„თუ გადარჩენა სურთ, დროა რუსი სამხედროები გაიქცნენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულ მხარეს, პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გათვლილი აქვს და გეგმას მიჰყვება. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, არავინ აპირებს ამ გეგმების გასაჯაროებას. მთავარი გეგმა კი საკუთარის დაბრუნება და მტრის განდევნაა.

„ვის სურს გაიგოს, როგორი გეგმები გვაქვს? კონკრეტიკას ვერ გაიგებთ. რადგან ეს ომია.  ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ საზღვართან განვდევნით, ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზი არ შეცვლილა. ოკუპანტებმა ეს კარგად იციან. თუ მათ გადარჩენა სურთ,  დროა რუსი სამხედროები გაიქცნენ. წადით სახლში. თუ რუსეთში, სახლში დაბრუნების გეშინიათ, მაშინ ასეთი ოკუპანტები ტყვედ ჩაბარდნენ და ჩვენ უზრუნველვყოფთ ჟენევის კონვენციის ყველა ნორმის შესრულებას“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები