„მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია“ – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ნიკანორ მელიას  შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალს უწოდებს. როგორც მმართველი გუნდის ლიდერი განმარტავს, მის გმი რობაზე სერიოზული საუბარი შეუძლებელია.

„ნიკა მელია თუ გმირია, ეს ყველაფერი და ასეთი განცხადებები აჩვენებს ამ პოლიტიკური პარტიის ბუნებას. მანდელასთან შედარებები და ეს რაღაცები არის ღიმილისმომგვრელი და ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. ყველამ იცის, რომ ნიკა მელია არის პოლიტკრიმინალი, შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალი, რომლის ადგილი წესით პოლიტიკაში არ უნდა იყოს, თუმცა ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები