“მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი” – თენგიზ ცერცვაძე

„თუ COVID ერთხანს შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და ამით თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე“ – აცხადებს ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. „კერძოდ: ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები (25 გარდაცვალება 4 თვეში) ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში…

მეტი...

„დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს, სადაც კორონავისურის შემთხვევების მატებაზე საუბრობს. „ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირებში, კერძოდ: დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია“ – აცხადებს ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე. მისივე შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის. „საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 535 ახალი შემთხვევა. წინა…

მეტი...

„რუსეთმა ყირიმი  უკრაინის სხვა ნაწილებიდან მარცვლეულის მოსაპარად გამოიყენა”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კრემლის მხრიდან ცინიკური ნაბიჯია, იარაღად გამოიყენოს შიმშილი და უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს. მიშელმა სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოვთქვა   ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უწყვეტი დაბომბვის გამო. „რუსეთმა ყირიმი გამოიყენა უკრაინის სხვა ნაწილებიდან მარცვლეულის მოსაპარად. ყირიმში რუსეთის სამხედრო ყოფნამ მოახდინა უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა და ვხედავთ ამის სასტიკ შედეგებს, უკრაინის ეკონომიკის დაზიანება და გლობალური სურსათის უსაფრთხოების კრიზისი, განსაკუთრებულად დაუცველ ქვეყნებში. ვიტყვი მკაფიოდ, ეს არის კრემლის მიერ წინასწარგანზრახულად და ცინიკურად იარაღად შიმშილის გამოყენების მცდელობა. ჩვენ ასევე შეშფოთებას გამოვთქვამთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უწყვეტი დაბომბვის…

მეტი...

ქუთაისში ხანძრის შედეგად  5000 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა

ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად,  5 ათასი კვ. მეტრი ფართობი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა. ძლიერი ქარის და ადგილზე წიწვოვანი ტყის არსებობის გამო, ხანძრის მასშტაბის გაზრდის საფრთხე იყო. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი  მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,უკრაინამ აირჩია დიალოგის გზა, რუსეთმა ომი”- ემანუელ მაკრონი

,,უკრაინამ აირჩია დიალოგის გზა, თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთმა აირჩია ომი და კიდევ ერთხელ დაარღვია ფუნდამენტური ნორმები,”-  ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ყირიმის პლატფორმის“ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკრონის თქმით, საფრანგეთი, ევროკავშირი და უკრაინის სხვა მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინის თავდაცვას. „ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენ ერთი წლის წინაც შევიკრიბეთ და დავგმეთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. უკრაინამ აირჩია დიალოგის გზა, თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთმა აირჩია ომი და კიდევ ერთხელ დაარღვია ფუნდამენტური ნორმები, დაიწყო ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საფრანგეთი, ევროკავშირი და უკრაინის სხვა მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინის თავდაცვას, რადგან ეს სამართლიანი ბრძოლაა თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორული…

მეტი...

,,მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე უკრაინელები გაათავისუფლებენ ხერსონს”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედიდან” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე უკრაინელები  ხერსონს გაათავისუფლებენ. მისივე თქმით, რუსეთს 4-5 თვის არტილერიის მარაგი დარჩა. ,,ივლისის დასაწყისიდან დონბასშიც კი რუსები პრაქტიკულად ვერ წავიდნენ წინ. მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე უკრაინელები გაათავისუფლებენ ხერსონს, ერთადერთ რეგიონულ ცენტრს, რომელიც შემოჭრის შემდეგ აიღეს რუსებმა.  რუსეთს დარჩა არტილერიის 4-5 თვის მარაგი მაშინ, როცა უკრაინის საარტილერიო არსენალი მუდმივად იზრდება. ძირითადი იარაღი დასავლეთიდან უკრაინაში შევა შემოდგომაზე.  ჩემთვის მაინც მთავარი მაჩვენებელი არის ის, რომ უკრაინელების 90%-ზე მეტს სჯერა გამარჯვების. უკრაინელები, როგორც წესი, კარგად არიან ინფორმირებული და პროპაგანდას არ უჯერებენ. ისინი საკუთარ ინფორმაციას…

მეტი...

„ეს ფაშისტი საკუთარ ბუნაგში უნდა მოვსპოთ“ – რუსი პოლიტიკოსი ზელენსკიზე

პუტინის იდეოლოგის და გარემოცვის ერთ-ერთი უახლოესი წევრის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალზე პოლიტიკოსები პოლიტიკურ განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდნენ. რთული იყ გარჩევა დაკრძალვა და სამძიმარი იყო თუ შურისძიებით სავსე  პოლიტიკური ტრიბუნა. ერთ-ერთი „გამომსვლელი“ და „სამძიმრის გამომხატველი“რუსი პოლიტიკოსი, სერგეი მირონოვი იყო, რომელმაც მკვლელობაში პირდაპირ პრეზიდენტი ზელენსკი დაადანაშაულა. „როგორც მკვლელობის შემსრულებლები, ისე დამკვეთები არიან კიევში. ეს მკვლელობა თავად ვოლოდიმირ ზელენსკის დაგეგმილი ტერაქტია. მას წინ სამხედრო ტრიბუნალი ელის. ეს ფაშისტი საკუთარ ბუნაგში უნდა მოვსპოთ. მისი ბუნაგი კი კიევშია. უკრაინის სრული განადგურება ზელენსკის განადგურების გარეშე შეუძლებელია,“   – აღნიშნა მირონოვმა დაკრძალვის ცერემონიალზე. უფრო მეტიც,…

მეტი...

,,ჩვენი ერთგულება თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინისადმი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი“- ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ჩვენი ხალხი არასდროს ყოფილა ასე ახლოს და ჩვენი ერთგულება თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინისადმი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი“, – ამის  შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, კიევში მიმდინარე „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე განაცხადა. მისივე თქმით, ,,უკრაინისთვის ევროკავშირის კარის დახურვის მცდელობით, პუტინმა მიიღო საწინააღმდეგო შედეგი მიიღო”. „ევროკავშირი უკრაინის უახლოესი მეგობარი და საერთაშორისო სამართლის დამცველია. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ თავიდანვე თქვენთან ერთად ვიყავით ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერის მოვალეობაა უკრაინას მხარი დაუჭიროს” – ანჯეი დუდა 

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერის მოვალეობაა, უკრაინას მხარი დაუჭიროს. მისივე თქმით, უკრაინა იბრძვის სამართლიანობისა და მშვიდობისთვის მსოფლიოში, რომ საერთაშორისო კანონის უზენაესობა აღდგეს. „როდესაც ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოადგინოს მთელი ერი, მაშინ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ზოგჯერ დაკავშირებულია საფრთხეებთან. ჟურნალისტებო თქვენ გეშინიათ აქ ყოფნის? ამ მოედანზე რომ ხართ? ჩვენ აქ ვართ დღეს, რათა ჩვენმა უკრაინელმა ძმებმა ნახონ, რომ მათ გვერდით ვართ, არა მხოლოდ სულისკვეთებით, არამედ ფიზიკურადაც. პოლონეთის დელეგაცია აქაა და წარმოადგენს პოლონეთის მთავრობას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ უკრაინასთან ერთად და ვაჩვენებთ, რომ უკრაინა თავისუფალია, სუვერენულია, დამოუკიდებელია და იბრძვის. ის იბრძვის რუსეთის აგრესიის…

მეტი...

,,უკრაინას დავეხმარებით საბჭოთა დროის აღჭურვილობიდან გადავიდეს თანამედროვე აღჭურვილობაზე”- იენს სტოლტენბერგი

,,უკრაინას დავეხმარებით საბჭოთა დროის აღჭურვილობიდან გადავიდეს თანამედროვე აღჭურვილობაზე”-  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდიოვანმა, იენს სტოლტენბერგმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ნატო უკრაინის გვერდით დგას დამოუკიდებლობიდან მოყოლებული. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი მხარდაჭერა ყირიმის უკანონო ანექსიის შემდგომ. ეს დაეხმარა უკრაინას გაეხადა შეიარაღებული ძალები უფრო ძლიერი, უკეთ გაწვრთნილი, ვიდრე იყვენენ 2014 ში. თებერვლიდან მოყოლებული ნატო-ს მოკავშირეებმა აღმოუჩინეს უპრეცენდენტო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება. ნატო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ნაწილი, რომელსაც მეთაურობს აშშ. მე პირადად ჩავრთე ლიდერები და მოვუწოდე, მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა და უფრო სწრაფად. ნატო-ს მადრიდის სამიტზე ჩვენ…

მეტი...

,,უნდა გავაგრძელოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ გაიყვანს საკუთარ ძალებს უკრაინიდან”- ბორის ჯონსონი

,,დღეს პუტინი ცდილობს უკრაინის ტერიტორიების და მთელი უკრაინის მიტაცებას, როგორც ეს გააკეთა ყირიმში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად და დავიცვათ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებ” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, პუტინის თავდასხმის ფონზე, უნდა გაგრძელდეს უკრაინის სამხედრო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს. „მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა გაგვაერთიანა და ყურადღება გაგვამახვილებინა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე, რადგან 2014 წელს ამ ტერიტორიის მიტაცება იყო მიმდინარე ომის მომასწავებელი. უნდა გამოვიჩინოთ მოკრძალება, რათა ვაღიაროთ, რომ…

მეტი...

,,გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას ფინანსურად და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას”- ოლაფ შოლცი

,,გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას ფინანსურად და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას,”- ამის  შესახებ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გერმანია პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს უპრეცენდენტო სანქციების მხარდაჭერას. „ეს სამიტი აჩვენებს, რომ დღეს უკრაინის პარტნიორები არიან უფრო ერთიანნი, ვიდრე ოდესმე. გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და იქნება იქამდე, ვიდრე ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება. ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უპრეცენდენტო სანქციების მხარდაჭერას. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას. ჩვენ ავამოქმედეთ ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო სისტემებს, ტონობით საბრძოლო მასალას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს და ჯავშანტექნიკას. ჩვენი ჰოსპიტლები განაგრძობენ დაჭრილი…

მეტი...

,,უკრაინის ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან მან შეარყია რუსეთის დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის შეგრძნება”- სალომე ზურაბიშვილი

„თქვენი ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან მან შეარყია რუსეთის დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის შეგრძნება,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან საერთაშორისო საზოგადოებისგან მას უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა. „თქვენი ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან მან შეარყია რუსეთის დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის შეგრძნება. თქვენი ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან მას მოჰყვა უპრეცედენტო გამოხმაურება საერთაშორისო საზოგადოებისგან. მტკიცე და ერთიანი პასუხი. ისეთი გამოხმაურება, რომელიც პრეზიდენტ პუტინს არ უნახავს, ისეთი პასუხი, რომელიც არ გვინახავს 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს ან 2008 წლის აგვისტოში. დღეს ეს პასუხი შეცვლის მომავალს. თვალსაჩინოა,…

მეტი...

,,ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათასზე მეტი ადამიანი, როგორც შსს-ს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები”- თემურ მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა – თემურ მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოების შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ისაუბრა. როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ხანძრის გავრცელების ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება. “ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტერიტორია პირობითად დაყოფილი გვაქვს სამ სექტორად. ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები. ამჟამად სამი ღია კერა გვაქვს, სადაც აქტიურად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. არის კონკრეტული ძველი კერები, რომლებზეც მოხდა ლიკვიდაცია და ამ ყველაფერს ვინარჩუნებთ. მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო გვაქვს ახალი ცხელი კერებიც. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია…

მეტი...

,,კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ არის ქცევა, რომელიც საქართველომ არაერთხელ გამოსცადა”- სალომე ზურაბიშვილი

,,უპასუხოდ დარჩენილი აგრესია, რომელიც ლახავს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, იწვევს მხოლოდ მეტ აგრესიას და არასტაბილურობას,”– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ არის ქცევა, რომელიც საქართველომ არაერთხელ გამოსცადა. „ჩვენ დღეს მეორედ შევიკრიბეთ ყირიმის პლატფორმაზე. შარშან საქართველო სამიტზე ​​პრემიერ-მინისტრით იყო წარმოდგენილი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ამ სამიტზე საქართველოს ხალხს წარმოვადგენ. გადამწყვეტია, ვიდგეთ ერთად იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ვუერთდები ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას…

მეტი...

კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა. აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. „საქმე ეხება 23 და 24 ივნისს მაუწყებლების ეთერით გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომლის განთავსების უფლებაც ტელევიზიებს კანონმდებლობით არ ჰქონდათ. აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას საჩივრით პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. რეკლამის სტატუსის განსაზღვრისთვის კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, ყურადღება  როგორც სარეკლამო რგოლის შინაარსზე და კონტექსტზე, ასევე მის მიზანზე გაამახვილა. ვიდეორგოლის შესწავლისას კომისიამ დაადგინა, რომ აშკარაა მაუწყებლების ეთერში…

მეტი...

„ყველაფერი დაიწყო ყირიმში და დასრულდება ყირიმში”- ვოლოდიმირ ზელენკსი

„ყველაფერი დაიწყო ყირიმში და დასრულდება ყირიმში“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკსიმ „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით,  რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმ აუცილებლად დაიბრუნებს უკრაინა. „რუსულ შეიარაღებასთან ერთად ნახევარკუნძული სერიოზული გარემოსდაცვითი საფრთხეების წინაშე დადგა, რადგან მოხდა ბუნების უპრეცედენტო განადგურება, ასევე განადგურდა მოქალაქეთა სოციალური ცხოვრება, ეკონომიკა დაეცა, ძეგლების დემონტაჟი მოხდა და როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, რომელიც დისლოცირებულია ოკუპირებულ ყირიმში, დაბლოკა ჩვენი პორტები, ამან გამოიწვია გლობალური კრიზისი. რუსეთმა ასევე დაარღვია ადამიანების უფლებები, ყირიმელების უფლებები, რომლებიც არიან უნიტარული უკრაინის სახელმწიფოს მოქალაქეები. მიუხედავად ამისა, უკრაინა არის საკმარისად ძლიერი, რომ დაინახოს უკრაინული ყირიმის პერსპექტივა“,…

მეტი...

დაჭრილი პატიმრის საქმე –  პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ესკორტის ოფიცერს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურის განცხადებით, ვ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი ვ.გ. წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი – საშტატო იარაღით. გარდა აღნიშნულისა, მან იქვე…

მეტი...

„რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობას ვერ გავაგრძელებთ”- ანჯეი დუდა

,,ყირიმი არის და იქნება უკრაინა, ისევე როგორც გდანსკი და ლუბლინი ეკუთვნის პოლონეთს, ისევე როგორც ნიცა ეკუთვნის საფრანგეთს, კიოლნი კი გერმანიას”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ვალდებული სრულად გაათავისუფლოს უკრაინა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით. „რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობას ვერ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, იმ დროს როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, როდესაც მას უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკის ნამდვილი გადასინჯვა „Nord Stream 2”-ის გაჩერება კი არა, მისი დემონტაჟი, ლიკვიდაცია იქნება. მარიუპოლის, ბუჩას, კიევის, ხარკოვის შემდეგ, რუსეთი ვალდებულია, არამხოლოდ თებერვლის წინა პოზიციებს დაუბრუნდეს,…

მეტი...

,,დაგვარტყამენ – მიიღებენ მძლავრ პასუხს“- ვოლოდიმირ ზელენსკი

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რას გააკეთებს უკრაინა, თუ რუსეთი კიევზე დარტყმას ისევ  შეეცდება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი მძლავრ პასუხს მიიღებს. მისივე თქმით, კიევზე იერიშის საფრთხე მუდმივად არსებობს. ,,რას გააკეთებს უკრაინა, თუ კიევს თავს დაესხმება?(რუსეთი) ისევე როგორც ახლა. იმიტომ, რომ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და ყველა უკრაინელისთვის, კიევი, ჩერნიგოვი, დონბასი ერთი და იგივეა, ყველა ჩვენი უკრაინელი ცხოვრობს იქ. ხარკოვი, ზაპოროჟიე… და პასუხი იგივე იქნება, რაც ამ ქალაქებში. დაგვარტყამენ – პასუხს მიიღებენ, მძლავრ პასუხს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,12 პუნქტის გარშემო სამუშაო პროცესში ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობოები, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, 12 პუნქტის გარშემო, სამუშაო პროცესში მხოლოდ ის არასამთავრობოები უნდა იყვნენ ჩართული, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს. „ვინც PVT-ს გამყალბებელ და პოლიტიკური მოთხოვნების გამხმოვანებელ „ენჯეოს“ სოლიდარობას უცხადებს, მისი ადგილი სამუშაო პროცესში, ბუნებრივია, არ არის. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად იფილტრება ის სამუშაო პროცესი, რომელიც წარიმართება 12 პუნქტის გარშემო. ეს არის ძალიან ლოგიკური პროცესი. სამუშაო პროცესში 12 პუნქტის გარშემო ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს და რომლებიც არ არიან შემჩნეული რაღაცების გაყალბებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, შექმნის თუ არა პრობლემას ის, რომ სამუშაო…

მეტი...

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს. საბაჟო გამშვებ პუნქტებში, „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის, ყირგიზეთისა და ისრაელის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში 301 430 აშშ დოლარი გამოავლინეს. უწყების ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 835 467 877 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%-ის ოდენობა) 83 546,78 ლარით დაჯარიმდნენ.

მეტი...

„არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებს?! – მალე პროკურატურასთან რიგში იდგებით ამ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მისაცემად“- კახა ოქრიაშვილი ,,ოცნებას”

,,გავრილოვი რომ ჩამოიყვანა ბატონმა ივანიშვილმა და კობახიძის მეშვეობით პარლამენტში შეაბრძანა, შოკისმომგვრელი არ არის,”- ასე ეხმიანება პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ. ,,დღეს, ბატონმა ივანიშვილმა, გამოაგორა კობახიძე და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასება „ISFED“-თან დაკავშირებით შოკისმომგვრელია. გავრილოვი რომ ჩამოიყვანა ბატონმა ივანიშვილმა და კობახიძის მეშვეობით პარლამენტში შეაბრძანა, შოკისმომგვრელი არ არის?! ოკუპანტ რუსეთს, ჩვენს მტერს, „ოცნების“ მთელი შემადგენლობა ყველგან რომ უძვრება, შოკისმომგვრელი არ არის?! მაგრამ პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების გულისტკივილი, რომ საქართველოს უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით აქვს, შოკისმომგვრელია?! მოღალატეებს საკადრისი პასუხი…

მეტი...

,,ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება”- სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. მათივე განმარტებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არც ერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. „სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მეტი...

,,ის რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა”- ალექსანდრ დუგინი შვილზე

კრემლის პროპაგანდისტმა ალექსანდრ დუგინმა,  შვილის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დარია დუგინა რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა. ,,ის ჩვენი გამარჯვებისთვის დაიღუპა, რუსეთის გამარჯვებისთვის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მართლმადიდებლობისთვის. ბავშვობიდან მისი პირველი სიტყვა, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასწავლეთ, იყო რუსეთი: ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, ჩვენი იმპერია. მას არაფრის ეშინოდა და ტრადიციის ფესტივალზე, როცა ბოლოს ვისაუბრეთ, მან მე მითხრა: “მამა, მე თავს მეომრად, გმირად ვგრძნობ. მე მინდა რომ ასე ვიყო, სხვა ბედი არ მსურს. მინდა ვიყო ჩემს ხალხთან, ჩემს ქვეყანასთან”, – განაცხადა ალექსანდრ დუგინმა. ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში…

მეტი...

,,სწორად აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდა როგორც “სეზონის გიჟები”- რატი იონათამიშვილი

,,ნამდვილად აღარ მეგონა, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია კვლავ აქციებზე და ქუჩაზე დაიწყებდა საუბარს, მას შემდეგ რაც მათი თითოეული მსგავსი ქმედება დიდი კრახით დასრულდა,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყოველი მომდევნო მარცხი კიდევ უფრო მტკივნეული და დასამახსოვრებელი იქნება ოპოზიციისთვის. ,,ძალიან სწორად აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდა როგორც “სეზონის გიჟები”. ისინი ფაქტია, რომ ყოველ თვეს ცდილობენ – შემოდგომაზე, გაზაფხულზე, ზაფხულში, გავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ბუჩქების უკან იმალებიან და საზოგადოების წინ გამოჩენის სიმამაცე არ ჰყოფნით ხოლმე. ეს ყველაფერი არის სამართლიანი შედეგი იმ…

მეტი...

„ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები”- ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები კვლავ გრძელდება. მათივე ცნობით, მიმდინარეობს ცეცხლის სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები. „ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით,  მარათონი   “მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” გაიმართება

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, უკრაინის საელჩოს ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით,  თბილისში, ლისის ტბის გარშემო, 18:00 საათზე, უკრაინაში  დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად  გაიმართება მარათონი – “მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის”. მარათონი   საფუძველს  უყრის დაღუპული ჯარისკაცების ყოველწლიური ხსენების ტრადიციას. გამარჯვებულებს გადაეცემათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები და თასები. ასევე სიმბოლური საჩუქრები. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ შეუერთდნენ მარათონს.

მეტი...

,,ისფედმა” შეცდომა აღიარა,  ანგარიშსწორების დრო ახლა არაა”- ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებთან” დაკავშირებით გააკეთა. იოსელიანის თქმით, ორგანიზაციამ შეცდოა აღიარა და ახლა ასეთი ტიპის ანგარიშსწორების დრო არ არის. ,,ისფედთან” დაკავშირებული საკითხი მარტივი და ნათელია – ორგანიზაციას, რომელსაც არ გაუკეთებია არცერთი მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო განცხადება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, მგონია, რომ საარჩევნო ჯგუფებში წარმოდგენილი უნდა იყოს. ვინ რომელ აქციას ესწრებოდა, ამის გამო ორგანიზაციის დაბლოკვა გამართლებულად არ მიმაჩნია. მითუმეტეს, ორგანიზაციის, რომელსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს საარჩევნო საკითხებში. კი, მოუვიდათ შეცდომა 2020 წლის არჩევნებზე, მაგრამ ეს შეცდომა “ისფედმა” აღიარა. მისი…

მეტი...

„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ სხვის ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე,  უკრაინული დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც უნდა იყოს აღმართული კანონიერად”- ზელენსკი

„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ სხვის ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში უკრაინის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინული დროში აფრიალდება  დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიაზე. „ჩვენ არასდროს ვაღიარებთ სხვის ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე. ცისფერი და ყვითელი უკრაინული დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც ის უნდა იყოს აღმართული კანონიერად – დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და დასახლებაში, მათ შორის მელიტოპოლში, თავისუფლების მოედანზე, სადაც არ შეიძლება იყოს მათი დროშები, ვინც ამ ომს წააგებს. ხერსონში, თავისუფლების მოედანზე, სადაც არ შეიძლება იყოს მათი დროშები, ვინც არ იციან, რას ნიშნავს თავისუფლება. ყველაგან იქნება ცისფერ-ყვითელი დროშა“,…

მეტი...

,,პუტინმა ომის საშინელებები დააბრუნა ევროპაში”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპაში ომის საშინელებები დააბრუნა. მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა ამახინჯებს რეალობას და ავრცელებს შეთქმულების თეორიებს. „წელს პუტინმა დააბრუნა ომის საშინელებები ევროპაში. უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლეს სწირავენ, რათა დაიცვან ის ღირებულებები, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი კავშირი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  

მეტი...

 ,,ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩომ იცოდა პარალელურ დათვლაში ცდომილებაზე, ეს ბევრ კითხვას აჩენს”- ირაკლი კობახიძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას არ გაემიჯნა. კობახიძის თქმით, აღნიშნული ქმედებით ნათლად გამოჩნდა, რომ ორგანიზაციის გამოხატული პოლიტიკური მიზანი აქვს. „ჩვენი გუნდის წევრებმა უკვე შესთავაზეს ISFED-ს, გამიჯვნოდა საკუთარ მოთხოვნას მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის მანძილზე ეს მათ არ გააკეთეს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ISFED-სთვის ეს არის უცვლელი პირობა და ISFED-ს აქვს გამოხატული პოლიტიკური მიზანი. ეს მიზანი არის მათ შორის რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ნებისმიერი შეთავაზება აზრს კარგავს. გამორიცხულია, ამის შემდეგ ISFED ჩაერთოს…

მეტი...

მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების გამო, აშშ ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთი  უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებს გეგმავს. მათივე ცნობით, რუსული დარტყმები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა და გამოიყენონ სახმელეთო ტრანსპორტი, თუ უსაფრთხო იქნება.

მეტი...

,,აშშ-ის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით შოკისმომგვრელია”- ირაკლი კობახიძე 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმიანება. კობახიძის თქმით, საელჩოს განცხადება ,,შოკისმომგვრელია”. „როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, შოკისმომგვრელია ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული. მისი მეშვეობით განხორციელდა გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი და გახსოვთ, რა როლი შეასრულა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებამ 2020-ის არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა მაშინ მთავარი საყრდენი, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი. ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი. ISFED-ი მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომელიც იყო მართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ…

მეტი...

,,ოპოზიცია სრულიად განულებულია”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა, რადგან მისივე თქმით, ზოგადოებამ დაინახა მათი რეალური ზრახვები და სახე. ,,ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა. სრულიად განულებულია და ამას ერთი მიზეზი აქვს – საზოგადოებამ დაინახა მათი რეალური ზრახვები და სახე, ასევე მათი დამოკიდებულება ომთან მიმართებით. საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებითა და სატელიტებით არის „ომის პარტია“ და ომთან ერთად „ღალატის პარტია“. ასეთ პოლიტიკურ ძალას ხალხი არ გაჰყვება. მათ არც შემოდგომაზე, არც ზამთარსა და გაზაფხულზე არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანონ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 3,5 ათასი ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 3,5 ათასი ფრთოსანი რაკეტა იქნა გამოყენებული. პრეზიდენტი უკრაინელებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ მოუწოდებს, გაავრცელონ სიმართლე რუსეთის დანაშაულების შესახებ. „სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტის საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, უკვე 3,5 ათასს უახლოვდება. რუსული არტილერიის დარტყმების დათვლა უბრალოდ შეუძლებელია – იმდენად ბევრია, იმდენად ინტენსიურია. ამავდროულად, ტერორისტი სახელმწიფო არ წყვეტს თამაშს საერთაშორისო სტრუქტურებთან და კიდევ ერთხელ თავხედურად მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭო, რათა განიხილოს საკუთარი პროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...