,,არ გამოვრიცხავთ ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა”- რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაზე მიხეილ სააკაშვილისთვის დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ყველაფერი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის კეთდება.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, როგორც კონკრეტულად ამ ადამიანის, ასევე, ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი მცირე კითხვის ნიშანიც კი, საავადმყოფოს პარალელურად არ გამოვრიცხავთ ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მოგვიანებით გაიგებთ ამის შესახებ. კონკრეტულ ვადას რაც შეეხება, ამას ვერ გიპასუხებთ. მისი ჯანმრთელობისთვის კეთდება ყველაფერი.

როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური აკეთებდა, და მომავალშიც გააგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული. როგორც მოგეხსენებათ, ის რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში, მას ამჟამად უტარდება ასევე „ემპათიის“ ექსპერტიზა და არ გამოვრიცხავთ სხვა დამოუკიდებლები ექსპერტიზის ჩატარებასაც“, – განაცხადა ბრეგაძემ.

,,ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა”- ადვოკატი – (mcm.ge)

მსგავსი თემები