შესაძლოა, მაისის ბოლოს ე.წ. კომენდანტის საათი მოიხსნას

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგის ცერცვაძის გაცხადებით, შესაძლოა, მაისის ბოლოსკენ ე.წ. კომენდანტის საათი მოიხსნას. ეს კი დამოკიდებულია პანდემიის მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებაზე.

„ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს. ზაფხულში დიდი იმედი მაქვს, რომ „კომენდანტის საათი“ არ იქნება. საუბარია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები