. მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ რუსეთის და მისი იმპერიალისტური იდეების დასამარებას,” – ნათქვამია ბარის განცხადებაში. ბარის დამფუძნებელმა დათა გურჯიევმა დღეს გაავრცელა ინფორმაციას, რომ ს  „დედაენის ბარზე“ კიბერშეტევა მიმდინარეობს და ბარს სოციალური მედიის მართვაში…

მეტი...

,,ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება – ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს ადგილზე გაეცნო. ცვლილებების თანახმად, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, მოეწყობა გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის. თბილისის მერის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტისთვის ტერიტორიის გადმოცემასთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. „ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა. ფრანგული და იაპონური ბაღების ნაცვლად, გაჩნდა ორი დიდი მდელო, რაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნისთვის – დასვენებისთვის,…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და ძალიან კარგი რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ”- მამუკა მდინარაძე ლომჯარიაზე

,,გადასარევი პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა ნინო ლომჯარიამ, „ნაციონალურ მოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და ძალიან კარგი რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ ეს ადამიანი  ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების, თუ  ხელისუფლების ჩამოშლის მცდელობებში,”- ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის საქმიანობა. მდინარაძის თქმით, მას არ ეგონა თუ ნინო ლომჯარია ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა. ,,როდესაც ლომჯარიას ვირჩევდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ის ჩვენიანი იქნებოდა. დემოკრატია ასეთ გადაწყვეტილებას იცნობს, დემოკრატიული გადაწყვეტა იყო ეს. შეიძლება, ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ის, ასე აშკარად ჩაერთვებოდა „ნაცმოძრაობის“ კამპანიაში ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით, მაგრამ…

მეტი...

,,კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, აბსოლუტურად არარელევანტურია”- ირაკლი კობახიძე

,,კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, არის აბსოლუტურად არარელევანტური,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, რეალურად ნიკანორ მელია და ნიკა გვარამია ესხმოდნენ თავს  თავიანთი გამონათქვამებით სტრატეგიულ პარტნიორებს. „გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები ნიკანორ მელიას და ნიკა გვარამიას შესრულებით, ეს იყო ნამდვილი თავდასხმა. ჩვენს შემთხვევაში არის მარტივი რამ, კითხვები არის დასმული გარკვეულ თემებთან დაკავშირებით და ეს არის ის კითხვები, რაზეც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი. კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, არის აბსოლუტურად არარელევანტური. ეს მათაც კარგად იციან, ეს არის ერთგვარი კამპანია, თუმცა ეს კამპანია სრული წარუმატებლობისთვისაა განწირული“, – განაცხადა კობახიძემ. ,,მივმართავთ „ქართულ ოცნებას“,…

მეტი...

,,თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე”- მამუკა მდინარაძე

,,თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, რაც მოგონილი ამბავია“,-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კამპანია ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ჩამოშლას ემსახურება. „ეს არის იმ მოგონილი გაბრაზების ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, იმ, ხალხის აგორებული კამპანიის ერთი პატარა ფეიკნაწილია. ფეიკს ვუწოდებ მათ აღშფოთებას. ისინი რომ აყენებენ ამ საკითხს, უკვე არ უნდა განიხილო. თუ რამე მსგავსი საჭიროა, ამის ინიციატივები ისედაც გაჩნდება, მაგრამ ამ საკითხს იყენებენ იმ ფეიკკამპანიის გასაძლიერებლად, რომელიც დაიწყეს. გუშინ აცხადებდნენ, რომ უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა რუსი…

მეტი...

,,ეს არის მიზანმიმართული, ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო”- კობახიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზე

,,ეს არის მიზანმიმართული, ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, ხელისუფლებას ქსენოფობიაზე მკაცრი პასუხი ექნება. „მაგალითად, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, თითქოს დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი, რაც სრული ტყუილია. რეალურად, ერთი პროცენტიც არ იქნება. ჯამში, რაც შემოვიდა საქართველოში, თავის გასულებიანად, ყველაფრიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული.…

მეტი...

მამუკა ონაშვილი მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალეს

მომღერალი მამუკა ონაშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს. მომღერალი სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შეგახსენებთ, 55 წლის მომღერალი პირველ აგვისტოს გარდაიცვალა. მამუკა ონაშვილი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც მძიმე დაზიანებები მიიღო და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მეტი...

,,არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას  კავშირი არ აქვს 12 პუნქტთან”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ,,მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ საერთო განცხადებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად ასახელებენ. კობახიძისთვის აღნიშნული განცხადების შინაარსი გაუგებარია და აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მიერ დადგენნილი 12 პუნქტის შესრულებასთან წერილში მოცემული პირობები კავშირში არ არის. „რეალურად, არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ 12 პუნქტთან, რომელიც მოცემულია ევროკომისიის დასკვნაში, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია, ამ წერილის შინაარსი. ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვაქვს მსჯელობა, რაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გავაგრძელებთ ამ გეგმით მუშაობას“, –…

მეტი...

,,მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში არის არა მხოლოდ არარელევანტური, არამედ დამაზიანებელი”- სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ საერთო განცხადებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად ასახელებენ. სამადაშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც, ევროკომისიის დადგენილ 12 პუნქტის მიხედვით, ოლიგარქების და ოლიგარქიის ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე უნდა შემცირდეს, მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის დაბრუნდეს პოლიტიკაში გაუგებარია რომელ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება. „ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირის 12 პუნქტში შავით თეთრზე წერია პირდაპირ, რომ ოლიგარქების და ოლიგარქიის ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე უნდა შემცირდეს. ამ მოთხოვნის ფონზე, მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომელ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება. ეს ნამდვილად არის არა…

მეტი...

,,მონობა სწორედ ისაა, როცა საკუთარ პარტნიორს კითხვასაც ვერ უსვამ”- დიმიტრი ხუნდაძე

,,ოპონენტებს  ვეტყოდი – მონობა სწორედ ისაა, როცა საკუთარ პარტნიორს კითხვასაც ვერ უსვამ, როცა ის შენს ქვეყანასა და საზოგადოებას ასე სჭირდება,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნებიდან წასულმა  დეპუტმა დიმიტრი ხუნდაძე განაცხადა. ხუნდაძის  თქმით, მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატების მიერ შექმნილი მოძრაობა ,,ხალხის ძალა” იქნება მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი საქართველოში. „როდესაც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ლეგიტიმური კითხვები ისმება და პასუხები არ ჩანს, ესე იგი, რაღაც ხდება. როცა საჭიროა, კითხვების დასმაც უნდა გავბედოთ და პოზიციის დაფიქსირებაც. ამას არავის კარნახი არ სჭირდება. კითხვების თავდასხმად მონათვლაც, მისგან თავის არიდების იარაღია. კითხვა მაშინ შეიცავს საფრთხეს, როდესაც მასზე…

მეტი...

მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო ოთხ პირობას ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, კრემლთან მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ოთხივე პირობას ასახელებს. პოდოლიაკი ერთ-ერთ პირობად უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების საჭიროებაზეც საუბრობს. „რუსეთთან მოსალაპარაკებლად საჭიროა სწორი პოზიცია. ეს მოიცავს ოთხ მარტივ შემადგენელ პუნქტს: 1. შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რათა რუსეთის ლოჯისტიკა განადგურდეს. 2. საჰაერო თავდაცვითი და ანტისარაკეტო სისტემები, რათა უკრაინული ქალაქები იყოს დაცული. 3. შემტევი უპილოტო საფრენი აპარატები – საუკეთესო მონადირეები, 4. ჯავშანტექნიკა კონტრშეტევისთვის“, – წერს ,,ტვიტერზე” მიხაილო პოდოლიაკი.

მეტი...

,,აქედან არავინ გაექცევა პუტინს, ისევ ქართველებს მოგვიწევს გაქცევა”- ნიკა მელია

,,ის რუსები, რომლებიც რუსეთიდან ბოლშევიკებს “გამოექცნენ” აქედან რატომღაც აღარსად გაქცევიან ბოლშევიკებს, ზუსტად ასე მოიქცევიან პუტინს “გამოქცეული” რუსებიც. აქედან არავინ გაექცევა პუტინს… ისევ ქართველებს მოგვიწევს აქედან გაქცევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია  სოციალურ ქსელში წერს. მელია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას ეხმიანება და ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის 1920 წლის 16 აპრილს, საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე თვით ადრე გაკეთებულ ჩანაწერს იხსენებს. ,,ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი თავის დღიურში, 1920 წლის 16 აპრილს, საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსებზე ასეთ რამეს წერს: თბილისი აივსო რუსი ლტოლვილებით, კავკასიიდან, როსტოვიდან, ეკატირენოდარიდან და სხვ. სულ…

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფები შექმნა. კომიტეტში შეიქმნა 5 სამუშაო ჯგუფი: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის. „ის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტულ ფოკუს ჯგუფებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პირველ შეხვედრებს, პრაქტიკულად, დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით და მისი ხელმძღვანელობით ჩვენ,…

მეტი...

,,უკრაინის ხელისუფლება გვეუბნება, რომ საომარ მდგომარეობაში უნდა ჩავერთოთ”- გურამ მაჭარაშვილი

,,გაუგებარია, რატომ უნდა უნდოდეს უკრაინის ხელისუფლებას ისედაც რუსეთისგან ოკუპირებული საქართველოს ომში ჩართვა და ამაზე დუმდეს აშშ-ის თუ ევროკავშირის საელჩო. კითხვები, რაც არსებობდა და დღემდე არსებობს აშშ-ის ელჩის მიმართ,” – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, საჭიროა აშშ-ის ელჩის ძალიან მკაფიო განცხადება, რომელიც გაემიჯნება ომის რიტორიკას. „იყო და რჩება სურვილი, რომ საქართველო საომარ მდგომარეობაში იყოს ჩათრეული. ბატონი დანილოვი არ არის რიგითი უკრაინელი და არც რიგითი საჯარო მოხელე, სამეულში თუ ორეულშია უკრაინის ხელისუფლების და ეს არ არის მხოლოდ მისი სურვილი, არც მხოლოდ ერთხელ გაკეთებული განცხადება – გვახსოვს…

მეტი...

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა ომში ჩართვასთანაა კავშირში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარი ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა ომში ჩართვასთანაა კავშირიში. მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს  და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის. ,,რაც შეეხება ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, როგორიც არის ახლა გააქტიურებული, საკითხი სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, ესეც ახლა გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. ჩვენ იცით, რომ არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, აღადგინა უვიზო მიმოსვლა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა როცა საუბარია ამ ნარატივის გაგრძელებაზე, მაქსიმალურად ჩვენ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები,…

მეტი...

,,ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა, დეოლიგარქიზაციაზე სამუშაო ვერსიად უკრაინული კანონმდებლობა იყოს გამოყენებული”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას  დეოლიგარქიზაციაზე სამუშაო ვერსიად უკრაინული კანონმდებლობა შესთავაზა. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს წარმოდგენა არ აქვთ რომელი მოდელები არსებობს. „ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ სამუშაო ვერსიად უკრაინული კანონმდებლობა იყოს გამოყენებული. ოპოზიცია მოდელებზე კი საუბრობს, მაგრამ რა მოდელები არსებობს, მგონი, თავად წარმოდგენა არ აქვთ. ამ მიმართულებით უკრაინასაც აქვს რეკომენდაცია მიცემული, ისევე, როგორც მოლდოვასა და საქართველოს. განსხვავება ერთადერთია – უკრაინას, რომელსაც ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული აქვს, ევროპის კავშირის მხრიდან რჩევა მიეცა, რომ ამ კანონმდებლობის იმპლემენტაცია მოხდეს. რასაკვირველია, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ერთგვაროვნად განხილული და ერთგვაროვანი…

მეტი...

ყირიმში მცხოვრებმა ქალმა ქმარს ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის ტაფით სცემა

ყირიმში მცხოვრებმა ქალმა ქმარს რუსეთის მხარდაჭერისთვის ტაფით სცემა,  გონების დაკარგვის შემდეგ კი, თავი ნაგვის ურნაში ჩააყოფინა. ქალმა  Z და V სიმბოლოების  წაშლის მიზნით ქმრის ავტომობილს ბენზინი გადაასხა. უკრაინული მედიის ცნობით, გონზე მოსვლის შემდეგ, კაცმა პოლიციაში ცოლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ის ცოლის მიმართ “ზომების მიღებას” ითხოვდა და აცხადებდა, რომ ქალი მათ შვილს “ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდა”.  

მეტი...

,,შალვა პაპუაშვილის მხრიდან ამ ტიპის განცხადება, რომ ვინმე ვინმეზე ზეგავლენას ახდენს, არის შეურაცხმყოფელი”- ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სპიკერის მხრიდან ამ ტიპის განცხადება შეურაცხმყოფელია. დეპუტატის თქმით, მანამ „ქართული ოცნება“ მკაფიოდ არ განსაზღვრავს როგორი იქნება ოპოზიციისა და არასამთავროვრობო ორგანიზაციების როლი სამუშაო ჯგუფებში, ვერ ხედავს შესაძლებლობას, ამ პროცესის ნაწილი იყოს. „სპიკერის მხრიდან ამ ტიპის განცხადება, რომ ვინმე ვინმეზე ზეგავლენას ახდენს, არის შეურაცხმყოფელი. როგორც ვიცი, ასე ხდება „ქართული ოცნების“ შიგნით და როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ სხვაგანაც ასე მიიღება გადაწყვეტილებები. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებსა და ფრაქციებში და თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას, როდის და რა ფორმით…

მეტი...

ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო. სამხედრო წვრთნები კუნძულიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით ტარდება. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, სამხედრო სწავლება დატვირთულ საზღვაო მარშრუტებზე ჩატარდება. ტაივანის შეფასებით კი სამხედრო მანევრების ჩატარება კუნძულის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის ტოლფასია. ცნობისთვის,  ნენსი პელოსმა ტაივანში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რაც ჩინეთმა ქვეყნის  სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად შეაფასა.  

მეტი...

,,არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს”- მიხეილ სარჯველაძე

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე  „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ საერთო განცხადებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად ასახელებენ. სარჯველაძის თქმით, არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს. „არ შეიძლება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა სამართლებრივ აქტზე მაღლა დადგეს. სამართლებრივი პროცედურები დაცვას და პატივისცემას მოითხოვს. პოლიტიკაში ვინმეს მოსვლაზე ან წასვლაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. შესაბამისად, არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს. გარკვეული კითხვები გვექნება ოპოზიციონერი დეპუტატების ამ მოწოდებებზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ,,დეპოლარიზაციისკენ გადადგმული…

მეტი...

აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ, ბიჭვინთის  სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე განაცხადი “პარლამენტს” უკან დაუბრუნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ   მასალები, რომლებიც  ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეხებოდა, პარლამენტს უკან დაუბრუნა. როგორც ირკვევა, განაცხადი იურიდიულად გამართული არ იყო. ე.წ. პარლამენტს შეუძლია აღნიშნული  გადაწყვეტილება გაასაჩივროს 3 დღის ვადაში  ან ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ ახლიდან მიმართოს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი რუსეთისთვის,  ბიჭვინთაში არსებული 184 ჰექტარის ფართობის მიწის გადაცემას აპირებს, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი. დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში – ასლან ბჟანია რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას აპირებს – (mcm.ge)

მეტი...

,,ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო, დამიღუპეს შვილი”- გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა

თბილისში,  უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის გიორგი დემურიას გარდაცვალებაში ოჯახი ექიმს ადანაშაულებს. გარდაცვლილილი ბავშვის დედა აცხადებს, რომ  მოზარდს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს. ,,ყველა ანალიზი ჩაუტარდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა. დილის 9:00 საათზე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო. ექიმს დავაბარე ჩემი შვილი. შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, ქირურგიული ჩარევა მოხდა და გართულდაო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. მე უნდა ვიცოდე რა დაემართა ჩემს შვილს”,- განაცხადა დაღუპულის დედამ. ,,ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო”- თბილისში, მანაგაძის კლინიკაში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა…

მეტი...

,,მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია”- 48 ოპოზიციონერი დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის 48 ოპოზიციონერი დეპუტატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ,,ქართულ ოცნებას” საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანიის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დეპუტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს. „ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ვაღიარებთ რა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უდიდეს დამსახურებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მათ უდიდეს დახმარებას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ხალხის სწრაფვაში, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენელი; ვეხმიანებით რა ქართველი ხალხის მყარად გამოხატულ ნებას, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების…

მეტი...

,,ნებისმიერი ტერორისტული აქტი და პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე, მტკიცედ იქნება აღკვეთილი”- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოები არიან განლაგებული, საფრთხეს წარმოადგენს. „ვხელმძღვანელობთ რა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციით, ნებისმიერი ტერორისტული აქტი და პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე, მტკიცედ იქნება აღკვეთილი და საპასუხო ღონისძიებები უფრო გამანადგურებელი იქნება“, – განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში. მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს – (mcm.ge)

მეტი...

,,დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გასვლა, ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში”- ,,მოქალაქეები” და ,,გირჩი”

საქართველოს პარლამენტის წევრები ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი საერთო განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო. „ნათელია, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება, წარმოადგენს იმ ერთადერთ პირობას, რომლის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 85% უჭერს მხარს. გასაღები, რომლითაც პუნქტების შესრულება უნდა დავიწყოთ, პირველივე პუნქტშია მოცემული და მოგვიწოდებს მხარეებს, აღმოვფხვრათ პოლიტიკური პოლარიზაცია. პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს არც ერთმა პარტიამ, რომელიც დღეს…

მეტი...