„თუ მერობის კანდიდატი მელია იქნება, არჩევნებს მოვიგებთ 2/1-ზე“ – ირაკლი კობახიძე

  •  

მმართველი გუნდის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია იქნება, მმართველი გუნდი არჩევნებს 65%-ით მოიგებს.

„ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, ამ შემთხვევაში, დაახლოებით პროპორციას ვგულისხმობ, მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ ამ არჩევნებს. შემიძლია, ეს თამამად გითხრათ. 2/1-ზე დაახლოებით 65 პროცენტს ნიშნავს, შეგვიძლია, ეს თამამი განცხადება გავაკეთოთ. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება, ოპოზიციას ჰქონდეს, იქ შეიძლება, სხვანაირი პროცენტები დალაგდეს. გარწმუნებთ, ასეც და ისეც, ჩვენი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები