„დღევანდელი მონაცემებით 106 პაციენტი გვიწევს კლინიკაში და საკმაოდ მძიმე კონტიგენტია“ – ლიკა მუმლაძე “მედიცანტრ მთავარში”

„იყო დღეები სრულად იყო ათვისებული საწოლფონდი, ამ ეტაპზე 30 პაციენტის მიღება შეგვიძლია, თუმცა პაციენტების მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“,-  მცხეთის „კოვიდ კლინიკის“ – „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაცით პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას გადიან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან.

„რეანიმაციაში არის 15 პაციენტი, აქედან 5 არის მართვით სუნთქვაზე, ყველა მათგანს სჭირდება ჟანგბადი ინტენსიურად.

კლასტერებზე საუბარი უკვე ძალიან ძნელია, დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება, დაავადება უფრო სწრაფად და მარტივად გავრცელებადი გახდა“ – ლიკა მულაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები