პატიმარმა ბადრაგს იარაღი ამოაცალა, ჰაერში გაისროლა და შემდეგ თავში ისროლა

28 წლის გურამ სვანიძის ოჯახის წევრებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახური დატოვეს. მათ ის ვიდეომასალა გააცნეს, სადაც ჩანს, როგორ ართმევს პატიმარი ბადრაგს იარაღს და ისვრის. როგორც პატიმრის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდეო-ჩანაწერების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს იარაღი ამოაცალა, ჯერ ორჯერ უმისამართოდ გაისროლა, შემდეგ კი სხვა ოთახში გავიდა და თავში ისროლა. “როგორც განმარტავენ, იცვლება სმენა, გურამ სვანიძე დგას კარებში. აქ მოძრაობს საბადრაგო სამსახურის 4-5 თანამშრომელი, ერთ-ერთი მივიდა და იარაღიანი მხარით დაახლოებით 1 მეტრში გაუჩერდა. ფაქტობრივად საშუალება მისცა, იარაღი ამოეღო. ამის შემდეგ სვანიძე იღებს იარაღს. თანამშრომელი გაიქცა. როდესაც “კაბურას” ხსნიდა,…

მეტი...

დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრები 28 წლის ბიჭის ისრაელში გადაყვანას ითხოვენ

ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ოპერაციის შემდეგ არაფერი შეცვლილა. „არაფერი შეცვლილა. ზუსტად იგივე მდგომარეობაა. გვაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება მისი გადარჩენა, არის შანსი, რომ ისრაელში გადავიყვანო ბავშვი. ყველას ვთხოვ, ვისი ბრალიც არის, ვისიც არ არის, ვისაც ეხება სასჯელთაღსრულება,  მომეხმარონ და გადამაყვანინონ, გადამარჩენინონ ბავშვი. გვინდა მისი ისრაელში გადაყვანა“, – აცხადებს  დაჭრილი პატიმრის დედა ნათია შენგელიამ. შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ვერსიით, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში  პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.  ახალგაზრდა მამაკაცი კი იმიტომ დააკავეს, რომ მანქანაში საწვავი ჩაასხა და ფული არ გადაიხადა. 28 წლის დაჭრილი პატიმრის ოჯახის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს ხვდება, მდგომარეობა…

მეტი...

რუსეთში ისევ ხანძარია

რუსეთში, კერძოდ კი ვოლგოგრადში, ცენტრალურ ტრასაზე სატვირთო ავტომობილი იწვის. მოძრაობა კი ჩახერგილია. სატვირთო ავტომანქანა 7 მსუბუქ მანქანას შეეჯახა და აფეთქდა. მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

28 წლის დაჭრილი პატიმრის ოჯახის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს ხვდება, მდგომარეობა კრიტიკულია

დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრები, ადვოკატთან ერთად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან. ისინი ვიდეომასალას ეცნობიან, სადაც ასახულია, რეალურად, რა მოხდა ფსიქიკური მედიცინის ცენტრში. გურამ სვანიძე თავშია დაჭრილი, მას იარაღი აქვს ნასროლი. სასწრაფო ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა, მდგომარეობა კრიტიკულია. ოფიციალური ვერსიით, როცა საბადრაგო სამსახურს პატიმარი დაწესებულებაში გადაჰყავდა, მან იარაღის წართმევა სცადა და ისროლა. აღნიშნულ ვერსიას ოჯახი არ იზიარებს და აცხადებს, რომ დასუსტებული პატიმარი იარაღის წართმევას ვერც შეძლებდა. „აბსოლუტური სიცრუე, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იარაღიანი ადამიანი ჩემი შვილის ოთახში და მით უმეტეს, ცვლა იყო თუ არა, ექიმის გარეშე არაფერი არ უნდა ჩატარებულიყო და ყველაფერი…

მეტი...

პატიმრის მხრიდან იარაღის თავში სროლაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც სამსახურში განმარტავენ, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებული იქნა გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. „გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის…

მეტი...

„ორბი ჯგუფისგან“ დაზარალებული მოქალაქე შეძენილ ფართს ითხოვს, პასუხს კი არა ვინ სცემს

მოქალაქე ა.გ-მ  შპს „ორბი ჯგუფი ბათუმში“ 37 კვადრატული ფართი იყიდა. ხელშეკრულება 2019 წლის 20 აპრილს გაფორმდა, თანხაც სრულად გადაიხადა, თუმცა ვერც ფართი მიიღო და ვერც პასუხს იღებს, რაში გადაიხადა ფული. როგორც დაზარალებული გვიყვება, „ორბის“ “ც” კორპუსში, 37 კვადრატული ბინა 47-ე სართულზე იყიდა. ხელშეკრულებით, ფართი 2019 წელს უნდა ჩაბარებოდა, თუმცა რას ჩაიბარებს, როცა აშენებულიც არ არის. „როცა ხელშეკრულება გავაფორმეთ, მშენებლობა უკვე დასრულებული იყო, „ც“ ბლოკი შენდებოდა. ახლა მესამე მშენებლობას ასრულებენ თითქმის და ამ „ც“ ბლოკი ისევ არ არის დასრულებული. რამდენჯერაც ამ საქმისთვის ჩამოვედით გერმანიიდან და ოფისში მივედით, კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს, “მალე…

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს წევრობის კანდიდატთა სიას აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცესკოს წევრის შესარჩევ  კონკურსში 3 განაცხადი წარადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიაში არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებში ვერ მოხვდა.  

მეტი...

პატიმარმა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა, მისი მდგომარეობა მძიმეა

პატიმარი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა  ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხდა. დილით, როდესაც პატიმარი დაწესებულებიდან საპატიმროში უნდა დაებრუნებინათ, შემთხვევა სწორედ მაშინ მოხდა. როგორც ექიმები აცხადებენ, პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. არსებობს ვერსია, რომ პატიმარმა იარაღი ბადრაგს წაართვა და საკუთარ თავს ესროლა. ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ პაციენტი იმდენად იყო დასუსტებული, ის ბადრაგისთვის იარაღის წართმევას ვერ მოახერხებდა. პატიმარი გურამ სვანიძე  ორი კვირის უკან დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მან ბენზინგასამართ სადგურზე…

მეტი...

უმძიმესი ავარია თურქეთში, არიან დაღუპულები

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში. კერძოდ კი  გაზენტეპ-ნიზიპის გზაზე მომხდარ ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი მაშველების, სასწრაფო დახმარების მანქანას და საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის“ მანქანას დაეჯახა. დაშავებულია 21 ადმიანი. დაღუპულთა შორის არიან ჟურნალისტებიც და მაშველებიც. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი და მაშველები მუშაობენ.

მეტი...

ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა

კოდორის ხეობის ყოფილი გამგებელი, ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა. მისი საეკლესიო სახელია დედა ქეთევანი.  

მეტი...

თანნაქონი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა

საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ბრალდებულმა დაზარალებულს ურთიერთშელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების…

მეტი...

“ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო – არა” – ლორა თორნტონი ამეირიკის ელჩზე განხორციელებულ შეტევაზე 

ამერიკის ელჩზე, კელი დეგნანზე დეპუტატებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ „თავდასხმას“ ლორა თორნტონი ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს დამაზიანებელია საქარველოსთვის. “ეს აღმაშფოთებელი და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო – არა. ეს მხოლოდ კონკრეტული პარლამენტის წევრები არ არიან, ეს ყველაფერი დიდი ხანია გრძელდება. კრიტიკა ევროკავშირის ელჩის, ევროპარლამენტარების, ამერიკის მისამართით, მოდიოდა ირაკლი კობახიძისა და სხვებისგან. გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ. თუ თეორიულად შენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, რომ იყო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, რატომ კბენ იმავე ხელს, რომელიც გკვებავს? ეს არაფერში არ ჯდება, ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებენ. სწორედ…

მეტი...

ლორა თორნტონი ფიქრობს, რომ საქართველოში რუსეთი მოქალაქეებს უფრო ლოიალურად ექცევიან, ვიდრე სხვებს

„უნდა ვისაუბროთ საქართველოს სავიზო რეჟიმის პოლიტიკაში არსებულ ქსენოფობიაზე“ – აცხადებს საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორი, გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელი ლორა თორნტონი. მისი შეფასებით, რუსეთთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა დაბალანსებული უნდა იყოს. „დაბალანსებული უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების ადამიანური უფლებები, მოგზაურობის საშუალება და ის, თუ როგორ ექცევი მოწინააღმდეგეს. რუსებისთვის საქართველოში შესვლის სრულად აკრძალვა, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება. თუმცა, ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ჭკვიანურია ის, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს: ამოწმებენ როგორია ვიზის გაცემის პროცესი; არიან ისინი  მთავრობის, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია ორგანიზაციების წევრები? როდესაც საქართველოს ვუყურებ, ის, რაც…

მეტი...

„ფაქტი, რომ არსებობს, ხომ არ არიან ისინი რუსეთის მომხრეები, ძალიან ხელის შემშლელია“ – ლორა თორნტონი საქართველოზე

საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორი, გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელი ლორა თორნტონი „ამერიკის ხმასთან“ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. „უფრო და უფრო რთული ხდება ჩემთვის და სხვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოს დემოკრატიაზე გული შესტკივა, რომ (საქართველოს მთავრობას), ამ ეჭვების მიუხედავად, დავუჯეროთ. დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა, რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო “თითის წვერებზე სიარული”, ბრალდებები, რომ რადგან სხვები რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავენ, ეს, როგორღაც, საქართველოს ომში ითრევს, არ ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჭკვიანურია. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა თუნდაც შეკითხვებს უნდა სვამდეს ამ…

მეტი...

პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრებას გეგმავს, ბრიტანეთი კი ეწინააღმდეგება

რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, ნოემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილე ქვეყნის სტატუსით წარდგეს. აღნიშნულს დიდი ბრიტანეთი ეწინააღმდეგება. კერძოდ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პუტინს არ აქვს სამიტში მონაწილეობის უფლება. „რუსეთის პრეზიდენტს  არ აქვს მორალური უფლება იჯდეს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, მაშინ როცა მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება“, – აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში. ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს, რომ სამიტზე, უკრაინა, მისი პრეზიდენტის – ვოლოდიმირ ზელენსკის სახით იყოს წარმოდგენილი. „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბრის თვეში ინდონეზიაში გაიხსნება.

მეტი...

უკრაინა ამერიკისგან 775 მილიონიან დახმარებას მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის მორიგი დახმარების პაკეტს აცხადებს.  თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 775 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა უკვე დემტკიცებულია. როგორც შტატებში განმარტავენ, უკრაინა საბძოლო მასალას უწყვეტად მიიღებს. „გვსურს დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს საბრძოლო მასალის უწყვეტი ნაკადი იმისთვის, რომ არსებული საჭიროებები და მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული. ეს დახმარება კი სწორედ ის არის, რაც უკრაინას სჭირდება“ – აცხადებენ  თავდაცვის უწყებაში.  

მეტი...

გურიის სატყეო სამსახურის ექვსი მეტყევე დააჯილდოვეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. გურიის რეგიონული ოფისი დაახლოებით 240-მდე სოფლის მოსახლეობას ემსახურება. ადგილობრივებს საშუალება აქვთ, სააგენტოს სერვისებით განახლებულ სივრცეში ისარგებლონ. რეაბილიტირებული შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. ირაკლი მუკნიაშვილმა გურიის სატყეო სამსახურის ექვს თანამშრომელს, უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის – ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი ფაქტების გამოვლენისთვის მადლობა გადაუხადა და ჯილდოები გადასცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებათა შორისაა თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები, რაც, ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აღნიშნულის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და…

მეტი...